მუსხაფი, გვერდი 197

  1. يَحْلِفُونَ بِاللَّهِ لَكُمْ لِيُرْضُوكُمْ وَاللَّهُ وَرَسُولُهُ أَحَقُّ أَنْ يُرْضُوهُ إِنْ كَانُوا مُؤْمِنِينَ

    გეფიცებიან თქვენ ალლაჰზე, რათა თქვენ გასიამოვნონ, თუმცაღა ეგენი რომ იყვნენ მორწმუნენი, ჭეშმარიტება ალლაჰისა და მისი შუამავლის მორჩილება იქნებოდა.

    9:62
  2. أَلَمْ يَعْلَمُوا أَنَّهُ مَنْ يُحَادِدِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَأَنَّ لَهُ نَارَ جَهَنَّمَ خَالِدًا فِيهَا ۚ ذَٰلِكَ الْخِزْيُ الْعَظِيمُ

    განა არ იციან, რომ ის, ვინც წინ აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც დამკვიდრდება სამუდამოდ? აი, ესაა უდიდესი დამცირება!

    9:63
  3. يَحْذَرُ الْمُنَافِقُونَ أَنْ تُنَزَّلَ عَلَيْهِمْ سُورَةٌ تُنَبِّئُهُمْ بِمَا فِي قُلُوبِهِمْ ۚ قُلِ اسْتَهْزِئُوا إِنَّ اللَّهَ مُخْرِجٌ مَا تَحْذَرُونَ

    თვალთმაქცნი შიშობენ, რომ გარდმოევლინება სურა მათ წინააღმდეგ, რომელიც გამოააშკარავებს, რაც გულებში უზით მათ. უთხარი: გაერთეთ! უეჭველად, ალლაჰი გამოააშკარავებს იმას, რისიც გეშინოდათ!

    9:64
  4. وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ لَيَقُولُنَّ إِنَّمَا كُنَّا نَخُوضُ وَنَلْعَبُ ۚ قُلْ أَبِاللَّهِ وَآيَاتِهِ وَرَسُولِهِ كُنْتُمْ تَسْتَهْزِئُونَ

    და თუ მათ შეეკითხები, უეჭველად, იტყვიან: მხოლოდ ვყბედობდით და ვერთობოდით. უთხარი: ნუთუ თქვენ დასცინოდით ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს?

    9:65
  5. لَا تَعْتَذِرُوا قَدْ كَفَرْتُمْ بَعْدَ إِيمَانِكُمْ ۚ إِنْ نَعْفُ عَنْ طَائِفَةٍ مِنْكُمْ نُعَذِّبْ طَائِفَةً بِأَنَّهُمْ كَانُوا مُجْرِمِينَ

    ნუ ბოდიშობთ. თქვენ უკვე უარყავით რწმენის მიღების შემდეგ. თუ მივუტევებთ თქვენს შორის ერთ ნაწილს, დავსჯით მეორე ნაწილს, რადგანც ცოდვილნი იყვნენ ეგენი.

    9:66
  6. الْمُنَافِقُونَ وَالْمُنَافِقَاتُ بَعْضُهُمْ مِنْ بَعْضٍ ۚ يَأْمُرُونَ بِالْمُنْكَرِ وَيَنْهَوْنَ عَنِ الْمَعْرُوفِ وَيَقْبِضُونَ أَيْدِيَهُمْ ۚ نَسُوا اللَّهَ فَنَسِيَهُمْ ۗ إِنَّ الْمُنَافِقِينَ هُمُ الْفَاسِقُونَ

    თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები ერთმანეთს ჰგვანან: უბრძანებენ ერთმანეთს უკეთურობას და უკრძალავენ სიკეთეს, და ხელმომჭირნეობენ. მათ დაივიწყეს ალლაჰი. მაშ, დაივიწყა მანაც ეგენი. უეჭველად, თვალთმაქცნი არიან გზასამცდარი!

    9:67
  7. وَعَدَ اللَّهُ الْمُنَافِقِينَ وَالْمُنَافِقَاتِ وَالْكُفَّارَ نَارَ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۚ هِيَ حَسْبُهُمْ ۚ وَلَعَنَهُمُ اللَّهُ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ مُقِيمٌ

    აღუთქვა ალლაჰმა თვალთმაქც კაცებს და თვალთმაქც ქალებს და ურწმუნოებს ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. იგი ეყოფათ მათ. და ალლაჰმა დაწყევლა ეგენი, და მათთვისაა გამზადებული მუდმივი სასჯელი!

    9:68

თარგმანი: რეზო მიქელაძე