მუსხაფი, გვერდი 247
-
فَلَمَّا أَنْ جَاءَ الْبَشِيرُ أَلْقَاهُ عَلَىٰ وَجْهِهِ فَارْتَدَّ بَصِيرًا ۖ قَالَ أَلَمْ أَقُلْ لَكُمْ إِنِّي أَعْلَمُ مِنَ اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ
ხოლო როცა მოვიდა მახარობელი, გადააფარა მას იგი სახეზე და მაშინვე დაუბრუნდა მხედველობა. უთხრა: განა არ მითქვამს თქვენთვის, უეჭველად, მე ვუწყი ალლაჰისგან იმას, რასაც არ უწყით თქვენ?
12:96 -
قَالُوا يَا أَبَانَا اسْتَغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا إِنَّا كُنَّا خَاطِئِينَ
უთხრეს: „ჰეი მამაჩვენო! ჩვენი ცოდვების გამო შენდობა შესთხოვე. უეჭველად, ჩვენ განზრახ ცოდვა ჩავიდინეთ!“
12:97 -
قَالَ سَوْفَ أَسْتَغْفِرُ لَكُمْ رَبِّي ۖ إِنَّهُ هُوَ الْغَفُورُ الرَّحِيمُ
მიუგო: „თქვენთვის შენდობას შევთხოვ ჩემს ღმერთს ახლო ხანში. უეჭველად, იგი შემნდობია, მწყალობელია.“
12:98 -
فَلَمَّا دَخَلُوا عَلَىٰ يُوسُفَ آوَىٰ إِلَيْهِ أَبَوَيْهِ وَقَالَ ادْخُلُوا مِصْرَ إِنْ شَاءَ اللَّهُ آمِنِينَ
ხოლო როცა ისინი მივიდნენ იუსუფთან, მოეხვია მშობლებს და უთხრა: „შემოდით ეგვიპტეში, ალლაჰის ნებით, უსაფრთხოდ!“
12:99 -
وَرَفَعَ أَبَوَيْهِ عَلَى الْعَرْشِ وَخَرُّوا لَهُ سُجَّدًا ۖ وَقَالَ يَا أَبَتِ هَٰذَا تَأْوِيلُ رُؤْيَايَ مِنْ قَبْلُ قَدْ جَعَلَهَا رَبِّي حَقًّا ۖ وَقَدْ أَحْسَنَ بِي إِذْ أَخْرَجَنِي مِنَ السِّجْنِ وَجَاءَ بِكُمْ مِنَ الْبَدْوِ مِنْ بَعْدِ أَنْ نَزَغَ الشَّيْطَانُ بَيْنِي وَبَيْنَ إِخْوَتِي ۚ إِنَّ رَبِّي لَطِيفٌ لِمَا يَشَاءُ ۚ إِنَّهُ هُوَ الْعَلِيمُ الْحَكِيمُ
აიყვანა მან თავისი მშობლები ტახტზე და მათ აღასრულეს მისთვის სეჯდე. და უთხრა: ჰეი, მამავ ჩემო! ეს არის განმარტება იმისა, რაც წინათ სიზმრად ვნახე. ჩემმა ღმერთმა ცხადჰყო იგი. სიკეთე მიყო, როცა დილეგიდან გამომიყვანა და თქვენც მოგიყვანათ უდაბნოდან მის მერე, რაც ეშმაკმა შუღლი ჩამოაგდო ჩემსა და ჩემს ძმებს შორის. უეჭველად, ღმერთი ჩემი სიკეთის მიმცემია, ინებებს ვისთვისაც. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
12:100 -
رَبِّ قَدْ آتَيْتَنِي مِنَ الْمُلْكِ وَعَلَّمْتَنِي مِنْ تَأْوِيلِ الْأَحَادِيثِ ۚ فَاطِرَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ أَنْتَ وَلِيِّي فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ ۖ تَوَفَّنِي مُسْلِمًا وَأَلْحِقْنِي بِالصَّالِحِينَ
„ღმერთო ჩემო! შენ მე მიბოძე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. ცათა და დედამიწის გამჩენო, შენ ხარ ჩემი მფარველი წუთისოფელში და საიქიოში. მიმიბარე შენ მუსლიმად და დამამკვიდრე კეთილისმქმნელთა შორის!“
12:101 -
ذَٰلِكَ مِنْ أَنْبَاءِ الْغَيْبِ نُوحِيهِ إِلَيْكَ ۖ وَمَا كُنْتَ لَدَيْهِمْ إِذْ أَجْمَعُوا أَمْرَهُمْ وَهُمْ يَمْكُرُونَ
აი ეს უხილავი ამბავთაგანია, რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ. შენ არ ყოფილხარ მათ ერთად, როცა ჩუმად შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს თავიანთი საქმენი და მზაკვრობდნენ ეგენი.
12:102 -
وَمَا أَكْثَرُ النَّاسِ وَلَوْ حَرَصْتَ بِمُؤْمِنِينَ
ძალიანაც რომ გსურდეს შენ, ადამიანთა უმრავლესობა მაინც არ ირწმუნებენ.
12:103
თარგმანი: რეზო მიქელაძე