მუსხაფი, გვერდი 179

  1. فَلَمْ تَقْتُلُوهُمْ وَلَٰكِنَّ اللَّهَ قَتَلَهُمْ ۚ وَمَا رَمَيْتَ إِذْ رَمَيْتَ وَلَٰكِنَّ اللَّهَ رَمَىٰ ۚ وَلِيُبْلِيَ الْمُؤْمِنِينَ مِنْهُ بَلَاءً حَسَنًا ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    თქვენ არ დაგიხოცავთ ეგენი, არამედ ალლაჰმა დახოცა. და როცა ისროლე, შენ არ გისვრია, არამედ ალლაჰმა ისროლა, რათა მორწმუნენი გამოსცადოს მის მიერ კეთილი განსაცდელით. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!

    8:17
  2. ذَٰلِكُمْ وَأَنَّ اللَّهَ مُوهِنُ كَيْدِ الْكَافِرِينَ

    აი, ამგვარად აქარვებს ალლაჰი ურწმუნოთა მზაკვრობას.

    8:18
  3. إِنْ تَسْتَفْتِحُوا فَقَدْ جَاءَكُمُ الْفَتْحُ ۖ وَإِنْ تَنْتَهُوا فَهُوَ خَيْرٌ لَكُمْ ۖ وَإِنْ تَعُودُوا نَعُدْ وَلَنْ تُغْنِيَ عَنْكُمْ فِئَتُكُمْ شَيْئًا وَلَوْ كَثُرَتْ وَأَنَّ اللَّهَ مَعَ الْمُؤْمِنِينَ

    თუ თქვენ გსურთ გამარჯვება, უკვე იყო მოსული თქვენთან გამარჯვება. და თუ დაასრულებთ, უეჭველად, თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ დაუბრუნდებით, დავბრუნდებით და ვერ გარგებს თქვენ რაზმი თქვენი ვერაფერს, თუნდ მრავალრიცხოვანი იყოთ. და უეჭველად, ალლაჰი მორწმუნეებთანაა!

    8:19
  4. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا أَطِيعُوا اللَّهَ وَرَسُولَهُ وَلَا تَوَلَّوْا عَنْهُ وَأَنْتُمْ تَسْمَعُونَ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს და ნუ აქცევთ ზურგს მას, როცა გესმით თქვენ!

    8:20
  5. وَلَا تَكُونُوا كَالَّذِينَ قَالُوا سَمِعْنَا وَهُمْ لَا يَسْمَعُونَ

    და არ იყოთ, რომელთაც თქვეს: შევისმინეთ ჩვენ! მაგრამ არ ესმით მათ.

    8:21
  6. إِنَّ شَرَّ الدَّوَابِّ عِنْدَ اللَّهِ الصُّمُّ الْبُكْمُ الَّذِينَ لَا يَعْقِلُونَ

    უეჭველად, ალლაჰის წინაშე, სულიერთა შორის, ყველაზე უარესნი არიან ყრუნი და მუნჯნი, რომელნიც არ მოეგებიან გონს.

    8:22
  7. وَلَوْ عَلِمَ اللَّهُ فِيهِمْ خَيْرًا لَأَسْمَعَهُمْ ۖ وَلَوْ أَسْمَعَهُمْ لَتَوَلَّوْا وَهُمْ مُعْرِضُونَ

    და მცირედი სიკეთეც რომ ეცნო მათში ალლაჰს, უსათუოდ მოჰგვრიდა მათ სმენას. და რომც შეესმინა, ეგენი მაინც პირს იბრუნებდნენ, და უარმყოფელნი არიან ეგენი!

    8:23
  8. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اسْتَجِيبُوا لِلَّهِ وَلِلرَّسُولِ إِذَا دَعَاكُمْ لِمَا يُحْيِيكُمْ ۖ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَحُولُ بَيْنَ الْمَرْءِ وَقَلْبِهِ وَأَنَّهُ إِلَيْهِ تُحْشَرُونَ

    ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შეისმინეთ ალლაჰისა და მისი შუამავლისა, როცა მოგიწოდებენ იმისკენ, რაც სიცოცხლეს განიჭებთ. და იცოდეთ, რომ ალლაჰი აღწევს ადამიანსა და მის გულს შორის და უეჭველად, მასთან იქნებით შეკრებილნი!

    8:24
  9. وَاتَّقُوا فِتْنَةً لَا تُصِيبَنَّ الَّذِينَ ظَلَمُوا مِنْكُمْ خَاصَّةً ۖ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ

    მოკრძალებული იყავით გამოცდისადმი, რომელიც მხოლოდ მათ კი არ ეწევათ, რომელთაც ჩაიდინეს უსამართლობა. და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი მკაცრია!

    8:25

თარგმანი: რეზო მიქელაძე