მუსხაფი, გვერდი 252
-
أَفَمَنْ يَعْلَمُ أَنَّمَا أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ الْحَقُّ كَمَنْ هُوَ أَعْمَىٰ ۚ إِنَّمَا يَتَذَكَّرُ أُولُو الْأَلْبَابِ
განა, ვინც უწყის, რომ შენი ღმერთისგან შენზე გარდმოვლენილი ჭეშმარიტებაა, თანასწორია იგი ბრმისა? მაგრამ ამას მხოლოდ გონიერნი განსჯიან,
13:19 -
الَّذِينَ يُوفُونَ بِعَهْدِ اللَّهِ وَلَا يَنْقُضُونَ الْمِيثَاقَ
რომელნიც აღასრულებენ ალლაჰის აღთქმას და არ დაარღვევენ პირობას.
13:20 -
وَالَّذِينَ يَصِلُونَ مَا أَمَرَ اللَّهُ بِهِ أَنْ يُوصَلَ وَيَخْشَوْنَ رَبَّهُمْ وَيَخَافُونَ سُوءَ الْحِسَابِ
და რომელნიც პატივს აგებენ იმას, რისი პატივისცემაც უბრძანა ალლაჰმა, და ეშინიათ თავიანთი ღმერთისა და ავ ანგარიშგებას შიშობენ.
13:21 -
وَالَّذِينَ صَبَرُوا ابْتِغَاءَ وَجْهِ رَبِّهِمْ وَأَقَامُوا الصَّلَاةَ وَأَنْفَقُوا مِمَّا رَزَقْنَاهُمْ سِرًّا وَعَلَانِيَةً وَيَدْرَءُونَ بِالْحَسَنَةِ السَّيِّئَةَ أُولَٰئِكَ لَهُمْ عُقْبَى الدَّارِ
და რომელთაც მოითმინეს თავიანთი ღმერთის კმაყოფილების სურვილით და აღავლინეს ლოცვა, და გასცემენ ფარულად თუ აშკარად მოწყალებას იმისგან, რაც ვუბოძეთ და სდევნიან სიკეთით ბოროტებას, აი ეგენი, რომელთაც ჰპოვეს საუკეთესო შედეგი სამყოფელისა!
13:22 -
جَنَّاتُ عَدْنٍ يَدْخُلُونَهَا وَمَنْ صَلَحَ مِنْ آبَائِهِمْ وَأَزْوَاجِهِمْ وَذُرِّيَّاتِهِمْ ۖ وَالْمَلَائِكَةُ يَدْخُلُونَ عَلَيْهِمْ مِنْ كُلِّ بَابٍ
ედემის ბაღები, სადაც შევლენ ეგენი და ვინც ღვთისმოსავი იყო: მათი მამები, მათი მეუღლეები და მათი შთამომავალნი და ანგელოზები შედიან მათთან ყველა კარიბჭიდან:
13:23 -
سَلَامٌ عَلَيْكُمْ بِمَا صَبَرْتُمْ ۚ فَنِعْمَ عُقْبَى الدَّارِ
„სალამი თქვენდა იმის გამო, რომ მოითმინეთ!“ და რა მშვენიერია უკანასკნელი სამკვიდრო!
13:24 -
وَالَّذِينَ يَنْقُضُونَ عَهْدَ اللَّهِ مِنْ بَعْدِ مِيثَاقِهِ وَيَقْطَعُونَ مَا أَمَرَ اللَّهُ بِهِ أَنْ يُوصَلَ وَيُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ ۙ أُولَٰئِكَ لَهُمُ اللَّعْنَةُ وَلَهُمْ سُوءُ الدَّارِ
და რომელნიც არღვევენ ალლაჰისადმი აღთქმას, მისი განმტკიცების შემდგომ, და წყვეტენ იმას, რაზეც უბრძანა ალლაჰმა, რომ დაეცვათ, და თესავენ სიავეს დედამიწაზე, აი ეგენი, რომელთაც წყევლა იწვნიეს და მათთვისაა ავი სამყოფელი!
13:25 -
اللَّهُ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَنْ يَشَاءُ وَيَقْدِرُ ۚ وَفَرِحُوا بِالْحَيَاةِ الدُّنْيَا وَمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا فِي الْآخِرَةِ إِلَّا مَتَاعٌ
ალლაჰი შეუმცირებს და უხვად უბოძებს სარჩოს, ინებებს ვისაც. და ტკბებიან ისინი ამქვეყნიური ცხოვრებით, თუმცაღა არაფერია მიწიერი სიცოცხლე, იმქვეყნიურ სიცოცხლესთან შედარებით, გარდა მცირედი სარგებელისა.
13:26 -
وَيَقُولُ الَّذِينَ كَفَرُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ آيَةٌ مِنْ رَبِّهِ ۗ قُلْ إِنَّ اللَّهَ يُضِلُّ مَنْ يَشَاءُ وَيَهْدِي إِلَيْهِ مَنْ أَنَابَ
და ამბობენ, რომელთაც უარყვეს: „ეგებ, ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენოდა მას თავისი ღმერთისგან!“ უთხარი: „უეჭველად, ალლაჰი ააცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვინც მისკენ მიიქცევა!
13:27 -
الَّذِينَ آمَنُوا وَتَطْمَئِنُّ قُلُوبُهُمْ بِذِكْرِ اللَّهِ ۗ أَلَا بِذِكْرِ اللَّهِ تَطْمَئِنُّ الْقُلُوبُ
რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰის ხსენებით იჯერეს გულნი მათნი. დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!
13:28
თარგმანი: რეზო მიქელაძე