მუსხაფი, გვერდი 244
-
فَلَمَّا جَهَّزَهُمْ بِجَهَازِهِمْ جَعَلَ السِّقَايَةَ فِي رَحْلِ أَخِيهِ ثُمَّ أَذَّنَ مُؤَذِّنٌ أَيَّتُهَا الْعِيرُ إِنَّكُمْ لَسَارِقُونَ
ხოლო როცა გაამზადებინა მათი მარცვლეულის მარაგი, ჩადო თავისი ღვიძლი ძმის ნივთებში ფიალა. ერთმა გზირმა შესძახა: „ჰეი, მექარავნენო, უეჭველად, თქვენ ქურდები ხართ!“
12:70 -
قَالُوا وَأَقْبَلُوا عَلَيْهِمْ مَاذَا تَفْقِدُونَ
მათკენ მიბრუნდნენ და უთხრეს: „რა დაკარგეთ?“
12:71 -
قَالُوا نَفْقِدُ صُوَاعَ الْمَلِكِ وَلِمَنْ جَاءَ بِهِ حِمْلُ بَعِيرٍ وَأَنَا بِهِ زَعِيمٌ
მიუგეს: „დავკარგეთ მეფის თასი. ვინც მას მოიტანს, ერთი აქლემის საპალნე მას და ამის თავდები მე თვითონ ვარ“.
12:72 -
قَالُوا تَاللَّهِ لَقَدْ عَلِمْتُمْ مَا جِئْنَا لِنُفْسِدَ فِي الْأَرْضِ وَمَا كُنَّا سَارِقِينَ
ძმებმა თქვეს: „ვფიცავთ ალლაჰს! თქვენ კარგად იცით, რომ ამ მხარეში სიავეების ჩასადენად არ მოვსულვართ და ჩვენ ქურდები არ ვართ“.
12:73 -
قَالُوا فَمَا جَزَاؤُهُ إِنْ كُنْتُمْ كَاذِبِينَ
უთხრეს: თუკი თქვენ აღმოჩნდებით მატყუარები, მაშინ რა სასჯელი ეკუთვნის მას?“
12:74 -
قَالُوا جَزَاؤُهُ مَنْ وُجِدَ فِي رَحْلِهِ فَهُوَ جَزَاؤُهُ ۚ كَذَٰلِكَ نَجْزِي الظَّالِمِينَ
თქვეს: „სასჯელი იმისა, ვისაც თავის აბგაში აღმოუჩნდება, თავად თვითონაა სასჯელი. ასე ვსჯით უსამართლონს.“
12:75 -
فَبَدَأَ بِأَوْعِيَتِهِمْ قَبْلَ وِعَاءِ أَخِيهِ ثُمَّ اسْتَخْرَجَهَا مِنْ وِعَاءِ أَخِيهِ ۚ كَذَٰلِكَ كِدْنَا لِيُوسُفَ ۖ مَا كَانَ لِيَأْخُذَ أَخَاهُ فِي دِينِ الْمَلِكِ إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ ۚ نَرْفَعُ دَرَجَاتٍ مَنْ نَشَاءُ ۗ وَفَوْقَ كُلِّ ذِي عِلْمٍ عَلِيمٌ
დაიწყო მათი აბგების დათვალიერება, თავისი ღვიძლი ძმის აბგაზე წინ. მერე ღვიძლი ძმის აბგიდან ამოიღო იგი. ასეთი მეთოდი შევამზადეთ იუსუფისთვის. ვერ შეძლებდა, რომ შეაკავებინა თავის ძმა მეფის კანონიდან გამომდინარე, თუ არ ინებებდა ამას ალლაჰი. ჩვენ ხარისხით უმაღლესვჰყოფთ, ვინებებთ ვისაც. რამეთუ ცოდნის მქონეზე ზემოთ ყოვლისმცოდნეა!
12:76 -
قَالُوا إِنْ يَسْرِقْ فَقَدْ سَرَقَ أَخٌ لَهُ مِنْ قَبْلُ ۚ فَأَسَرَّهَا يُوسُفُ فِي نَفْسِهِ وَلَمْ يُبْدِهَا لَهُمْ ۚ قَالَ أَنْتُمْ شَرٌّ مَكَانًا ۖ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا تَصِفُونَ
მათ თქვეს: თუ ამან მოიპარა, მისმა ძმამაც მოიპარა უწინ.“ მაგრამ ეს იუსუფმა გულში ჩაიდო და არ გაუმხილა იგი მათ. თქვა: მით უარესია თქვენი მდგომარეობა და ალლაჰი უწყის, რასაც ამბობთ“.
12:77 -
قَالُوا يَا أَيُّهَا الْعَزِيزُ إِنَّ لَهُ أَبًا شَيْخًا كَبِيرًا فَخُذْ أَحَدَنَا مَكَانَهُ ۖ إِنَّا نَرَاكَ مِنَ الْمُحْسِنِينَ
უთხრეს: დიდებულო ვეზირო! უეჭველად, ჩვენ ღრმად მოხუცი მამა გვყავს. დაიტოვე ჩვენგან ერთ-ერთი ამის სანაცვლოდ. უეჭველად, ჩვენ ვხედავთ, რომ შენ კეთილისმქმნელთაგანი ხარ.
12:78
თარგმანი: რეზო მიქელაძე