მუსხაფი, გვერდი 221

  1. وَإِنْ يَمْسَسْكَ اللَّهُ بِضُرٍّ فَلَا كَاشِفَ لَهُ إِلَّا هُوَ ۖ وَإِنْ يُرِدْكَ بِخَيْرٍ فَلَا رَادَّ لِفَضْلِهِ ۚ يُصِيبُ بِهِ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۚ وَهُوَ الْغَفُورُ الرَّحِيمُ

    და თუ ალლაჰი ზიანს მოგივლენს შენ, უკვე აღარ იქნება მისგან მხსნელი, გარდა მისი. და თუ მოისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ შეაყოვნებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას, ინებებს ვისაც, თავის მსახურთაგან. და იგი შემნდობია, მწყალობელია!

    10:107
  2. قُلْ يَا أَيُّهَا النَّاسُ قَدْ جَاءَكُمُ الْحَقُّ مِنْ رَبِّكُمْ ۖ فَمَنِ اهْتَدَىٰ فَإِنَّمَا يَهْتَدِي لِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ ضَلَّ فَإِنَّمَا يَضِلُّ عَلَيْهَا ۖ وَمَا أَنَا عَلَيْكُمْ بِوَكِيلٍ

    უთხარი: ჰეი, ხალხო! თქვენ მოგევლინათ ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგან. ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგება, უეჭველად, თავის სულს დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე. და ვინც ცდუნებას დაადგება, მხოლოდ ცდუნებაშია თავისსავე საზიანოდ. და მე არა ვარ თქვენდა გუშაგი!.

    10:108
  3. وَاتَّبِعْ مَا يُوحَىٰ إِلَيْكَ وَاصْبِرْ حَتَّىٰ يَحْكُمَ اللَّهُ ۚ وَهُوَ خَيْرُ الْحَاكِمِينَ

    და მიჰყევი იმას, რაც შთაგეგონა შენ, და მოითმინე, ვიდრე ალლაჰი განსჯიდეს, და იგი საუკეთესო მსაჯულია მსაჯულთა შორის!

    10:109
  4. الر ۚ كِتَابٌ أُحْكِمَتْ آيَاتُهُ ثُمَّ فُصِّلَتْ مِنْ لَدُنْ حَكِيمٍ خَبِيرٍ

    ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები განმტკიცდა, მერე კი განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ.

    11:1
  5. أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا اللَّهَ ۚ إِنَّنِي لَكُمْ مِنْهُ نَذِيرٌ وَبَشِيرٌ

    რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა. უეჭველად, მე ვარ თქვენთვის მის მიერ (მოვლენილი) შემგონებელი და მახარობელი.

    11:2
  6. وَأَنِ اسْتَغْفِرُوا رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوا إِلَيْهِ يُمَتِّعْكُمْ مَتَاعًا حَسَنًا إِلَىٰ أَجَلٍ مُسَمًّى وَيُؤْتِ كُلَّ ذِي فَضْلٍ فَضْلَهُ ۖ وَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ كَبِيرٍ

    და რომ მიტევება შესთხოვოთ თქვენს ღმერთს და შემდეგ მოინანიოთ მის წინაშე, რათა მან მოგმადლოთ კეთილი საზრდო დადგენილ ვადამდე და წყალობა მიანიჭოს ყველა კეთილშობილს. და თუ პირს იბრუნებთ, მაშინ, უეჭველად, მეშინია, რომ თქვენ არ გეწიოთ უდიდესი დღის სასჯელი!

    11:3
  7. إِلَى اللَّهِ مَرْجِعُكُمْ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    ალლაჰთანაა თქვენი მისაქციელი, და მას ყველაფერზე ძალა შესწევს.

    11:4
  8. أَلَا إِنَّهُمْ يَثْنُونَ صُدُورَهُمْ لِيَسْتَخْفُوا مِنْهُ ۚ أَلَا حِينَ يَسْتَغْشُونَ ثِيَابَهُمْ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ ۚ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ

    არა! ერთი შეხედე, უეჭველად,ისინი თავიანთ გულებს იგრაგნიან, რათა დამალონ მისგან. არა! ერთი შეხედეთ, მაშინაც კი, როცა იფარებენ თავიანთ სამოსელს, იგი უწყის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ. უეჭველად, მცოდნეა იგი გულთა ნადებისა!

    11:5

თარგმანი: რეზო მიქელაძე