მუსხაფი, გვერდი 183

  1. وَأَطِيعُوا اللَّهَ وَرَسُولَهُ وَلَا تَنَازَعُوا فَتَفْشَلُوا وَتَذْهَبَ رِيحُكُمْ ۖ وَاصْبِرُوا ۚ إِنَّ اللَّهَ مَعَ الصَّابِرِينَ

    და ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი!

    8:46
  2. وَلَا تَكُونُوا كَالَّذِينَ خَرَجُوا مِنْ دِيَارِهِمْ بَطَرًا وَرِئَاءَ النَّاسِ وَيَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۚ وَاللَّهُ بِمَا يَعْمَلُونَ مُحِيطٌ

    და ნუ იქნებით მსგავსი მათი, რომელნიც თავიანთი სახლებიდან ქადილითა და ხალხის დასანახად გამოვიდნენ, და ეღობებიან ალლაჰის გზაზე. ხოლო ალლაჰი გარემოიცავს, რასაც სჩადიან.

    8:47
  3. وَإِذْ زَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ وَقَالَ لَا غَالِبَ لَكُمُ الْيَوْمَ مِنَ النَّاسِ وَإِنِّي جَارٌ لَكُمْ ۖ فَلَمَّا تَرَاءَتِ الْفِئَتَانِ نَكَصَ عَلَىٰ عَقِبَيْهِ وَقَالَ إِنِّي بَرِيءٌ مِنْكُمْ إِنِّي أَرَىٰ مَا لَا تَرَوْنَ إِنِّي أَخَافُ اللَّهَ ۚ وَاللَّهُ شَدِيدُ الْعِقَابِ

    და აკი, ეშმაკმა მოუკაზმა მათ საქმენი მათი და უთხრა: არ იქნება კაცთაგან თქვენი მძლეველი ამ დღეს. და უეჭველად, მე მოკავშირე ვარ თქვენი. ხოლო ერთმანეთს როცა შეერკინა ორი რაზმი, შეტრიალდა და გაიქცა იგი, და თქვა: უეჭველად, მე შორსა ვარ თქვენგან. უეჭველად, მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ. ნამდვილად, მე მეშინია ალლაჰის, რამეთუ ალლაჰის სასჯელი მკაცრია!

    8:48
  4. إِذْ يَقُولُ الْمُنَافِقُونَ وَالَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ غَرَّ هَٰؤُلَاءِ دِينُهُمْ ۗ وَمَنْ يَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ فَإِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ

    აკი, ამბობდნენ ორპირნი და რომელთაც სენი უზით გულებში: „შეაცდინა ეგენი თავიანთმა რწმენამ“. ხოლო ვინც სასოებს ალლაჰს, უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

    8:49
  5. وَلَوْ تَرَىٰ إِذْ يَتَوَفَّى الَّذِينَ كَفَرُوا ۙ الْمَلَائِكَةُ يَضْرِبُونَ وُجُوهَهُمْ وَأَدْبَارَهُمْ وَذُوقُوا عَذَابَ الْحَرِيقِ

    და ნეტავ მაშინ განახა, როცა მიიბარებენ ანგელოზები მათ, რომელთაც უარყვეს. მათ სცემენ სახეში და ზურგში და აგემებენ მწველ სასჯელს!

    8:50
  6. ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيكُمْ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِلْعَبِيدِ

    ეს იმისთვის, რაც წაიმძღვარეს თქვენმა ხელებმა. და უეჭველად, ალლაჰი არ არის უსამართლო მსახურთა მიმართ!

    8:51
  7. كَدَأْبِ آلِ فِرْعَوْنَ ۙ وَالَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَفَرُوا بِآيَاتِ اللَّهِ فَأَخَذَهُمُ اللَّهُ بِذُنُوبِهِمْ ۗ إِنَّ اللَّهَ قَوِيٌّ شَدِيدُ الْعِقَابِ

    ფარაონის ხალხის ამბისა არ იყოს და რომელნიც მათ უწინ იყვნენ: უარყვეს მათაც ალლაჰის აიათები, და დასაჯა ალლაჰმა ეგენი მათი ცოდვებისათვის, უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია და მკაცრ სასჯელიანია!

    8:52

თარგმანი: რეზო მიქელაძე