მუსხაფი, გვერდი 195

  1. لَقَدِ ابْتَغَوُا الْفِتْنَةَ مِنْ قَبْلُ وَقَلَّبُوا لَكَ الْأُمُورَ حَتَّىٰ جَاءَ الْحَقُّ وَظَهَرَ أَمْرُ اللَّهِ وَهُمْ كَارِهُونَ

    ვფიცავ! მათ ადრეც მოიწადინეს ამბოხი და შენც აგირდაგირიეს საქმენი, ვიდრე მოევლინებოდა ჭეშმარიტება. მიუხედავდ იმისა, რომ არ მოსწონდათ ეს, ალლაჰის რჯული მაინც გაცხადდა.

    9:48
  2. وَمِنْهُمْ مَنْ يَقُولُ ائْذَنْ لِي وَلَا تَفْتِنِّي ۚ أَلَا فِي الْفِتْنَةِ سَقَطُوا ۗ وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمُحِيطَةٌ بِالْكَافِرِينَ

    და მათგან, ვინც ამბობს: ნება მომეცი, განსაცდელში არ ჩამაგდო. ნუთუ არ არიან ისინი უკვე განსაცდელში ამოსვრილნი. და უეჭველად, ჯოჯოხეთი გარშემოერტყმება ურწმუნოებს!

    9:49
  3. إِنْ تُصِبْكَ حَسَنَةٌ تَسُؤْهُمْ ۖ وَإِنْ تُصِبْكَ مُصِيبَةٌ يَقُولُوا قَدْ أَخَذْنَا أَمْرَنَا مِنْ قَبْلُ وَيَتَوَلَّوْا وَهُمْ فَرِحُونَ

    თუ რაიმე სიკეთე გეწევა შენ, სწყინთ მათ. და თუ რაიმე უბედურება გეწევა, ამბობენ: დიახაც, თავიდანვე მივიღეთ ზომები, და გახარებული გატრიალდებიან ეგენი.

    9:50
  4. قُلْ لَنْ يُصِيبَنَا إِلَّا مَا كَتَبَ اللَّهُ لَنَا هُوَ مَوْلَانَا ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ

    უთხარი: არაფერი გვეწევა, გარდა, რაც ჩვენზე დაწერა ალლაჰმა. იგია ჩვენი მფარველი. დაე, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნენი!

    9:51
  5. قُلْ هَلْ تَرَبَّصُونَ بِنَا إِلَّا إِحْدَى الْحُسْنَيَيْنِ ۖ وَنَحْنُ نَتَرَبَّصُ بِكُمْ أَنْ يُصِيبَكُمُ اللَّهُ بِعَذَابٍ مِنْ عِنْدِهِ أَوْ بِأَيْدِينَا ۖ فَتَرَبَّصُوا إِنَّا مَعَكُمْ مُتَرَبِّصُونَ

    უთხარი: ნუთუ სხვა რამეს ელოდებით ჩვენთვის, გარდა ორ სიკეთეთაგან ერთისა, და ჩვენ ველოდებით, რომ ალლაჰი გაწევთ რისხვას მისგან ან ჩვენი ხელებიდან. მაშ, დაელოდეთ! უეჭველად, ჩვენც თქვენს ერთად დაველოდებით.

    9:52
  6. قُلْ أَنْفِقُوا طَوْعًا أَوْ كَرْهًا لَنْ يُتَقَبَّلَ مِنْكُمْ ۖ إِنَّكُمْ كُنْتُمْ قَوْمًا فَاسِقِينَ

    უთხარი: სულ ერთია, ნებით გაიღებთ ქონებას თუ იძულებით, თქვენგან არავითარ შემთხვევაში არ მიიღება. უეჭველად, გზააბნეული ხალხი ხართ თქვენ!

    9:53
  7. وَمَا مَنَعَهُمْ أَنْ تُقْبَلَ مِنْهُمْ نَفَقَاتُهُمْ إِلَّا أَنَّهُمْ كَفَرُوا بِاللَّهِ وَبِرَسُولِهِ وَلَا يَأْتُونَ الصَّلَاةَ إِلَّا وَهُمْ كُسَالَىٰ وَلَا يُنْفِقُونَ إِلَّا وَهُمْ كَارِهُونَ

    და არაფერს შეუშლია მათთვის ხელი, რომ არ იქნა მიღებული თავიანთი შემოწირულობანი, გარდა იმისა, რომ უარყოფდნენ ალლაჰსა და მის შუამავალს, არ დადიოდნენ ლოცვაზე დაუზარებლად და იძულების გარეშე არ გაიღებდნენ.

    9:54

თარგმანი: რეზო მიქელაძე