მუსხაფი, გვერდი 184

  1. ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ لَمْ يَكُ مُغَيِّرًا نِعْمَةً أَنْعَمَهَا عَلَىٰ قَوْمٍ حَتَّىٰ يُغَيِّرُوا مَا بِأَنْفُسِهِمْ ۙ وَأَنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    ეს იმიტომ, რომ ალლაჰი მანამ არ შეცვლის წყალობას, რომელიც ხალხს უწყალობა, სანამ ისინი არ გადააცდენენ საკუთარ თავს. და უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

    8:53
  2. كَدَأْبِ آلِ فِرْعَوْنَ ۙ وَالَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَذَّبُوا بِآيَاتِ رَبِّهِمْ فَأَهْلَكْنَاهُمْ بِذُنُوبِهِمْ وَأَغْرَقْنَا آلَ فِرْعَوْنَ ۚ وَكُلٌّ كَانُوا ظَالِمِينَ

    ფარაონის ხალხის ამბისა არ იყოს და რომელნიც მათ უწინ იყვნენ: უარყვეს მაგათ თავიანთი ღმერთის აიათები, და ამგვარად ჩვენ გავანადგურეთ ისინი მათი ცოდვების გამო, დავახრჩეთ ფარაონის ხალხი. და ყველანი უსამართლონი იყვნენ ისინი.

    8:54
  3. إِنَّ شَرَّ الدَّوَابِّ عِنْدَ اللَّهِ الَّذِينَ كَفَرُوا فَهُمْ لَا يُؤْمِنُونَ

    უეჭველად, ალლაჰის წინაშე ყველაზე უარესი, სულიერთა შორის, არიან ისინი, რომელთაც უარყვეს. ასე,რომ არ ირწმუნებენ ეგენი.

    8:55
  4. الَّذِينَ عَاهَدْتَ مِنْهُمْ ثُمَّ يَنْقُضُونَ عَهْدَهُمْ فِي كُلِّ مَرَّةٍ وَهُمْ لَا يَتَّقُونَ

    რომელთაგანაც პირობა მიიღე, მერე ყოველთვის არღვევენ თავიანთ პირობას და არ ეშინიათ მაგათ.

    8:56
  5. فَإِمَّا تَثْقَفَنَّهُمْ فِي الْحَرْبِ فَشَرِّدْ بِهِمْ مَنْ خَلْفَهُمْ لَعَلَّهُمْ يَذَّكَّرُونَ

    მაგრამ თუკი შეიპყრობ ომში, მაშინ დასაჯე ისინი თავიანთ შემდგომთა სამაგალითოდ, ეგების შეიგონონ მაგათმა!

    8:57
  6. وَإِمَّا تَخَافَنَّ مِنْ قَوْمٍ خِيَانَةً فَانْبِذْ إِلَيْهِمْ عَلَىٰ سَوَاءٍ ۚ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْخَائِنِينَ

    და თუ ნამდვილად შიშობ იმ ხალხისგან ღალატს, მაშინ დაარღვიე მათდამი აღთქმა სამართლიანად. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატენი!

    8:58
  7. وَلَا يَحْسَبَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا سَبَقُوا ۚ إِنَّهُمْ لَا يُعْجِزُونَ

    და არ იფიქრო, რომელთაც უარყვეს, დაუსხლტებიან მას. უეჭველად, ისინი გაქცევას ვერ შეძლებენ!

    8:59
  8. وَأَعِدُّوا لَهُمْ مَا اسْتَطَعْتُمْ مِنْ قُوَّةٍ وَمِنْ رِبَاطِ الْخَيْلِ تُرْهِبُونَ بِهِ عَدُوَّ اللَّهِ وَعَدُوَّكُمْ وَآخَرِينَ مِنْ دُونِهِمْ لَا تَعْلَمُونَهُمُ اللَّهُ يَعْلَمُهُمْ ۚ وَمَا تُنْفِقُوا مِنْ شَيْءٍ فِي سَبِيلِ اللَّهِ يُوَفَّ إِلَيْكُمْ وَأَنْتُمْ لَا تُظْلَمُونَ

    და განამზადეთ მათთვის, რაც შეგეძლებათ, ძალა და საბრძოლო ცხენები, დააშინეთ ამით ალლაჰის მტრები, თქვენი მტრები და სხვები მათ გარდა, რომელნიც არ იცით თქვენ, ხოლო ალლაჰმა იცის. და რასაც გაიღებთ ალლაჰის გზაზე, სრულად მოგეგებათ თქვენ უკან და თქვენ არ დაიჩაგრებით!

    8:60
  9. وَإِنْ جَنَحُوا لِلسَّلْمِ فَاجْنَحْ لَهَا وَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ ۚ إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ

    და თუ მშვიდობისკენ გადაიხრებიან, მაშ, მისკენ გადაიხარე შენც და მიენდე ალლაჰს. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

    8:61

თარგმანი: რეზო მიქელაძე