მუსხაფი, გვერდი 249
-
المر ۚ تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ ۗ وَالَّذِي أُنْزِلَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ الْحَقُّ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يُؤْمِنُونَ
ელიფ. ლამ. მიმ. რა; ეს აიათებია წიგნისა, რომელიც შენი ღმერთისგან შენზე მოვლენილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ ხალხის უმეტესი არ ირწმუნებენ.
13:1 -
اللَّهُ الَّذِي رَفَعَ السَّمَاوَاتِ بِغَيْرِ عَمَدٍ تَرَوْنَهَا ۖ ثُمَّ اسْتَوَىٰ عَلَى الْعَرْشِ ۖ وَسَخَّرَ الشَّمْسَ وَالْقَمَرَ ۖ كُلٌّ يَجْرِي لِأَجَلٍ مُسَمًّى ۚ يُدَبِّرُ الْأَمْرَ يُفَصِّلُ الْآيَاتِ لَعَلَّكُمْ بِلِقَاءِ رَبِّكُمْ تُوقِنُونَ
იგია ალლაჰი, რომელმაც აღმართა ცანი უხილავი სვეტების გარეშე, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღმართა და თავის განკარგულების ქვეშ მოაქცია მზე და მთვარე. ყველა მოძრაობს დათქმულ ვადამდე. იგი განაგებს საქმეებს, განმარტავს აიათებს, ეგების თქვენ თქვენსავე ღმერთთან წარსდგომა ირწმუნოთ!
13:2 -
وَهُوَ الَّذِي مَدَّ الْأَرْضَ وَجَعَلَ فِيهَا رَوَاسِيَ وَأَنْهَارًا ۖ وَمِنْ كُلِّ الثَّمَرَاتِ جَعَلَ فِيهَا زَوْجَيْنِ اثْنَيْنِ ۖ يُغْشِي اللَّيْلَ النَّهَارَ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ
და იგია, რომელმაც განავრცო მიწა, მასზე დაადგინა მთები და მდინარეები. ყოველი სახეობის ნაყოფი გააჩინა წყვილებად, იგი მოსავს დღეს ღამით. უეჭველად, ამაში სასწაულებია გულისხმიერ ხალხთათვის.
13:3 -
وَفِي الْأَرْضِ قِطَعٌ مُتَجَاوِرَاتٌ وَجَنَّاتٌ مِنْ أَعْنَابٍ وَزَرْعٌ وَنَخِيلٌ صِنْوَانٌ وَغَيْرُ صِنْوَانٍ يُسْقَىٰ بِمَاءٍ وَاحِدٍ وَنُفَضِّلُ بَعْضَهَا عَلَىٰ بَعْضٍ فِي الْأُكُلِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ
დედამიწაზე ნაკვეთებია ერთმანეთის მეზობლად განლაგებული: ზვრები, ნათესები, ხურმის ხეები, ტოტებიანი და უტოტო. ყოველივე ერთი წყლით ირწყვება. მაგრამ ჩვენ მათ ერთიმეორეზედ უკეთეს გემოს ვუდგენთ. უეჭველად, ამაში სასწაულებია გონიერ ხალხთათვის.
13:4 -
وَإِنْ تَعْجَبْ فَعَجَبٌ قَوْلُهُمْ أَإِذَا كُنَّا تُرَابًا أَإِنَّا لَفِي خَلْقٍ جَدِيدٍ ۗ أُولَٰئِكَ الَّذِينَ كَفَرُوا بِرَبِّهِمْ ۖ وَأُولَٰئِكَ الْأَغْلَالُ فِي أَعْنَاقِهِمْ ۖ وَأُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
და თუ გაოცებს, სწორედ მათი სიტყვები უნდა გაოცებდეს: „განა, როცა მიწად ვიქცევით, ნუთუ, უეჭველად, თავიდანვე უნდა გავცოცხლდეთ?“ სწორედ ეგენი არიან, რომლთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, რომელთაც კისრებზე ჯაჭვები ექნებათ ჩამობმული, და სწორედ ეგენი არიან ცეცხლის მკვიდრნი, სადაც სამუდამოდ დარჩებიან!
13:5
თარგმანი: რეზო მიქელაძე