მუსხაფი, გვერდი 178
-
إِذْ تَسْتَغِيثُونَ رَبَّكُمْ فَاسْتَجَابَ لَكُمْ أَنِّي مُمِدُّكُمْ بِأَلْفٍ مِنَ الْمَلَائِكَةِ مُرْدِفِينَ
აკი, სთხოვდით შეწევნას თქვენს ღმერთს და მაშინვე გიპასუხა თქვენ: უეჭველად, „შეგაწევთ მე ათას ანგელოზს, ერთმანეთის მიყოლებილთ“.
8:9 -
وَمَا جَعَلَهُ اللَّهُ إِلَّا بُشْرَىٰ وَلِتَطْمَئِنَّ بِهِ قُلُوبُكُمْ ۚ وَمَا النَّصْرُ إِلَّا مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۚ إِنَّ اللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ
და არ დაუდგენია იგი ალლაჰს თუ არა ხარებად, რომ იჯეროთ მისით გულები. და არ იქნება შეწევნა, თუ არა ალლაჰისგან. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
8:10 -
إِذْ يُغَشِّيكُمُ النُّعَاسَ أَمَنَةً مِنْهُ وَيُنَزِّلُ عَلَيْكُمْ مِنَ السَّمَاءِ مَاءً لِيُطَهِّرَكُمْ بِهِ وَيُذْهِبَ عَنْكُمْ رِجْزَ الشَّيْطَانِ وَلِيَرْبِطَ عَلَىٰ قُلُوبِكُمْ وَيُثَبِّتَ بِهِ الْأَقْدَامَ
აკი, მან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ და მოგივლინათ ზეციდან წყალი, რომ თქვენ განეწმინდეთ მისით და მოგეცილებინათ ეშმაკისეული სიბილწე, რომ მიეჯაჭვა თქვენი გულები და გაგიმაგრა ამით ფეხნი თქვენი.
8:11 -
إِذْ يُوحِي رَبُّكَ إِلَى الْمَلَائِكَةِ أَنِّي مَعَكُمْ فَثَبِّتُوا الَّذِينَ آمَنُوا ۚ سَأُلْقِي فِي قُلُوبِ الَّذِينَ كَفَرُوا الرُّعْبَ فَاضْرِبُوا فَوْقَ الْأَعْنَاقِ وَاضْرِبُوا مِنْهُمْ كُلَّ بَنَانٍ
აკი, შთააგონა ღმერთმა შენმა ანგელოზებს: უეჭველად, მე თქვენთან ერთად ვარ! მაშ, შეეწიეთ მათ, რომელთაც ირწმუნეს! ჩავუგდებ მათ გულებში ძრწოლას, ურწმუნონი არიან რომელნიც, და დაჰკარით ზემოდან კისრებზე და ყველა თითებზე დაჰკარით მათ!
8:12 -
ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ شَاقُّوا اللَّهَ وَرَسُولَهُ ۚ وَمَنْ يُشَاقِقِ اللَّهَ وَرَسُولَهُ فَإِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ
ეს იმისთვის, რომ ეურჩნენ ალლაჰს და მის შუამავალს და ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, მაშინ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი სასტიკია!
8:13 -
ذَٰلِكُمْ فَذُوقُوهُ وَأَنَّ لِلْكَافِرِينَ عَذَابَ النَّارِ
მაშ, ეს იგემეთ თქვენ! და უეჭველად, ურწმუნოთათვისაა ცეცხლის სასჯელი!
8:14 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا لَقِيتُمُ الَّذِينَ كَفَرُوا زَحْفًا فَلَا تُوَلُّوهُمُ الْأَدْبَارَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მწყობრად მყოფ ურწმუნოებს შეხვდებით, ფრთხილად! არ აქციოთ ზურგნი მათ!
8:15 -
وَمَنْ يُوَلِّهِمْ يَوْمَئِذٍ دُبُرَهُ إِلَّا مُتَحَرِّفًا لِقِتَالٍ أَوْ مُتَحَيِّزًا إِلَىٰ فِئَةٍ فَقَدْ بَاءَ بِغَضَبٍ مِنَ اللَّهِ وَمَأْوَاهُ جَهَنَّمُ ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ
და ვინც იმ დღეს ზურგს შეაქცევს მათ, ალლაჰის რისხვა დაუბრუნდებათ, გარდა იმათი, ვინც ხელახლა შესაბრძოლებლად ან რაზმთან შესაერთებლად შეტრიალდება. და მისი სამყოფელი ჯოჯოხეთია. და რა საზიზღარი მისაქციელია!
8:16
თარგმანი: რეზო მიქელაძე