მუსხაფი, გვერდი 271

  1. وَقَالَ الَّذِينَ أَشْرَكُوا لَوْ شَاءَ اللَّهُ مَا عَبَدْنَا مِنْ دُونِهِ مِنْ شَيْءٍ نَحْنُ وَلَا آبَاؤُنَا وَلَا حَرَّمْنَا مِنْ دُونِهِ مِنْ شَيْءٍ ۚ كَذَٰلِكَ فَعَلَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ فَهَلْ عَلَى الرُّسُلِ إِلَّا الْبَلَاغُ الْمُبِينُ

    და თქვეს, რომელთაც თანაზიარი დაუდგინეს: ,,ალლაჰს, რომ ენება, არც ჩვენ და არც ჩვენი მამები არ ვეთაყვანებოდით მის გარდა არავის, და არ ავკრძალავდით არაფერს მისი ბრძანების გარეშე!“ აი, ასე მოიქცნენ, რომელნიც იყვნენ მათ უწინ. განა შუამავალთ ევალება რამე, გარდა ცხადი შეტყობინებისა?

    16:35
  2. وَلَقَدْ بَعَثْنَا فِي كُلِّ أُمَّةٍ رَسُولًا أَنِ اعْبُدُوا اللَّهَ وَاجْتَنِبُوا الطَّاغُوتَ ۖ فَمِنْهُمْ مَنْ هَدَى اللَّهُ وَمِنْهُمْ مَنْ حَقَّتْ عَلَيْهِ الضَّلَالَةُ ۚ فَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَانْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُكَذِّبِينَ

    და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისთვის ეცათ თაყვანი და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან არიან ისეთნიც, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზას და არიან ისეთნიც, რომელთაც დამსახურებულად განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო აღსასრული ურწმუნონის!

    16:36
  3. إِنْ تَحْرِصْ عَلَىٰ هُدَاهُمْ فَإِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي مَنْ يُضِلُّ ۖ وَمَا لَهُمْ مِنْ نَاصِرِينَ

    და რომც ძალიან გინდოდეს შენ, მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმათ, რომელნიც ააცდინა, და მათ არ ეყოლებათ შემწე!

    16:37
  4. وَأَقْسَمُوا بِاللَّهِ جَهْدَ أَيْمَانِهِمْ ۙ لَا يَبْعَثُ اللَّهُ مَنْ يَمُوتُ ۚ بَلَىٰ وَعْدًا عَلَيْهِ حَقًّا وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ

    და დაიფიცეს ალლაჰზე: „არ გააცოცხლებს ალლაჰი, ვინც მოკვდება!“ როგორ არა, ეს მისი აღთქმაა ჭეშმარიტებით, მაგრამ არ უწყის ამას ადამიანთა უმრავლესობა!

    16:38
  5. لِيُبَيِّنَ لَهُمُ الَّذِي يَخْتَلِفُونَ فِيهِ وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ كَفَرُوا أَنَّهُمْ كَانُوا كَاذِبِينَ

    რათა ცხადი გახადოს მათთვის, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, და რათა ამცნოს, რომელთაც უარყვეს, უეჭველად, ეგენი იყვნენ ცრუნი.

    16:39
  6. إِنَّمَا قَوْلُنَا لِشَيْءٍ إِذَا أَرَدْنَاهُ أَنْ نَقُولَ لَهُ كُنْ فَيَكُونُ

    როცა ჩვენ რამეს ვინებებთ, საკმარისია ვუთხრათ მას: „იქმენ!“ და უმალვე იქმნება ისიც.

    16:40
  7. وَالَّذِينَ هَاجَرُوا فِي اللَّهِ مِنْ بَعْدِ مَا ظُلِمُوا لَنُبَوِّئَنَّهُمْ فِي الدُّنْيَا حَسَنَةً ۖ وَلَأَجْرُ الْآخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ

    და რომელთაც გადასახლდნენ ალლაჰისთვის მას მერე, რაც შეავიწროვეს, უთუოდ, მაგათ დედამიწაზე საუკეთესოდ დავამკვიდრებთ და, უთუოდ, საზღაური საიქიოსი უფრო დიდია, რომ იცოდნენ მაგათ,

    16:41
  8. الَّذِينَ صَبَرُوا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ

    რომელთაც მოითმინეს და თავიანთ ღმერთს სასოებენ!

    16:42

თარგმანი: რეზო მიქელაძე