მუსხაფი, გვერდი 185
-
وَإِنْ يُرِيدُوا أَنْ يَخْدَعُوكَ فَإِنَّ حَسْبَكَ اللَّهُ ۚ هُوَ الَّذِي أَيَّدَكَ بِنَصْرِهِ وَبِالْمُؤْمِنِينَ
და თუ მოინდომეს, რომ მოგატყუონ შენ, უეჭველად, ალლაჰი კმარა შენთვის. იგია, რომელმაც გაგაძლიერა შენ თავისივე შემწეობით და მორწმუნენიც.
8:62 -
وَأَلَّفَ بَيْنَ قُلُوبِهِمْ ۚ لَوْ أَنْفَقْتَ مَا فِي الْأَرْضِ جَمِيعًا مَا أَلَّفْتَ بَيْنَ قُلُوبِهِمْ وَلَٰكِنَّ اللَّهَ أَلَّفَ بَيْنَهُمْ ۚ إِنَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ
და შეაკავშირა მათი გულები. შენ რომ გაგეღო, რაც რამ მიწაზეა, ყველაფერი, მაინც ვერ შეაკავშირებდი მათ გულებს, მაგრამ ალლაჰმა შეაკავშირა ისინი. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
8:63 -
يَا أَيُّهَا النَّبِيُّ حَسْبُكَ اللَّهُ وَمَنِ اتَّبَعَكَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ
ჰეი, შუამავალო! ალლაჰი კმარა შენთვის და იმ მორწმუნეთათვის, ვინც გამოგყვა შენ!
8:64 -
يَا أَيُّهَا النَّبِيُّ حَرِّضِ الْمُؤْمِنِينَ عَلَى الْقِتَالِ ۚ إِنْ يَكُنْ مِنْكُمْ عِشْرُونَ صَابِرُونَ يَغْلِبُوا مِائَتَيْنِ ۚ وَإِنْ يَكُنْ مِنْكُمْ مِائَةٌ يَغْلِبُوا أَلْفًا مِنَ الَّذِينَ كَفَرُوا بِأَنَّهُمْ قَوْمٌ لَا يَفْقَهُونَ
ჰეი, შუამავალო! შეაგულიანე მორწმუნენი ბრძოლისათვის. ოცი მომთმენი თუ იქნა თქვენგან, ორასსა ძლევს, და ასი თუ იქნა თქვენგან, ძლევს ათასს, რომელთაც უარყვეს; რადგანაც ისინი უგუნური ხალხი არიან.
8:65 -
الْآنَ خَفَّفَ اللَّهُ عَنْكُمْ وَعَلِمَ أَنَّ فِيكُمْ ضَعْفًا ۚ فَإِنْ يَكُنْ مِنْكُمْ مِائَةٌ صَابِرَةٌ يَغْلِبُوا مِائَتَيْنِ ۚ وَإِنْ يَكُنْ مِنْكُمْ أَلْفٌ يَغْلِبُوا أَلْفَيْنِ بِإِذْنِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ مَعَ الصَّابِرِينَ
ახლა შვება მოგცათ ალლაჰმა. უწყის, რომ სუსტი ხართ თქვენ. და თუ ასი მომთმენი იქნა თქვენგან, ორასსა ძლევს, და თუ ათასი იქნა თქვენგან ძლევს ორიათასს, ალლაჰის ნებით, და ალლაჰი მომთმენლებთანაა!
8:66 -
مَا كَانَ لِنَبِيٍّ أَنْ يَكُونَ لَهُ أَسْرَىٰ حَتَّىٰ يُثْخِنَ فِي الْأَرْضِ ۚ تُرِيدُونَ عَرَضَ الدُّنْيَا وَاللَّهُ يُرِيدُ الْآخِرَةَ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ
და არ შეშვენის შუამავალს ტყვეთა აყვანა, სანამ ქვეყანაზე გამარჯვებას არ მოიპოვებს. თქვენ ამქვეყნიური სიკეთეები გსურთ, და ალლაჰს ნებავს იმქვეყნიური. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
8:67 -
لَوْلَا كِتَابٌ مِنَ اللَّهِ سَبَقَ لَمَسَّكُمْ فِيمَا أَخَذْتُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ
და რომ არ ყოფილიყო ალლაჰისგან დაწერილი, გეწეოდათ თქვენ საშინელი ტანჯვა, რაც აიღეთ, იმისთვის!
8:68 -
فَكُلُوا مِمَّا غَنِمْتُمْ حَلَالًا طَيِّبًا ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
მაშ, ალალად და კეთილად მირთვით რაც კი რამ ნადავლად ხელთ ჩაგივარდათ, და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
8:69
თარგმანი: რეზო მიქელაძე