სურა 11 ჰუდი

  1. وَمَا ظَلَمْنَاهُمْ وَلَٰكِنْ ظَلَمُوا أَنْفُسَهُمْ ۖ فَمَا أَغْنَتْ عَنْهُمْ آلِهَتُهُمُ الَّتِي يَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ شَيْءٍ لَمَّا جَاءَ أَمْرُ رَبِّكَ ۖ وَمَا زَادُوهُمْ غَيْرَ تَتْبِيبٍ

    და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უასამრთლოდ, არამედ მათ საკუთარ სულებს მოექცნენ უსამართლოდ. როცა მოვიდა ბრძანება შენი ღმერთისგან, არაფერში გამოადგათ მათ თავიანთი ღვთაებები, რომელთაც მოუხმობდნენ ალლაჰის მაგივრად. და არაფერი შეჰმატა მათ, გარდა ზიანისა.

    11:101
  2. وَكَذَٰلِكَ أَخْذُ رَبِّكَ إِذَا أَخَذَ الْقُرَىٰ وَهِيَ ظَالِمَةٌ ۚ إِنَّ أَخْذَهُ أَلِيمٌ شَدِيدٌ

    აი, ასეთია შენი ღმერთისგან შეპყრობა, როცა იგი იპყრობს სოფლებს და ისინი უსამართლონი არიან. უეჭველად, მისგან შეპყრობა მწარეა, მრისხანეა!

    11:102
  3. إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِمَنْ خَافَ عَذَابَ الْآخِرَةِ ۚ ذَٰلِكَ يَوْمٌ مَجْمُوعٌ لَهُ النَّاسُ وَذَٰلِكَ يَوْمٌ مَشْهُودٌ

    უეჭველად, ამაში გაკვეთილია მათთვის, ვისაც ეშინია საიქიო ტანჯვისა. აი, ესაა ადამიანების შემკრები დღე. აი, ესაა მოწმეობის დღე!

    11:103
  4. وَمَا نُؤَخِّرُهُ إِلَّا لِأَجَلٍ مَعْدُودٍ

    და არ გადავავადებთ მას, გარდა განსაზღვრული ვადისა.

    11:104
  5. يَوْمَ يَأْتِ لَا تَكَلَّمُ نَفْسٌ إِلَّا بِإِذْنِهِ ۚ فَمِنْهُمْ شَقِيٌّ وَسَعِيدٌ

    როცა ეს დღე დადგება, ვერც ერთი ადამიანი ვერ დაილაპარაკებს მისი ნების გარეშე. მათ შორის იქნებიან უბედურნიც და ბედნიერნიც.

    11:105
  6. فَأَمَّا الَّذِينَ شَقُوا فَفِي النَّارِ لَهُمْ فِيهَا زَفِيرٌ وَشَهِيقٌ

    მაგრამ რომელნიც უბედურნი არიან, ცეცხლში მოხვდებიან, სადაც ოხვრა და კვნესა აღმოხდებათ.

    11:106
  7. خَالِدِينَ فِيهَا مَا دَامَتِ السَّمَاوَاتُ وَالْأَرْضُ إِلَّا مَا شَاءَ رَبُّكَ ۚ إِنَّ رَبَّكَ فَعَّالٌ لِمَا يُرِيدُ

    იქ დარჩებიან სამუდამოდ, სანამ იარსებებენ ცანი და მიწა, თუკი შენი ღმერთი არ ინებებს რამე სხვას. უეჭველად, შენი ღმერთი იქმს იმას, რასაც ინებებს!

    11:107
  8. وَأَمَّا الَّذِينَ سُعِدُوا فَفِي الْجَنَّةِ خَالِدِينَ فِيهَا مَا دَامَتِ السَّمَاوَاتُ وَالْأَرْضُ إِلَّا مَا شَاءَ رَبُّكَ ۖ عَطَاءً غَيْرَ مَجْذُوذٍ

    ხოლო რომელნიც ბედნიერნი არიან, დამკვიდრდებიან სამოთხეში, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ, სანამ იარსებებენ ცანი და მიწა, თუკი შენი ღმერთი არ ინებებს რამე სხვას. ეს უშრეტი, ულევი სიკეთენია!

    11:108
  9. فَلَا تَكُ فِي مِرْيَةٍ مِمَّا يَعْبُدُ هَٰؤُلَاءِ ۚ مَا يَعْبُدُونَ إِلَّا كَمَا يَعْبُدُ آبَاؤُهُمْ مِنْ قَبْلُ ۚ وَإِنَّا لَمُوَفُّوهُمْ نَصِيبَهُمْ غَيْرَ مَنْقُوصٍ

    მაშ, ნუ იქნები ეჭვში იმათ მიმართ, რასაც ეთაყვანებიან ეგენი. ეგენი მხოლოდ თაყვანს სცემენ, როგორც თავიანთი მამები სცემდნენ წინათ თაყვანს. უეჭველად, ჩვენ მათ მივაგებთ თავიანთ ხვედრს უკლებლივ!

    11:109
  10. وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ فَاخْتُلِفَ فِيهِ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةٌ سَبَقَتْ مِنْ رَبِّكَ لَقُضِيَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَفِي شَكٍّ مِنْهُ مُرِيبٍ

    და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი, მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში. და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა, უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული, და უეჭველად, ეგენი მის მიმართ ორჭოფობენ.

