მუსხაფი, გვერდი 243
-
قَالَ هَلْ آمَنُكُمْ عَلَيْهِ إِلَّا كَمَا أَمِنْتُكُمْ عَلَىٰ أَخِيهِ مِنْ قَبْلُ ۖ فَاللَّهُ خَيْرٌ حَافِظًا ۖ وَهُوَ أَرْحَمُ الرَّاحِمِينَ
უთხრა: „განა, განდოთ თქვენ იგი, როგორც განდე თქვენ მისი ძმა წინათ? მაგრამ ალლაჰი საუკეთესო მფარველია და მწყალობელთა მწყალობელია იგი!“
12:64 -
وَلَمَّا فَتَحُوا مَتَاعَهُمْ وَجَدُوا بِضَاعَتَهُمْ رُدَّتْ إِلَيْهِمْ ۖ قَالُوا يَا أَبَانَا مَا نَبْغِي ۖ هَٰذِهِ بِضَاعَتُنَا رُدَّتْ إِلَيْنَا ۖ وَنَمِيرُ أَهْلَنَا وَنَحْفَظُ أَخَانَا وَنَزْدَادُ كَيْلَ بَعِيرٍ ۖ ذَٰلِكَ كَيْلٌ يَسِيرٌ
და როცა გახსნეს თავიანთი ბარგი, ნახეს მათთვის უკან დაბრუნებული ფული. თქვეს: „ჰეი, მამაჩვენო! რაღა ვინატროთ მეტი? ესაა ჩვენი ფული. უკან დაგვიბრუნეს ჩვენ და ჩვენ შევძლებთ სარჩო ვიშოვოთ ჩვენი ოჯახისთვის, დავიცვათ ჩვენი ძმაც და შევიმატოთ ერთი აქლემის საპალნე. ეს კი ცოტაოდენია.“
12:65 -
قَالَ لَنْ أُرْسِلَهُ مَعَكُمْ حَتَّىٰ تُؤْتُونِ مَوْثِقًا مِنَ اللَّهِ لَتَأْتُنَّنِي بِهِ إِلَّا أَنْ يُحَاطَ بِكُمْ ۖ فَلَمَّا آتَوْهُ مَوْثِقَهُمْ قَالَ اللَّهُ عَلَىٰ مَا نَقُولُ وَكِيلٌ
უთხრა: „ვერ გამოვგზავნი მას თქვენთან ერთად, სანამ არ დადებთ აღთქმას ალლაჰის წინაშე, რომ უკან ჩამოიყვანთ, თუ არ დაგატყდებათ რაიმე უბედურება თქვენ.“ მაშინ მათ აღთქმა დადეს, უთხრა: ალლაჰია მოწმე, რასაც ვამბობთ ჩვენ.“
12:66 -
وَقَالَ يَا بَنِيَّ لَا تَدْخُلُوا مِنْ بَابٍ وَاحِدٍ وَادْخُلُوا مِنْ أَبْوَابٍ مُتَفَرِّقَةٍ ۖ وَمَا أُغْنِي عَنْكُمْ مِنَ اللَّهِ مِنْ شَيْءٍ ۖ إِنِ الْحُكْمُ إِلَّا لِلَّهِ ۖ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ ۖ وَعَلَيْهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُتَوَكِّلُونَ
უთხრა: ჰეი, შვილნო ჩემნო! ნუ შეხვალთ ერთი კარიბჭით, და შედით სხვადასხვა კარიბჭით. მე ვერ შევცვლი ალლაჰის განგებას თქვენ თაობაზე. რადგან განსჯა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, მას ვსასოებ. მაშ, მას უნდა სასოებდეს ყველა მსასოებელი!
12:67 -
وَلَمَّا دَخَلُوا مِنْ حَيْثُ أَمَرَهُمْ أَبُوهُمْ مَا كَانَ يُغْنِي عَنْهُمْ مِنَ اللَّهِ مِنْ شَيْءٍ إِلَّا حَاجَةً فِي نَفْسِ يَعْقُوبَ قَضَاهَا ۚ وَإِنَّهُ لَذُو عِلْمٍ لِمَا عَلَّمْنَاهُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
და შევიდნენ ისე, როგორც დაარიგა მამამ. მაგრამ ამან ვერ ააცილა ისინი ალლაჰის განგებას. ეს მხოლოდ იაღყუბის სურვილი იყო, რომელიც აღასრულეს. და უეჭველად, იგი ცოდნას ფლობდა, რომელიც ჩვენ შევასწავლეთ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა არ უწყიან.
12:68 -
وَلَمَّا دَخَلُوا عَلَىٰ يُوسُفَ آوَىٰ إِلَيْهِ أَخَاهُ ۖ قَالَ إِنِّي أَنَا أَخُوكَ فَلَا تَبْتَئِسْ بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ
და როცა ისინი წარსდგნენ იუსუფთან, ღვიძლი ძმა თავისთან წაიყვანა. უთხრა: „უეჭველად, მე შენი ძმა ვარ! არ ინაღვლო იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ“.
12:69
თარგმანი: რეზო მიქელაძე