მუსხაფი, გვერდი 251

  1. لَهُ دَعْوَةُ الْحَقِّ ۖ وَالَّذِينَ يَدْعُونَ مِنْ دُونِهِ لَا يَسْتَجِيبُونَ لَهُمْ بِشَيْءٍ إِلَّا كَبَاسِطِ كَفَّيْهِ إِلَى الْمَاءِ لِيَبْلُغَ فَاهُ وَمَا هُوَ بِبَالِغِهِ ۚ وَمَا دُعَاءُ الْكَافِرِينَ إِلَّا فِي ضَلَالٍ

    ჭეშმარიტი ვედრება მხოლოდ მას ეკუთვნის. და რომელნიც შესთხოვენ მის ნაცვლად, რომლებიც ვერაფერს შეისმენენ მათსას, მხოლოდ მსგავსია იმისა, ვინც პეშვს წყლისკენ იწვდის, რათა პირს მიიწვდინოს, მაგრამ იგი არასდროს მიწვდება მას. და მეტი არაფერია ურწმუნოთა ვედრება, გარდა ცდომილებისა.

    13:14
  2. وَلِلَّهِ يَسْجُدُ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ طَوْعًا وَكَرْهًا وَظِلَالُهُمْ بِالْغُدُوِّ وَالْآصَالِ ۩

    და სეჯდეს აღასრულებენ ალლაჰისთვის, რაცაა ცათა შინა და დედამიწასა ზედა, ნებით თუ უნებლიეთ, და ჩრდილნი თვისნი დილით და საღამოს.

    13:15
  3. قُلْ مَنْ رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ قُلِ اللَّهُ ۚ قُلْ أَفَاتَّخَذْتُمْ مِنْ دُونِهِ أَوْلِيَاءَ لَا يَمْلِكُونَ لِأَنْفُسِهِمْ نَفْعًا وَلَا ضَرًّا ۚ قُلْ هَلْ يَسْتَوِي الْأَعْمَىٰ وَالْبَصِيرُ أَمْ هَلْ تَسْتَوِي الظُّلُمَاتُ وَالنُّورُ ۗ أَمْ جَعَلُوا لِلَّهِ شُرَكَاءَ خَلَقُوا كَخَلْقِهِ فَتَشَابَهَ الْخَلْقُ عَلَيْهِمْ ۚ قُلِ اللَّهُ خَالِقُ كُلِّ شَيْءٍ وَهُوَ الْوَاحِدُ الْقَهَّارُ

    ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი ცათა და მიწის?“ უპასუხე: „ალლაჰია!“ უთხარი: განა დაიდგინეთ მის გარდა მფარველები, რომელთაც არ ძალუძთ არგონ ან ავნონ საკუთარ თავსაც კი?“ უთხარი: „განა, თანასწორია ბრმა და მხედველი ან წყვდიადნი და ნათელი? ნუთუ დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი, რომელთაც ალლაჰის გაჩენის მსგავსად გააჩინეს რაიმე და ეს გაჩენა მათ მსგავსი მოეჩვენათ? უთხარი: „ალლაჰია გამჩენი ყოველივესი, და იგი ერთადერთია, ძლევამოსილია!“

    13:16
  4. أَنْزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَسَالَتْ أَوْدِيَةٌ بِقَدَرِهَا فَاحْتَمَلَ السَّيْلُ زَبَدًا رَابِيًا ۚ وَمِمَّا يُوقِدُونَ عَلَيْهِ فِي النَّارِ ابْتِغَاءَ حِلْيَةٍ أَوْ مَتَاعٍ زَبَدٌ مِثْلُهُ ۚ كَذَٰلِكَ يَضْرِبُ اللَّهُ الْحَقَّ وَالْبَاطِلَ ۚ فَأَمَّا الزَّبَدُ فَيَذْهَبُ جُفَاءً ۖ وَأَمَّا مَا يَنْفَعُ النَّاسَ فَيَمْكُثُ فِي الْأَرْضِ ۚ كَذَٰلِكَ يَضْرِبُ اللَّهُ الْأَمْثَالَ

    გარდმოავლინა ზეციდან წყალი, ასრეთ გადმოიღვარა მდინარეები თავისივე განსაზღვრული ზომიერებიდან, და წაიღო ნიაღვარმა ზემოდან მოცმული ქაფი. და რასაც, საჭიროებისამებრ, ადნობენ ცეცხლზე, სამკაულის ან ჭურჭლის გასაკეთებლად, მსგავსია მისი. აი, ასე მოჰყავს ალლაჰს ჭეშმარიტისა და ფუჭის მაგალითი. თუმცაღა ქაფი გაქარწყლდება და გაიფანტება, ხოლო რასაც სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის, ასეთნაირად რჩება დედამიწაზე. აი, ასე განმარტავს ალლაჰი იგავებს.

    13:17
  5. لِلَّذِينَ اسْتَجَابُوا لِرَبِّهِمُ الْحُسْنَىٰ ۚ وَالَّذِينَ لَمْ يَسْتَجِيبُوا لَهُ لَوْ أَنَّ لَهُمْ مَا فِي الْأَرْضِ جَمِيعًا وَمِثْلَهُ مَعَهُ لَافْتَدَوْا بِهِ ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ سُوءُ الْحِسَابِ وَمَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ الْمِهَادُ

    მათთვისაა სიკეთე, რომელთაც ყური უგდეს თავიანთი ღმერთის ბრძანებებს. ხოლო რომელთაც სასმენელი არ მიაპყრეს მას, რომ მათი ყოფილიყო ყველაფერი, რაც დედამიწაზეა ან კიდევ ერთი იმდენიც, რომელსაც, უეჭველად, გამოსასყიდად გაიღებდნენ, აი მათთვისაა ავი ანგარიშგება და მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია; და რა საშინელი სარეცელია!

    13:18

თარგმანი: რეზო მიქელაძე