მუსხაფი, გვერდი 222

  1. وَمَا مِنْ دَابَّةٍ فِي الْأَرْضِ إِلَّا عَلَى اللَّهِ رِزْقُهَا وَيَعْلَمُ مُسْتَقَرَّهَا وَمُسْتَوْدَعَهَا ۚ كُلٌّ فِي كِتَابٍ مُبِينٍ

    და არ მოიძებნება დედამიწაზე სულიერი, ალლაჰს რომ არ მიეცა მისთვის სარჩო. ალლაჰი უწყის მათ ადგილსამყოფელს და განსასვენებელს. ყოველივე ეს ცხად წიგნშია.

    11:6
  2. وَهُوَ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ فِي سِتَّةِ أَيَّامٍ وَكَانَ عَرْشُهُ عَلَى الْمَاءِ لِيَبْلُوَكُمْ أَيُّكُمْ أَحْسَنُ عَمَلًا ۗ وَلَئِنْ قُلْتَ إِنَّكُمْ مَبْعُوثُونَ مِنْ بَعْدِ الْمَوْتِ لَيَقُولَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُبِينٌ

    და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, რამეთუ მასზე წინ მისი ტახტრევანი წყალსა ზედა ემართა. ეს იმისთვის, რომ გამოეცადეთ თქვენ, ვინ უფრო უკეთ მოიქცეოდა. და თუ შენ ეტყვი: „უეჭველად, თქვენ აღდგენილი იქნებით სიკვდილის შემდეგ“, უთუოდ იტყვიან, რომელთაც უარყვეს: ეს მხოლოდ აშკარა ჯადოქრობაა.

    11:7
  3. وَلَئِنْ أَخَّرْنَا عَنْهُمُ الْعَذَابَ إِلَىٰ أُمَّةٍ مَعْدُودَةٍ لَيَقُولُنَّ مَا يَحْبِسُهُ ۗ أَلَا يَوْمَ يَأْتِيهِمْ لَيْسَ مَصْرُوفًا عَنْهُمْ وَحَاقَ بِهِمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ

    და ვფიცავ, თუ ჩვენ მათგან სასჯელს შევაყოვნებთ განსაზღვრულ დრომდე, უეჭველად, იტყვიან: „მას რაღა აკავებსო?“ იცოდეთ, ერთ დღესაც, როცა ის მიეწევათ მათ, ვეღარავინ უკუაქცევს მას და გარს შემოერტყმება იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ!

    11:8
  4. وَلَئِنْ أَذَقْنَا الْإِنْسَانَ مِنَّا رَحْمَةً ثُمَّ نَزَعْنَاهَا مِنْهُ إِنَّهُ لَيَئُوسٌ كَفُورٌ

    და თუ ნამდვილად ჩვენ ვაგემებთ კაცს წყალობას, მერე კი ავაცლით, უეჭველად, იგი სასოწარკვეთას მიეცემა და უმადურობას მოუმატებს.

    11:9
  5. وَلَئِنْ أَذَقْنَاهُ نَعْمَاءَ بَعْدَ ضَرَّاءَ مَسَّتْهُ لَيَقُولَنَّ ذَهَبَ السَّيِّئَاتُ عَنِّي ۚ إِنَّهُ لَفَرِحٌ فَخُورٌ

    ხოლო თუ წყალობას მას შემდგომ ვაგემებთ, რაც უბედურება იწვნია, უეჭველად, იტყვის: „წავიდა ჩემგან უბედურებანი.“ უეჭველად, იგი თავგასული და მედიდურია,

    11:10
  6. إِلَّا الَّذِينَ صَبَرُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ أُولَٰئِكَ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَأَجْرٌ كَبِيرٌ

    გარდა, რომელთაც მოითმინეს და თესეს სიკეთენი. სწორედ, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი.

    11:11
  7. فَلَعَلَّكَ تَارِكٌ بَعْضَ مَا يُوحَىٰ إِلَيْكَ وَضَائِقٌ بِهِ صَدْرُكَ أَنْ يَقُولُوا لَوْلَا أُنْزِلَ عَلَيْهِ كَنْزٌ أَوْ جَاءَ مَعَهُ مَلَكٌ ۚ إِنَّمَا أَنْتَ نَذِيرٌ ۚ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ وَكِيلٌ

    იმის გამო, რომ ამბობენ: რა იქნებოდა გარდგმოვლენოდა განძი ან მოსულიყო მის ერთად ანგელოზიო, შენ შეიძლება გული შეგიწუხდეს და ხელი აიღო ზეშთაგონების იმ ნაწილზე, რაც გარდმოვლენილი იქნა შენზე. მაგრამ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ. და ალლაჰია ყოველივეს მეთვალყურე!

    11:12

თარგმანი: რეზო მიქელაძე