მუსხაფი, გვერდი 246
-
يَا بَنِيَّ اذْهَبُوا فَتَحَسَّسُوا مِنْ يُوسُفَ وَأَخِيهِ وَلَا تَيْأَسُوا مِنْ رَوْحِ اللَّهِ ۖ إِنَّهُ لَا يَيْأَسُ مِنْ رَوْحِ اللَّهِ إِلَّا الْقَوْمُ الْكَافِرُونَ
ჰეი, შვილნო ჩემნო! წადით, იუსუფი და მისი ძმა კარგად მოძებნეთ. და ალლაჰის წყალობის იმედს ნუ გადაიწურავთ. უეჭველად, არ ეწურებათ იმედი ალლაჰის მოწყალებიდან, გარდა ურწმუნო ხალხისა.“
12:87 -
فَلَمَّا دَخَلُوا عَلَيْهِ قَالُوا يَا أَيُّهَا الْعَزِيزُ مَسَّنَا وَأَهْلَنَا الضُّرُّ وَجِئْنَا بِبِضَاعَةٍ مُزْجَاةٍ فَأَوْفِ لَنَا الْكَيْلَ وَتَصَدَّقْ عَلَيْنَا ۖ إِنَّ اللَّهَ يَجْزِي الْمُتَصَدِّقِينَ
ხოლო როცა წარსდგნენ ისინი მის წინაშე, უთხრეს: „ჰეი, დიდებულო ვეზირო! ჩვენ და ჩვენს ოჯახს გაჭირვება გვეწვია. და მოვედით მხოლოდ მცირედი ქონებით. მაგრამ მოგვეცი მის სანაცვლოდ სრული საწყაო, და გვიმოწყალე ჩვენ. უეჭველად, ალლაჰი დააჯილდოვებს გულმოწყალეებს“.
12:88 -
قَالَ هَلْ عَلِمْتُمْ مَا فَعَلْتُمْ بِيُوسُفَ وَأَخِيهِ إِذْ أَنْتُمْ جَاهِلُونَ
უთხრა: „გაიხსენეთ თუ არა, რა უყავით იუსუფს და მის ძმას, როცა იყავით უმეცარნი?“
12:89 -
قَالُوا أَإِنَّكَ لَأَنْتَ يُوسُفُ ۖ قَالَ أَنَا يُوسُفُ وَهَٰذَا أَخِي ۖ قَدْ مَنَّ اللَّهُ عَلَيْنَا ۖ إِنَّهُ مَنْ يَتَّقِ وَيَصْبِرْ فَإِنَّ اللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ الْمُحْسِنِينَ
უთხრეს: ნუთუ ნამდვილად იუსუფი ხარ შენ? მიუგო: „მე იუსუფი ვარ, ეს კი ჩემი ძმაა! ალლაჰმა ჩვენ მოწყალება გვიბოძა. რადგანაც, ვინც ღვთისმოშიშია და მოითმენს, უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელთ!“
12:90 -
قَالُوا تَاللَّهِ لَقَدْ آثَرَكَ اللَّهُ عَلَيْنَا وَإِنْ كُنَّا لَخَاطِئِينَ
თქვეს: „ვფიცავთ ალლაჰს, უთუოდ ალლაჰმა უპირატესგყო ჩვენზე და ჩვენ დიახაც რომ შევსცოდეთ!“
12:91 -
قَالَ لَا تَثْرِيبَ عَلَيْكُمُ الْيَوْمَ ۖ يَغْفِرُ اللَّهُ لَكُمْ ۖ وَهُوَ أَرْحَمُ الرَّاحِمِينَ
მიუგო: „დღეს არ არს კიცხვა თქვენზე. დაე, ალლაჰმა შეგინდოთ, რამეთუ იგი მოწყალეთა უმოწყალესია!
12:92 -
اذْهَبُوا بِقَمِيصِي هَٰذَا فَأَلْقُوهُ عَلَىٰ وَجْهِ أَبِي يَأْتِ بَصِيرًا وَأْتُونِي بِأَهْلِكُمْ أَجْمَعِينَ
წაიღეთ ეს ჩემი პერანგი და გადააფარეთ მამაჩემს სახეზე. მხედველობა დაუბრუნდება. და მთელი ოჯახით ჩემთან დაბრუნდით“.
12:93 -
وَلَمَّا فَصَلَتِ الْعِيرُ قَالَ أَبُوهُمْ إِنِّي لَأَجِدُ رِيحَ يُوسُفَ ۖ لَوْلَا أَنْ تُفَنِّدُونِ
და როცა ქარავანი გასცილდა, თქვა მათმა მამამ: „უეჭველად, მე ვგრძნობ იუსუფის სურნელს, თუკი უგუნურად არ შემრაცხავთ.“
12:94 -
قَالُوا تَاللَّهِ إِنَّكَ لَفِي ضَلَالِكَ الْقَدِيمِ
უთხრეს: „ვფიცავთ ალლაჰს, უეჭველად, შენ კვლავინდებურად გზააბნევაში ხარ!“
12:95
თარგმანი: რეზო მიქელაძე