მუსხაფი, გვერდი 236

  1. قَالَ يَا بُنَيَّ لَا تَقْصُصْ رُؤْيَاكَ عَلَىٰ إِخْوَتِكَ فَيَكِيدُوا لَكَ كَيْدًا ۖ إِنَّ الشَّيْطَانَ لِلْإِنْسَانِ عَدُوٌّ مُبِينٌ

    უთხრა: „შვილო ჩემო! არ მოუყვე ეს შენი სიზმარი შენს ძმებს, თორემ მახეს დაგიგებენ. უეჭველად, ეშმაკი ადამიანთა აშკარა მტერია.

    12:5
  2. وَكَذَٰلِكَ يَجْتَبِيكَ رَبُّكَ وَيُعَلِّمُكَ مِنْ تَأْوِيلِ الْأَحَادِيثِ وَيُتِمُّ نِعْمَتَهُ عَلَيْكَ وَعَلَىٰ آلِ يَعْقُوبَ كَمَا أَتَمَّهَا عَلَىٰ أَبَوَيْكَ مِنْ قَبْلُ إِبْرَاهِيمَ وَإِسْحَاقَ ۚ إِنَّ رَبَّكَ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    აი ასე რჩეულად გყოფს შენი ღმერთი და შენ გასწავლის სიზმრების ახსნას. მისი წყალობა აღსრულდება შენზე და იაღყუბის ოჯახზე, როგორც უწინ აღსრულდა იგი შენს წინაპრებზე: იბრაჰიმზე და ისჰაყზე. უეჭველად, შენი ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    12:6
  3. لَقَدْ كَانَ فِي يُوسُفَ وَإِخْوَتِهِ آيَاتٌ لِلسَّائِلِينَ

    ვფიცავ, იუსუფისა და მისი ძმების ამბავში სასწაულნია მათთვის, ვინც მას ეძიებს!

    12:7
  4. إِذْ قَالُوا لَيُوسُفُ وَأَخُوهُ أَحَبُّ إِلَىٰ أَبِينَا مِنَّا وَنَحْنُ عُصْبَةٌ إِنَّ أَبَانَا لَفِي ضَلَالٍ مُبِينٍ

    აკი, უთხრეს: „დიახაც, რომ იუსუფი და მისი ძმა უფრო საყვარელნი არიან ჩვენი მამისთვის, ვიდრე ჩვენ. და ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ. უეჭველად, მამაჩვენი ცხად გზააბნევაშია.

    12:8
  5. اقْتُلُوا يُوسُفَ أَوِ اطْرَحُوهُ أَرْضًا يَخْلُ لَكُمْ وَجْهُ أَبِيكُمْ وَتَكُونُوا مِنْ بَعْدِهِ قَوْمًا صَالِحِينَ

    მოჰკალით იუსუფი ან გაასახლეთ სადმე სხვა მიწაზე, რათა სახე მამათქვენის ისევ თქვენ მოგეპყრათ. და იქმენით ამის შემდგომ მშვიდობისმთესველი ხალხი“.

    12:9
  6. قَالَ قَائِلٌ مِنْهُمْ لَا تَقْتُلُوا يُوسُفَ وَأَلْقُوهُ فِي غَيَابَتِ الْجُبِّ يَلْتَقِطْهُ بَعْضُ السَّيَّارَةِ إِنْ كُنْتُمْ فَاعِلِينَ

    მაშინ მათგან ერთ-ერთმა თქვა: „არ მოკლათ იუსუფი. თუკი ხართ რაიმეს გამკეთებლები, ჩააგდეთ იგი ჭის ფსკერში, რომ რომელიმე ქარავანმა გადააწყდეს და აიყვანოს.“

    12:10
  7. قَالُوا يَا أَبَانَا مَا لَكَ لَا تَأْمَنَّا عَلَىٰ يُوسُفَ وَإِنَّا لَهُ لَنَاصِحُونَ

    უთხრეს: „მამაჩვენო! რატომ არ გვანდობ იუსუფს? უეჭველად, ჩვენ მისთვის კეთილმოსურნენი ვართ.

    12:11
  8. أَرْسِلْهُ مَعَنَا غَدًا يَرْتَعْ وَيَلْعَبْ وَإِنَّا لَهُ لَحَافِظُونَ

    გამოგზავნე იგი ჩვენს ერთად ხვალ. დაე, დატკბეს და მოილხინოს, უეჭველად, ჩვენ დავიცავთ მას!

    12:12
  9. قَالَ إِنِّي لَيَحْزُنُنِي أَنْ تَذْهَبُوا بِهِ وَأَخَافُ أَنْ يَأْكُلَهُ الذِّئْبُ وَأَنْتُمْ عَنْهُ غَافِلُونَ

    უთხრა: უეჭველად, თქვენს ერთად მისი წამოსვლა აღმაშფოთებს მე. რამეთუ მეშინია, რომ უყურადღებოდ დარჩებით მისადმი და მას მგელი შეჭამს.

    12:13
  10. قَالُوا لَئِنْ أَكَلَهُ الذِّئْبُ وَنَحْنُ عُصْبَةٌ إِنَّا إِذًا لَخَاسِرُونَ

    უთხრეს: „თუკი მოხდა ისე, რომ შეჭამა იგი მგელმა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ვართ ჩვენ, მაშინ ჩვენ უეჭველად, წარწყმედილნი ვიქნებით.

    12:14

თარგმანი: რეზო მიქელაძე