მუსხაფი, გვერდი 242

  1. وَمَا أُبَرِّئُ نَفْسِي ۚ إِنَّ النَّفْسَ لَأَمَّارَةٌ بِالسُّوءِ إِلَّا مَا رَحِمَ رَبِّي ۚ إِنَّ رَبِّي غَفُورٌ رَحِيمٌ

    და არ ვამბობ, ჩემი სული ყოვლად უბიწოა. უეჭველად, სული, გარდა იმათი, ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი, დიახაც რომ ყველას სიავისკენ უბიძგებს. უეჭველად, ჩემი ღმერთი შემნდობია, მწყალობელია!

    12:53
  2. وَقَالَ الْمَلِكُ ائْتُونِي بِهِ أَسْتَخْلِصْهُ لِنَفْسِي ۖ فَلَمَّا كَلَّمَهُ قَالَ إِنَّكَ الْيَوْمَ لَدَيْنَا مَكِينٌ أَمِينٌ

    და თქვა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი, მას პირად მრჩევლად დავიდგენ!“ ხოლო, როცა დაელაპარაკა მას, თქვა: „უეჭველად, ამიერიდან ჩვენთან უმაღლესი ჩინის მფლობელი და სანდო ხარ შენ.“

    12:54
  3. قَالَ اجْعَلْنِي عَلَىٰ خَزَائِنِ الْأَرْضِ ۖ إِنِّي حَفِيظٌ عَلِيمٌ

    უთხრა: „დამადგინე ამ ქვეყნის ხაზინათა განმკარგველად, რადგანაც მე საუკეთესო მეუნჯე და ხაზინადარი ვარ!“

    12:55
  4. وَكَذَٰلِكَ مَكَّنَّا لِيُوسُفَ فِي الْأَرْضِ يَتَبَوَّأُ مِنْهَا حَيْثُ يَشَاءُ ۚ نُصِيبُ بِرَحْمَتِنَا مَنْ نَشَاءُ ۖ وَلَا نُضِيعُ أَجْرَ الْمُحْسِنِينَ

    აი, ამგვარად დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა მას ეცხოვრა იქ, სადაც უნდოდა. მოვუვლენთ ჩვენს წყალობას, ვინებებთ ვისაც და არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელთ!

    12:56
  5. وَلَأَجْرُ الْآخِرَةِ خَيْرٌ لِلَّذِينَ آمَنُوا وَكَانُوا يَتَّقُونَ

    და უთუოდ იმქვეყნიური საზღაური ბევრად უკეთესია, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი გახდნენ.

    12:57
  6. وَجَاءَ إِخْوَةُ يُوسُفَ فَدَخَلُوا عَلَيْهِ فَعَرَفَهُمْ وَهُمْ لَهُ مُنْكِرُونَ

    და იუსუფის ძმები მოვიდნენ და წარსდგნენ მის წინაშე. მაშინვე იცნო ისინი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

    12:58
  7. وَلَمَّا جَهَّزَهُمْ بِجَهَازِهِمْ قَالَ ائْتُونِي بِأَخٍ لَكُمْ مِنْ أَبِيكُمْ ۚ أَلَا تَرَوْنَ أَنِّي أُوفِي الْكَيْلَ وَأَنَا خَيْرُ الْمُنْزِلِينَ

    და როცა გაამზადებინა მათთვის მარცვლეულის მარაგი, უთხრა: „მომიყვანეთ მამით თქვენი ძმა. განა ვერ ხედავთ, უეჭველად, მე მთლიან საწყაოს ვიძლევი და რომ მე საუკეთესო მასპინძელი ვარ?

    12:59
  8. فَإِنْ لَمْ تَأْتُونِي بِهِ فَلَا كَيْلَ لَكُمْ عِنْدِي وَلَا تَقْرَبُونِ

    ხოლო თუ არ მოიყვანთ მას ჩემთან, მაშინ ჩემგან მარცვლეულის მარაგს ვერ მიიღებთ და ჩემს ახლომახლოს აღარ გაიაროთ!“

    12:60
  9. قَالُوا سَنُرَاوِدُ عَنْهُ أَبَاهُ وَإِنَّا لَفَاعِلُونَ

    თქვეს: „შევეცდებით იგი გამოვთხოვოთ თავის მამას და, უეჭველად, ასე მოვიქცევით.“

    12:61
  10. وَقَالَ لِفِتْيَانِهِ اجْعَلُوا بِضَاعَتَهُمْ فِي رِحَالِهِمْ لَعَلَّهُمْ يَعْرِفُونَهَا إِذَا انْقَلَبُوا إِلَىٰ أَهْلِهِمْ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ

    და უთხრა თავის მსახურებს: „მათი ფული მათსავე ნივთებში ჩადეთ, ეგება, როცა თავიანთ ოჯახთან დაბრუნდებიან, ნახონ და უკან მობრუნდნენ!“

    12:62
  11. فَلَمَّا رَجَعُوا إِلَىٰ أَبِيهِمْ قَالُوا يَا أَبَانَا مُنِعَ مِنَّا الْكَيْلُ فَأَرْسِلْ مَعَنَا أَخَانَا نَكْتَلْ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ

    ხოლო, როცა დაბრუნდნენ თავიანთ მამასთან, უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! ჩვენ აგვეკრძალა მარცვლეულის მარაგი. გამოგზავნე ჩვენს ერთად ჩვენი ძმა, რათა მარცვლეულის მარაგი მივიღოთ. და, უეჭველად, დავიცავთ მას ჩვენ.“

    12:63

თარგმანი: რეზო მიქელაძე