მუსხაფი, გვერდი 237
-
فَلَمَّا ذَهَبُوا بِهِ وَأَجْمَعُوا أَنْ يَجْعَلُوهُ فِي غَيَابَتِ الْجُبِّ ۚ وَأَوْحَيْنَا إِلَيْهِ لَتُنَبِّئَنَّهُمْ بِأَمْرِهِمْ هَٰذَا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ
როცა წაიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ ჩაეგდოთ იგი ჭის ფსკერში, მაშინ ჩვენ ზეშთავაგონეთ მას, რომ უთუოდ შენ აცნობებ მათ რაც ჩაიდინეს, როცა ეს აღარ ემახსოვრებათ.
12:15 -
وَجَاءُوا أَبَاهُمْ عِشَاءً يَبْكُونَ
და გვიან ღამით ტირილით მივიდნენ მამასთან.
12:16 -
قَالُوا يَا أَبَانَا إِنَّا ذَهَبْنَا نَسْتَبِقُ وَتَرَكْنَا يُوسُفَ عِنْدَ مَتَاعِنَا فَأَكَلَهُ الذِّئْبُ ۖ وَمَا أَنْتَ بِمُؤْمِنٍ لَنَا وَلَوْ كُنَّا صَادِقِينَ
უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, იუსუფი კი ჩვენს საგზალთან დავტოვეთ, მაშინ მგელმა შეჭამა იგი. შენ მაინც არ დაგვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთ.“
12:17 -
وَجَاءُوا عَلَىٰ قَمِيصِهِ بِدَمٍ كَذِبٍ ۚ قَالَ بَلْ سَوَّلَتْ لَكُمْ أَنْفُسُكُمْ أَمْرًا ۖ فَصَبْرٌ جَمِيلٌ ۖ وَاللَّهُ الْمُسْتَعَانُ عَلَىٰ مَا تَصِفُونَ
და მიუტანეს მისი პერანგი ცრუ სისხლით. უთხრა: „არა! თქვენ თქვენმა სულმა შეგაცდინათ ამ საქმეში. მაგრამ მე ძლიერი მოთმინება მმართებს. მხოლოდ ალლაჰია მფარველი იმისგან, რასაც თქვენ აღმიწერთ.“
12:18 -
وَجَاءَتْ سَيَّارَةٌ فَأَرْسَلُوا وَارِدَهُمْ فَأَدْلَىٰ دَلْوَهُ ۖ قَالَ يَا بُشْرَىٰ هَٰذَا غُلَامٌ ۚ وَأَسَرُّوهُ بِضَاعَةً ۚ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِمَا يَعْمَلُونَ
და მოვიდა ქარავანი. გაგზავნეს თავიანთი მეთულუხენი. როცა თულუხი ჩაუშვა, გაოცებულმა წამოიძახა: „ჰეი, სამახარობლო, ეს ყმაწვილია!“ და დამალეს იგი გასაყიდ საქონლად. ხოლო ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან.
12:19 -
وَشَرَوْهُ بِثَمَنٍ بَخْسٍ دَرَاهِمَ مَعْدُودَةٍ وَكَانُوا فِيهِ مِنَ الزَّاهِدِينَ
და ის გაყიდეს მცირე ფასად. სულ რაღაც რამდენიმე დირჰემად, ისედაც არაფრად უღირდათ იგი.
12:20 -
وَقَالَ الَّذِي اشْتَرَاهُ مِنْ مِصْرَ لِامْرَأَتِهِ أَكْرِمِي مَثْوَاهُ عَسَىٰ أَنْ يَنْفَعَنَا أَوْ نَتَّخِذَهُ وَلَدًا ۚ وَكَذَٰلِكَ مَكَّنَّا لِيُوسُفَ فِي الْأَرْضِ وَلِنُعَلِّمَهُ مِنْ تَأْوِيلِ الْأَحَادِيثِ ۚ وَاللَّهُ غَالِبٌ عَلَىٰ أَمْرِهِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
და ეგვიპტელმა, რომელმაც იყიდა იგი, უთხრა თავის მეუღლეს: „კეთილად მოეპყარი მას! ეგებ რამეში გამოგვადგეს ან შვილად ავიყვანთო.“ აი, ასე დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა გვესწავლებინა მისთვის სიზმრების ახსნა. და ალლაჰი ძლევამოსილია თავის საქმეში, თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას.
12:21 -
وَلَمَّا بَلَغَ أَشُدَّهُ آتَيْنَاهُ حُكْمًا وَعِلْمًا ۚ وَكَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُحْسِنِينَ
და როცა ზრდასრული შეიქნა იგი, ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა. აი, ასე ვუზღავთ კეთილისმქმნელთ!
12:22
თარგმანი: რეზო მიქელაძე