მუსხაფი, გვერდი 186

  1. يَا أَيُّهَا النَّبِيُّ قُلْ لِمَنْ فِي أَيْدِيكُمْ مِنَ الْأَسْرَىٰ إِنْ يَعْلَمِ اللَّهُ فِي قُلُوبِكُمْ خَيْرًا يُؤْتِكُمْ خَيْرًا مِمَّا أُخِذَ مِنْكُمْ وَيَغْفِرْ لَكُمْ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ

    ჰეი, შუამავალო! უთხარი ტყვეებს, ვინც თქვენ ხელთ გყავთ: თუ შეატყობს ალლაჰი თქვენს გულებში სიკეთეს, იმაზე უკეთესს გიბოძებთ, რაც წაგერთვათ, და მოგიტევებს თქვენ. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

    8:70
  2. وَإِنْ يُرِيدُوا خِيَانَتَكَ فَقَدْ خَانُوا اللَّهَ مِنْ قَبْلُ فَأَمْكَنَ مِنْهُمْ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ

    და თუ მოინდომებენ ისინი შენს ღალატს, ასევე უღალატეს მათ ალლაჰს მანამდეც, მაშ, შესაძლებლობა მოგცა მათ წინაშე. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!

    8:71
  3. إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَهَاجَرُوا وَجَاهَدُوا بِأَمْوَالِهِمْ وَأَنْفُسِهِمْ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَالَّذِينَ آوَوْا وَنَصَرُوا أُولَٰئِكَ بَعْضُهُمْ أَوْلِيَاءُ بَعْضٍ ۚ وَالَّذِينَ آمَنُوا وَلَمْ يُهَاجِرُوا مَا لَكُمْ مِنْ وَلَايَتِهِمْ مِنْ شَيْءٍ حَتَّىٰ يُهَاجِرُوا ۚ وَإِنِ اسْتَنْصَرُوكُمْ فِي الدِّينِ فَعَلَيْكُمُ النَّصْرُ إِلَّا عَلَىٰ قَوْمٍ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُمْ مِيثَاقٌ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ

    უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით; და რომელთაც შეიფარეს და დაეხმარნენ მათ, ესენი არიან მეგობრები ერთმანეთისა. და რომელთაც ირწმუნეს და არ გადასახლებულან, მოვალენი არ ხართ დაიცვათ, ვიდრე არ გადასახლდებიან. ხოლო, თუ სარწმუნოების გამო დახმარება გთხოვონ, ვალდებული ხართ დაეხმაროთ, გარდა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისთანაც შეთანხმება გაქვთ დადებული. რამეთუ ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიხართ თქვენ!

    8:72
  4. وَالَّذِينَ كَفَرُوا بَعْضُهُمْ أَوْلِيَاءُ بَعْضٍ ۚ إِلَّا تَفْعَلُوهُ تَكُنْ فِتْنَةٌ فِي الْأَرْضِ وَفَسَادٌ كَبِيرٌ

    რომელთაც არ ირწმუნეს, ერთმანეთის მეგობრები არიან. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, დედამიწაზე დიდი არეულობა და უწესობა იქნება.

    8:73
  5. وَالَّذِينَ آمَنُوا وَهَاجَرُوا وَجَاهَدُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ وَالَّذِينَ آوَوْا وَنَصَرُوا أُولَٰئِكَ هُمُ الْمُؤْمِنُونَ حَقًّا ۚ لَهُمْ مَغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ

    და რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, და რომელთაც შეიფარეს და დაეხმარნენ მათ, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა მიტევება და სარჩო გულუხვი!

    8:74
  6. وَالَّذِينَ آمَنُوا مِنْ بَعْدُ وَهَاجَرُوا وَجَاهَدُوا مَعَكُمْ فَأُولَٰئِكَ مِنْكُمْ ۚ وَأُولُو الْأَرْحَامِ بَعْضُهُمْ أَوْلَىٰ بِبَعْضٍ فِي كِتَابِ اللَّهِ ۗ إِنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    და რომელთაც ირწმუნეს ამის შემდგომ და გადასახლდნენ და იბრძოლეს თქვენთან ერთად, თქვენგანნი არიან ეგენი. ნათესავნი უფრო ახლონნი არიან ერთმანეთისა ალლჰის წიგნში. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!

    8:75

თარგმანი: რეზო მიქელაძე