მუსხაფი, გვერდი 187

  1. بَرَاءَةٌ مِنَ اللَّهِ وَرَسُولِهِ إِلَى الَّذِينَ عَاهَدْتُمْ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    ეს ბოლო გაფრთხილებაა ალლაჰისგან და მისი შუამავლისგან იმ წარმართთათვის, რომლებთანაც შეთანხმება გქონდათ დადებული.

    9:1
  2. فَسِيحُوا فِي الْأَرْضِ أَرْبَعَةَ أَشْهُرٍ وَاعْلَمُوا أَنَّكُمْ غَيْرُ مُعْجِزِي اللَّهِ ۙ وَأَنَّ اللَّهَ مُخْزِي الْكَافِرِينَ

    მაშ, იმოგზაურეთ დადამიწაზე ოთხი თვე, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ალლაჰს ვერ გამოაცლით ძალას და უეჭველად, ალლაჰი გაანადგურებს ურწმუნოებს!

    9:2
  3. وَأَذَانٌ مِنَ اللَّهِ وَرَسُولِهِ إِلَى النَّاسِ يَوْمَ الْحَجِّ الْأَكْبَرِ أَنَّ اللَّهَ بَرِيءٌ مِنَ الْمُشْرِكِينَ ۙ وَرَسُولُهُ ۚ فَإِنْ تُبْتُمْ فَهُوَ خَيْرٌ لَكُمْ ۖ وَإِنْ تَوَلَّيْتُمْ فَاعْلَمُوا أَنَّكُمْ غَيْرُ مُعْجِزِي اللَّهِ ۗ وَبَشِّرِ الَّذِينَ كَفَرُوا بِعَذَابٍ أَلِيمٍ

    და აი, უწყება ალლაჰისა და მისი შუამავალის ყველა ადამიანებისადმი დიდი ჰაჯობის დღეს: უეჭველად, ალლაჰი და მისი შუამავალი წარმართებიდან შორს არიან. და თუ თქვენ მოინანიებთ, თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ პირს იბრუნებთ, მაშ, იცოდეთ, რომ თქვენ ალლაჰს ვერ გამოაცლით ძალას. ხოლო აცნობე იმათ, რომელთაც უარყვეს მწარე სასჯელი.

    9:3
  4. إِلَّا الَّذِينَ عَاهَدْتُمْ مِنَ الْمُشْرِكِينَ ثُمَّ لَمْ يَنْقُصُوكُمْ شَيْئًا وَلَمْ يُظَاهِرُوا عَلَيْكُمْ أَحَدًا فَأَتِمُّوا إِلَيْهِمْ عَهْدَهُمْ إِلَىٰ مُدَّتِهِمْ ۚ إِنَّ اللَّهَ يُحِبُّ الْمُتَّقِينَ

    გარდა იმ წარმართნისა, რომლებთანაც შეთანხმება გაქვთ და რომელთაც მას მერე არც ერთხელ არ დაურღვევიათ იგი და არავის დახმარებიან თქვენს წინააღმდეგ ეგენი. მაშ, დაიცავით შეთანხმება დათქმულ ვადამდე. უეჭველად, ალლაჰს უყვარს ისინი, ვინც მოკრძალებულნი არიან!

    9:4
  5. فَإِذَا انْسَلَخَ الْأَشْهُرُ الْحُرُمُ فَاقْتُلُوا الْمُشْرِكِينَ حَيْثُ وَجَدْتُمُوهُمْ وَخُذُوهُمْ وَاحْصُرُوهُمْ وَاقْعُدُوا لَهُمْ كُلَّ مَرْصَدٍ ۚ فَإِنْ تَابُوا وَأَقَامُوا الصَّلَاةَ وَآتَوُا الزَّكَاةَ فَخَلُّوا سَبِيلَهُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    ხოლო როცა გაივლის ნაკრძალი თვეები, დახოცეთ წარმართები. სადაც წააწყდებით, აიყვანეთ ეგენი, ალყაში მოაქციეთ და ჩაუსაფრდით ყველა საფარში. მაგრამ თუ მოტრიალდნენ, და აღავლინეს ლოცვა და ზექათი გაიღეს, მაშ, გზა გაუხსენით მათ. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    9:5
  6. وَإِنْ أَحَدٌ مِنَ الْمُشْرِكِينَ اسْتَجَارَكَ فَأَجِرْهُ حَتَّىٰ يَسْمَعَ كَلَامَ اللَّهِ ثُمَّ أَبْلِغْهُ مَأْمَنَهُ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَوْمٌ لَا يَعْلَمُونَ

    და თუ რომელიმე წარმართი თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა. მერე კი უსაფრთხო ადგილას მიიყვანე. ეს იმიტომ, რომ ისინი უცოდინარი ხალხია.

    9:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე