მუსხაფი, გვერდი 194
-
انْفِرُوا خِفَافًا وَثِقَالًا وَجَاهِدُوا بِأَمْوَالِكُمْ وَأَنْفُسِكُمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۚ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ تَعْلَمُونَ
წადით, როგორც ქვეითი და როგორც ამხედრებული, და იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე თქვენი ქონებითა და თქვენი სულით. ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!
9:41 -
لَوْ كَانَ عَرَضًا قَرِيبًا وَسَفَرًا قَاصِدًا لَاتَّبَعُوكَ وَلَٰكِنْ بَعُدَتْ عَلَيْهِمُ الشُّقَّةُ ۚ وَسَيَحْلِفُونَ بِاللَّهِ لَوِ اسْتَطَعْنَا لَخَرَجْنَا مَعَكُمْ يُهْلِكُونَ أَنْفُسَهُمْ وَاللَّهُ يَعْلَمُ إِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ
რომ ყოფილიყო ამქვეყნიური სიტკბოება ახლოს და მგზავრობა იოლი, უეჭველად, გამოგყვებოდნენ შენ. მაგრამ მათ ძალაგამომცლელი მგზავრობა ეშორავათ და ალლაჰზე ფიცი დაიწყეს: რომ შეგვძლებოდა, აუცილებლად გამოგყვებოდით თქვენ! თავიანთ სულს იღუპავენ, ხოლო ალლაჰმა უწყის, რომ ეგენი დიახაც ცრუნი არიან.
9:42 -
عَفَا اللَّهُ عَنْكَ لِمَ أَذِنْتَ لَهُمْ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكَ الَّذِينَ صَدَقُوا وَتَعْلَمَ الْكَاذِبِينَ
ალლაჰმა შეგინდო შენ! რატომ დართე ნება, ვიდრე შენთვის ცხადი არ გახდა და არ შეიცანი, ვინ თქვა სიმართლე და ვინ იყო მატყუარა?
9:43 -
لَا يَسْتَأْذِنُكَ الَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ أَنْ يُجَاهِدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالْمُتَّقِينَ
რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და რომ იბრძოლონ თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით, შენგან ნებას არ მოითხოვენ. რამეთუ ალლაჰი უწყის ღვთისმოშიშებს!
9:44 -
إِنَّمَا يَسْتَأْذِنُكَ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَارْتَابَتْ قُلُوبُهُمْ فَهُمْ فِي رَيْبِهِمْ يَتَرَدَّدُونَ
შენგან ნებართვას მხოლოდ ისინი მოითხოვენ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და აიტაცა მათი გულები ეჭვმა, და ამ ეჭვშივე ორჭოფობენ.
9:45 -
وَلَوْ أَرَادُوا الْخُرُوجَ لَأَعَدُّوا لَهُ عُدَّةً وَلَٰكِنْ كَرِهَ اللَّهُ انْبِعَاثَهُمْ فَثَبَّطَهُمْ وَقِيلَ اقْعُدُوا مَعَ الْقَاعِدِينَ
და რომ წასვლა სდომებოდათ, ნამდვილად მოემზადებოდნენ საამისოდ. მაგრამ მათი ქცევა, საზიზღრად სცნო ალლაჰმა. ამრიგად, ჩამოაცილა ისინი და ებრძანათ მათ: დაჯექით მჯდომიარებთან ერთად!
9:46 -
لَوْ خَرَجُوا فِيكُمْ مَا زَادُوكُمْ إِلَّا خَبَالًا وَلَأَوْضَعُوا خِلَالَكُمْ يَبْغُونَكُمُ الْفِتْنَةَ وَفِيكُمْ سَمَّاعُونَ لَهُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالظَّالِمِينَ
რომ წამოსულიყვნენ ისინი თქვენთან ერთად, არაფერს შეგმატებდნენ უწესრიგობის გარდა. თქვენ შორის ირბენდნენ და უკეთურობას დასთესდნენ. და თქვენ შორის არიან მომსმენნი მათი. და ალლაჰმა უწყის უსამართლოები.
9:47
თარგმანი: რეზო მიქელაძე