მუსხაფი, გვერდი 235
-
وَلَوْ شَاءَ رَبُّكَ لَجَعَلَ النَّاسَ أُمَّةً وَاحِدَةً ۖ وَلَا يَزَالُونَ مُخْتَلِفِينَ
და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად დაადგენდა ხალხს. თუმცა ისინი უთანხმოებას აგრძელებენ,
11:118 -
إِلَّا مَنْ رَحِمَ رَبُّكَ ۚ وَلِذَٰلِكَ خَلَقَهُمْ ۗ وَتَمَّتْ كَلِمَةُ رَبِّكَ لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنَ الْجِنَّةِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ
გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: „უთუოდ ავავსებ ჯოჯოხეთს სრულიად ჯინებით და ადამიანებით!“
11:119 -
وَكُلًّا نَقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنْبَاءِ الرُّسُلِ مَا نُثَبِّتُ بِهِ فُؤَادَكَ ۚ وَجَاءَكَ فِي هَٰذِهِ الْحَقُّ وَمَوْعِظَةٌ وَذِكْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ
და რასაც ჩვენ გიყვებით, ყველა შუამავალთა ამბავთაგანია, რათა გული გაგიმტკიცოთ ამით. და შენ მოგევლინა ამით ჭეშმარიტება, შეგონება და შეხსენება მორწმუნეთათვის.
11:120 -
وَقُلْ لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ اعْمَلُوا عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنَّا عَامِلُونَ
და უთხარი, რომელთაც არ ირწმუნეს: „იმოქმედეთ თქვენ შეძლებისამებრ! უეჭველად, ჩვენც ვიღწვით...
11:121 -
وَانْتَظِرُوا إِنَّا مُنْتَظِرُونَ
და დაელოდეთ! უეჭველად, ჩვენც ველოდებით“...
11:122 -
وَلِلَّهِ غَيْبُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَإِلَيْهِ يُرْجَعُ الْأَمْرُ كُلُّهُ فَاعْبُدْهُ وَتَوَكَّلْ عَلَيْهِ ۚ وَمَا رَبُّكَ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ
და ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის იდუმალება და მასთან მიბრუნდება საქმენი. ამიტომ თაყვანი ეცით და მიენდეთ მას, და ღმერთი შენი როდია უგულისყურო იმისადმი, რასაც სჩადიხართ თქვენ!
11:123 -
الر ۚ تِلْكَ آيَاتُ الْكِتَابِ الْمُبِينِ
ელიფ. ლამ. რა. აი ეს ცხადი წიგნის აიათებია.
12:1 -
إِنَّا أَنْزَلْنَاهُ قُرْآنًا عَرَبِيًّا لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულად, ეგების მოგეხმოთ გონებისთვის!
12:2 -
نَحْنُ نَقُصُّ عَلَيْكَ أَحْسَنَ الْقَصَصِ بِمَا أَوْحَيْنَا إِلَيْكَ هَٰذَا الْقُرْآنَ وَإِنْ كُنْتَ مِنْ قَبْلِهِ لَمِنَ الْغَافِلِينَ
ჩვენ გიყვებით შენ საუკეთესო ამბებს, რაც ამ ყურანით შთაგაგონეთ, თუმცაღა აქამდე, დიახაც, რომ უმეცართა შორის იყავი.
12:3 -
إِذْ قَالَ يُوسُفُ لِأَبِيهِ يَا أَبَتِ إِنِّي رَأَيْتُ أَحَدَ عَشَرَ كَوْكَبًا وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ رَأَيْتُهُمْ لِي سَاجِدِينَ
აკი, უთხრა იუსუფმა თავის მამას: ჰეი, მამიკო! უეჭველად, მე დავინახე თერთმეტი ვარსკვლავი, მზე და მთვარე. დავინახე ისინი ჩემთვის ასრულებდნენ სეჯდეს.
12:4
თარგმანი: რეზო მიქელაძე