მუსხაფი, გვერდი 177

  1. يَسْأَلُونَكَ عَنِ الْأَنْفَالِ ۖ قُلِ الْأَنْفَالُ لِلَّهِ وَالرَّسُولِ ۖ فَاتَّقُوا اللَّهَ وَأَصْلِحُوا ذَاتَ بَيْنِكُمْ ۖ وَأَطِيعُوا اللَّهَ وَرَسُولَهُ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ

    გეკითხებიან შენ ნადავლის თაობაზე, უპასუხე: ნადავლი ალლაჰისა და შუამავალისაა. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და გამოასწორეთ თქვენს შორის არსებული; ჰმორჩილებდეთ ალლაჰსა და შუამავალსა მისსა, თუკი ხართ მორწმუნენი.

    8:1
  2. إِنَّمَا الْمُؤْمِنُونَ الَّذِينَ إِذَا ذُكِرَ اللَّهُ وَجِلَتْ قُلُوبُهُمْ وَإِذَا تُلِيَتْ عَلَيْهِمْ آيَاتُهُ زَادَتْهُمْ إِيمَانًا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ

    უეჭველად, მორწმუნენი არიან ისინი, რომელთაც გულები შიშით უთრთიან, როცა ხსენდება ალლაჰი, ხოლო როცა მისი აიათები ეკითხებათ, რწმენას ჰმატებს იგი და მიენდობიან თავიანთ ღმერთს,

    8:2
  3. الَّذِينَ يُقِيمُونَ الصَّلَاةَ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنْفِقُونَ

    ასევე რომელნიც ლოცვას აღავლენენ და ჩვენ რაც ვუბოძეთ, გაიღებენ.

    8:3
  4. أُولَٰئِكَ هُمُ الْمُؤْمِنُونَ حَقًّا ۚ لَهُمْ دَرَجَاتٌ عِنْدَ رَبِّهِمْ وَمَغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ

    აი, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა გამზადებული მაღალი ხარისხები თავიანთ ღმერთთან, შეწყალება და გამოულევი სარჩო.

    8:4
  5. كَمَا أَخْرَجَكَ رَبُّكَ مِنْ بَيْتِكَ بِالْحَقِّ وَإِنَّ فَرِيقًا مِنَ الْمُؤْمِنِينَ لَكَارِهُونَ

    ჭეშმარიტებისათვის გამოგიყვანა უფალმა შენმა სახლიდან, ხოლო მორწმუნეთა ერთ ნაწილს ეს არ მოსწონდა.

    8:5
  6. يُجَادِلُونَكَ فِي الْحَقِّ بَعْدَمَا تَبَيَّنَ كَأَنَّمَا يُسَاقُونَ إِلَى الْمَوْتِ وَهُمْ يَنْظُرُونَ

    გეკამათებიან შენ ჭეშმარიტების თაობაზე მას მერე, რაც ის გაცხადდა, თითქოსდა სასიკვდილოდ მიერეკებოდნენ და ამას ხედავდნენ.

    8:6
  7. وَإِذْ يَعِدُكُمُ اللَّهُ إِحْدَى الطَّائِفَتَيْنِ أَنَّهَا لَكُمْ وَتَوَدُّونَ أَنَّ غَيْرَ ذَاتِ الشَّوْكَةِ تَكُونُ لَكُمْ وَيُرِيدُ اللَّهُ أَنْ يُحِقَّ الْحَقَّ بِكَلِمَاتِهِ وَيَقْطَعَ دَابِرَ الْكَافِرِينَ

    და აკი, თქვენ ალლაჰმა აღგითქვათ, რომ ორი რაზმიდან თქვენია ერთ-ერთი; და თქვენ გსურდათ, შეუიარაღებელი რაზმი ყოფილიყო თქვენი. ხოლო ალლაჰს ნებავს, რომ ჭეშმარიტება განაცხადოს თავის სიტყვებით და ამოძირკვოს ურწმუნოთა ზურგი;

    8:7
  8. لِيُحِقَّ الْحَقَّ وَيُبْطِلَ الْبَاطِلَ وَلَوْ كَرِهَ الْمُجْرِمُونَ

    რათა დაადგინოს ჭეშმარიტება და აღმოფხვრას სიცრუე, თუნდაც ცოდვილებს არ მოსწონდნენ.

    8:8

თარგმანი: რეზო მიქელაძე