მუსხაფი, გვერდი 250

  1. وَيَسْتَعْجِلُونَكَ بِالسَّيِّئَةِ قَبْلَ الْحَسَنَةِ وَقَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِهِمُ الْمَثُلَاتُ ۗ وَإِنَّ رَبَّكَ لَذُو مَغْفِرَةٍ لِلنَّاسِ عَلَىٰ ظُلْمِهِمْ ۖ وَإِنَّ رَبَّكَ لَشَدِيدُ الْعِقَابِ

    და ისინი შენ გაჩქარებენ სიავეს სიკეთეზე წინ, არადა განვლო მათ უწინ სამაგალითო სასჯელებმა. და, უეჭველად, ღმერთი შენი ადამიანთათვის, მათი უსამართლობის მიუხედავად ,მიმტევებელია. და, უეჭველად, შენი ღმერთის სასჯელი მკაცრია!

    13:6
  2. وَيَقُولُ الَّذِينَ كَفَرُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ آيَةٌ مِنْ رَبِّهِ ۗ إِنَّمَا أَنْتَ مُنْذِرٌ ۖ وَلِكُلِّ قَوْمٍ هَادٍ

    და ამბობენ, რომელთაც უარყვეს: „განა არ უნდა მოვლენოდა მას მისი ღმერთისგან სასწაული?“ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ! და ყოველ ხალხს მოევლინა ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.

    13:7
  3. اللَّهُ يَعْلَمُ مَا تَحْمِلُ كُلُّ أُنْثَىٰ وَمَا تَغِيضُ الْأَرْحَامُ وَمَا تَزْدَادُ ۖ وَكُلُّ شَيْءٍ عِنْدَهُ بِمِقْدَارٍ

    ალლაჰი უწყის, რას ატარებს თითოეული მდედრი, და რას იკლებს საშვილოსნო და რას იმატებს. და ყოველივე მის წინაშე კანონზომიერებითაა.

    13:8
  4. عَالِمُ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ الْكَبِيرُ الْمُتَعَالِ

    იგი უწყის იდუმალსაც და ცხადსაც. იგია დიდებული, უზენაესი!

    13:9
  5. سَوَاءٌ مِنْكُمْ مَنْ أَسَرَّ الْقَوْلَ وَمَنْ جَهَرَ بِهِ وَمَنْ هُوَ مُسْتَخْفٍ بِاللَّيْلِ وَسَارِبٌ بِالنَّهَارِ

    სულერთია, თქვენგან ვინ ფარავს სიტყვას და ვინ აცხადებს, და ის, ვინც ღამეში იმალება და ჩნდება დღისით.

    13:10
  6. لَهُ مُعَقِّبَاتٌ مِنْ بَيْنِ يَدَيْهِ وَمِنْ خَلْفِهِ يَحْفَظُونَهُ مِنْ أَمْرِ اللَّهِ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يُغَيِّرُ مَا بِقَوْمٍ حَتَّىٰ يُغَيِّرُوا مَا بِأَنْفُسِهِمْ ۗ وَإِذَا أَرَادَ اللَّهُ بِقَوْمٍ سُوءًا فَلَا مَرَدَّ لَهُ ۚ وَمَا لَهُمْ مِنْ دُونِهِ مِنْ وَالٍ

    მას მიჩენილნი ჰყავს წინიდან და უკნიდან მეთვალყურენი, იცავენ მას ალლაჰის ბრძანებით. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას, სანამ თავად ხალხი არ შეიცვლება. და თუ ინება ალლაჰმა ვნება ხალხისა, მაშ, ვერავინ შეაკავებს მას, და მის გარდა, არავინ ჰყავთ მათ დამცველი.

    13:11
  7. هُوَ الَّذِي يُرِيكُمُ الْبَرْقَ خَوْفًا وَطَمَعًا وَيُنْشِئُ السَّحَابَ الثِّقَالَ

    იგია, რომელიც განახებთ ელვას დასაშინებლად და დასაიმედებლად, და ადგენს მძიმე ღრუბლებს.

    13:12
  8. وَيُسَبِّحُ الرَّعْدُ بِحَمْدِهِ وَالْمَلَائِكَةُ مِنْ خِيفَتِهِ وَيُرْسِلُ الصَّوَاعِقَ فَيُصِيبُ بِهَا مَنْ يَشَاءُ وَهُمْ يُجَادِلُونَ فِي اللَّهِ وَهُوَ شَدِيدُ الْمِحَالِ

    და ქუხილი ქება-დიდებით განადიდებს მას და ანგელოზნიც მისი შიშით. და ავლენს იგი მეხთ და აწვნევს იმას, ინებებს ვისაც. და ისინი დაობენ ალლაჰის შესახებ. და იგია მკაცრსასჯელიანი!

    13:13

თარგმანი: რეზო მიქელაძე