მუსხაფი, გვერდი 238

  1. وَرَاوَدَتْهُ الَّتِي هُوَ فِي بَيْتِهَا عَنْ نَفْسِهِ وَغَلَّقَتِ الْأَبْوَابَ وَقَالَتْ هَيْتَ لَكَ ۚ قَالَ مَعَاذَ اللَّهِ ۖ إِنَّهُ رَبِّي أَحْسَنَ مَثْوَايَ ۖ إِنَّهُ لَا يُفْلِحُ الظَّالِمُونَ

    ქალმა ისურვა მისგან, რომლის სახლშიც ცხოვრობდა იგი, ვნების აღსრულება. მან ჩარაზა კარები და უთხრა: „მოდი ჩემთან!“ უთხრა: „ალლაჰმა დამიფაროს! უეჭველად, იგი ჩემი ბატონია. მან კარგად მომეპყრო. უეჭველად, ცოდვილნი ვერ გადარჩებიან!“

    12:23
  2. وَلَقَدْ هَمَّتْ بِهِ ۖ وَهَمَّ بِهَا لَوْلَا أَنْ رَأَىٰ بُرْهَانَ رَبِّهِ ۚ كَذَٰلِكَ لِنَصْرِفَ عَنْهُ السُّوءَ وَالْفَحْشَاءَ ۚ إِنَّهُ مِنْ عِبَادِنَا الْمُخْلَصِينَ

    და ვფიცავ, რომ ქალმა ისურვა მასთან თანაცხოვრება, და რომ არ დაენახა თავისი ღმერთის აშკარა ნიშანი, ისიც ისურვებდა მასთან თანაცხოვრებას. აი, ასე ავაცილეთ მას სიავე და გარყვნილება. უეჭველად, იგი ჩვენი გულწრფელი მსახურთაგანი იყო.

    12:24
  3. وَاسْتَبَقَا الْبَابَ وَقَدَّتْ قَمِيصَهُ مِنْ دُبُرٍ وَأَلْفَيَا سَيِّدَهَا لَدَى الْبَابِ ۚ قَالَتْ مَا جَزَاءُ مَنْ أَرَادَ بِأَهْلِكَ سُوءًا إِلَّا أَنْ يُسْجَنَ أَوْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    გაიქცნენ ორივე კარისკენ. და ჩამოახია ქალმა მას პერანგი უკნიდან. და კართან გადააწყდნენ ქალის პატრონს. ქალმა უთხრა: რა სასჯელს იმსახურებს ის, ვინც შენი ოჯახისთვის სიავე მოინდომა, თუ არა დილეგში ჩაგდებას, ან მწარე სასჯელსო.

    12:25
  4. قَالَ هِيَ رَاوَدَتْنِي عَنْ نَفْسِي ۚ وَشَهِدَ شَاهِدٌ مِنْ أَهْلِهَا إِنْ كَانَ قَمِيصُهُ قُدَّ مِنْ قُبُلٍ فَصَدَقَتْ وَهُوَ مِنَ الْكَاذِبِينَ

    უთხრა: „თვითონ ისურვა ჩემთან თანაცხოვრება!“ ქალის ოჯახიდან ერთ-ერთმა ასეთი გამოსავალი შესთავაზა: „თუ მისი პერანგი წინიდანაა ჩამოხეული, იგი მართალს ამბობს და იგი ცრუთაგანია.

    12:26
  5. وَإِنْ كَانَ قَمِيصُهُ قُدَّ مِنْ دُبُرٍ فَكَذَبَتْ وَهُوَ مِنَ الصَّادِقِينَ

    და თუ მისი პერანგი უკნიდანაა ჩამოხეული, იგი ცრუობს, და იგი მართალთაგანია.“

    12:27
  6. فَلَمَّا رَأَىٰ قَمِيصَهُ قُدَّ مِنْ دُبُرٍ قَالَ إِنَّهُ مِنْ كَيْدِكُنَّ ۖ إِنَّ كَيْدَكُنَّ عَظِيمٌ

    ხოლო როცა დაინახა მისი პერანგი უკნიდან იყო ჩამოხეული, უთხრა: უეჭველად, ეს თქვენი ხრიკებია. თქვენი მზაკვრობა, უეჭველად, დიდია.

    12:28
  7. يُوسُفُ أَعْرِضْ عَنْ هَٰذَا ۚ وَاسْتَغْفِرِي لِذَنْبِكِ ۖ إِنَّكِ كُنْتِ مِنَ الْخَاطِئِينَ

    ჰეი, იუსუფ! არავის მოუყვე ეს! შენ კი პატიება ითხოვე, უეჭველად, შენ ცოდვილთაგანი ხარ!“

    12:29
  8. وَقَالَ نِسْوَةٌ فِي الْمَدِينَةِ امْرَأَتُ الْعَزِيزِ تُرَاوِدُ فَتَاهَا عَنْ نَفْسِهِ ۖ قَدْ شَغَفَهَا حُبًّا ۖ إِنَّا لَنَرَاهَا فِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    და ქალაქში ქალები ალაპარაკდნენ: „ღეზიზის ცოლმა თავის მსახურთან თანაცხოვრება მოიწადინაო, მისთვის გული დაუწვავს სიყვარულსო. უეჭველად, ჩვენ ვხედავთ მას, აშკარა გზააბნევაშია.“

    12:30

თარგმანი: რეზო მიქელაძე