მუსხაფი, გვერდი 245
-
قَالَ مَعَاذَ اللَّهِ أَنْ نَأْخُذَ إِلَّا مَنْ وَجَدْنَا مَتَاعَنَا عِنْدَهُ إِنَّا إِذًا لَظَالِمُونَ
მიუგო: ალლაჰმა დაგვიფაროს, რომ სხვა ავიყვანოთ ნაცლად იმისა, ვისთანაც აღმოვაჩინეთ ჩვენი ქონება. თუკი ჩვენ ასე მოვიქცევით, მაშინ უთუოდ უსამართლონი ვიქნებით!
12:79 -
فَلَمَّا اسْتَيْأَسُوا مِنْهُ خَلَصُوا نَجِيًّا ۖ قَالَ كَبِيرُهُمْ أَلَمْ تَعْلَمُوا أَنَّ أَبَاكُمْ قَدْ أَخَذَ عَلَيْكُمْ مَوْثِقًا مِنَ اللَّهِ وَمِنْ قَبْلُ مَا فَرَّطْتُمْ فِي يُوسُفَ ۖ فَلَنْ أَبْرَحَ الْأَرْضَ حَتَّىٰ يَأْذَنَ لِي أَبِي أَوْ يَحْكُمَ اللَّهُ لِي ۖ وَهُوَ خَيْرُ الْحَاكِمِينَ
ხოლო როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, მოსათათბირებლად განმარტოვდნენ. მათგან უფროსმა თქვა: განა, არ იცით, რომ მამათქვენმა აღთქმა დაგადებინათ ალლაჰის წინაშე და მის წინაც, რაც იუსუფის მიმართ ჩაიდინეთ? ამიტომ არ წავალ ამ ქვეყნიდან, ვიდრე ნებას არ მომცემს მამაჩემი ან არ განმსჯის ალლაჰი, რამეთუ იგი საუკეთესოა მსაჯულთა შორის!
12:80 -
ارْجِعُوا إِلَىٰ أَبِيكُمْ فَقُولُوا يَا أَبَانَا إِنَّ ابْنَكَ سَرَقَ وَمَا شَهِدْنَا إِلَّا بِمَا عَلِمْنَا وَمَا كُنَّا لِلْغَيْبِ حَافِظِينَ
თქვენ დაბრუნდით მამათქვენთან და ასე უთხარით: ჰეი, მამაჩვენო! შენმა შვილმა ნამდვილად იქურდა. ჩვენ მხოლოდ იმას ვმოწმობთ, რაც ვიცით, ხოლო ჩვენ არ ვიცით იდუმალი.
12:81 -
وَاسْأَلِ الْقَرْيَةَ الَّتِي كُنَّا فِيهَا وَالْعِيرَ الَّتِي أَقْبَلْنَا فِيهَا ۖ وَإِنَّا لَصَادِقُونَ
ჰკითხე ქალაქს, რომელშიც ვიყავით და ქარავანს, რომელთან ერთადაც დავბრუნდით. უეჭველად, ჩვენ სიმართლეს ვამბობთ.“
12:82 -
قَالَ بَلْ سَوَّلَتْ لَكُمْ أَنْفُسُكُمْ أَمْرًا ۖ فَصَبْرٌ جَمِيلٌ ۖ عَسَى اللَّهُ أَنْ يَأْتِيَنِي بِهِمْ جَمِيعًا ۚ إِنَّهُ هُوَ الْعَلِيمُ الْحَكِيمُ
თქვა: „არა! სულმა თქვენმა კეთილად მოგაჩვენათ ეს საქმე. აწ ძლიერი მოთმინება მმართებს. ეგების, ალლაჰი ყველას დამიბრუნებს. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია“!
12:83 -
وَتَوَلَّىٰ عَنْهُمْ وَقَالَ يَا أَسَفَىٰ عَلَىٰ يُوسُفَ وَابْيَضَّتْ عَيْنَاهُ مِنَ الْحُزْنِ فَهُوَ كَظِيمٌ
გატრიალდა მათგან და თქვა: „ოჰ! საცოდავი იუსუფი!“ და ორივე თვალზე სითეთრე მოედო. მაგრამ გულში იკლავდა მწუხარებას.
12:84 -
قَالُوا تَاللَّهِ تَفْتَأُ تَذْكُرُ يُوسُفَ حَتَّىٰ تَكُونَ حَرَضًا أَوْ تَكُونَ مِنَ الْهَالِكِينَ
უთხრეს: „ვფიცავთ ალლაჰს! შენ კიდე იუსუფზე ფიქრს აგრძელებ. ბოლოს და ბოლოს თავს დაისნეულებ ან დაიღუპავ.“
12:85 -
قَالَ إِنَّمَا أَشْكُو بَثِّي وَحُزْنِي إِلَى اللَّهِ وَأَعْلَمُ مِنَ اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ
მიუგო: „მხოლოდ ალლაჰს შევჩივი ჩემს ნაღველს და დარდს. და მე ვუწყი ალლაჰისგან იმას, რასაც თქვენ არ უწყით.
12:86
თარგმანი: რეზო მიქელაძე