    11:110
  11. وَإِنَّ كُلًّا لَمَّا لَيُوَفِّيَنَّهُمْ رَبُّكَ أَعْمَالَهُمْ ۚ إِنَّهُ بِمَا يَعْمَلُونَ خَبِيرٌ

    უეჭველად, შენი ღმერთი სრულად მიაგებს თითოეულ მათგანს მათი საქმეებისთვის. უეჭველად, მან იცის, რასაც სჩადიან ისინი.

    11:111
  12. فَاسْتَقِمْ كَمَا أُمِرْتَ وَمَنْ تَابَ مَعَكَ وَلَا تَطْغَوْا ۚ إِنَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    მაშ, მტკიცედ იდექი, როგორც გებრძანა, და ვინც მოიქცა შენთან ერთად. და არ გადახვიდეთ ზღვარს. უეჭველად, იგი ხედავს, რასაც სჩადიხართ!

    11:112
  13. وَلَا تَرْكَنُوا إِلَى الَّذِينَ ظَلَمُوا فَتَمَسَّكُمُ النَّارُ وَمَا لَكُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ مِنْ أَوْلِيَاءَ ثُمَّ لَا تُنْصَرُونَ

    და არ გადაიხაროთ იმათკენ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, რომ არ შეგეხოთ ცეცხლი. და არა გყავთ თქვენ მეგობარი, ალლაჰის გარდა, მერე არავინ შეგეწევათ!

    11:113
  14. وَأَقِمِ الصَّلَاةَ طَرَفَيِ النَّهَارِ وَزُلَفًا مِنَ اللَّيْلِ ۚ إِنَّ الْحَسَنَاتِ يُذْهِبْنَ السَّيِّئَاتِ ۚ ذَٰلِكَ ذِكْرَىٰ لِلذَّاكِرِينَ

    და დადექი ლოცვად დღის ორივე კიდეში და ღამის გარკვეულ საათებში. უეჭველად, კეთილი საქმენი განდევნიან ბოროტებანს. ეს არის შეგონება გონიერთათვის.

    11:114
  15. وَاصْبِرْ فَإِنَّ اللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ الْمُحْسِنِينَ

    მოითმინე, უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილის მქნელებს!

    11:115
  16. فَلَوْلَا كَانَ مِنَ الْقُرُونِ مِنْ قَبْلِكُمْ أُولُو بَقِيَّةٍ يَنْهَوْنَ عَنِ الْفَسَادِ فِي الْأَرْضِ إِلَّا قَلِيلًا مِمَّنْ أَنْجَيْنَا مِنْهُمْ ۗ وَاتَّبَعَ الَّذِينَ ظَلَمُوا مَا أُتْرِفُوا فِيهِ وَكَانُوا مُجْرِمِينَ

    მაგრამ რაოდენ ცუდია, რომ თქვენ წინა თაობებში, რომელნიც ჩვენ გადავარჩინეთ, არ იყვნენ ბრძენი კაცნი, მცირედის გამოკლებით, რომ წინ აღდგომოდნენ უკეთურობის თესვას დედამიწაზე. და მიჰყვნენ ისინი მათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, ჩაიძირნენ ამქვეყნიურ სიტკბოებაში და შეიქმნენ ცოდვილებად.

    11:116
  17. وَمَا كَانَ رَبُّكَ لِيُهْلِكَ الْقُرَىٰ بِظُلْمٍ وَأَهْلُهَا مُصْلِحُونَ

    და ღმერთი შენი როდია, რომ გაანადგუროს უსამართლოდ სოფელნი, რომლის მკვიდრნი მშვიდობის მთესველნი არიან?!

    11:117
  18. وَلَوْ شَاءَ رَبُّكَ لَجَعَلَ النَّاسَ أُمَّةً وَاحِدَةً ۖ وَلَا يَزَالُونَ مُخْتَلِفِينَ

    და რომ ენება ალლაჰს, ერთ თემად დაადგენდა ხალხს. თუმცა ისინი უთანხმოებას აგრძელებენ,

    11:118
  19. إِلَّا مَنْ رَحِمَ رَبُّكَ ۚ وَلِذَٰلِكَ خَلَقَهُمْ ۗ وَتَمَّتْ كَلِمَةُ رَبِّكَ لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنَ الْجِنَّةِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ

    გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: „უთუოდ ავავსებ ჯოჯოხეთს სრულიად ჯინებით და ადამიანებით!“

    11:119
  20. وَكُلًّا نَقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنْبَاءِ الرُّسُلِ مَا نُثَبِّتُ بِهِ فُؤَادَكَ ۚ وَجَاءَكَ فِي هَٰذِهِ الْحَقُّ وَمَوْعِظَةٌ وَذِكْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ

    და რასაც ჩვენ გიყვებით, ყველა შუამავალთა ამბავთაგანია, რათა გული გაგიმტკიცოთ ამით. და შენ მოგევლინა ამით ჭეშმარიტება, შეგონება და შეხსენება მორწმუნეთათვის.

    11:120

თარგმანი: რეზო მიქელაძე