მუსხაფი, გვერდი 176

  1. إِنَّ وَلِيِّيَ اللَّهُ الَّذِي نَزَّلَ الْكِتَابَ ۖ وَهُوَ يَتَوَلَّى الصَّالِحِينَ

    უეჭველად, ჩემი მფარველი ალლაჰია, რომელმაც ზეგარდმოავლინა წიგნი. და კეთილისმქმნელთა მფარველია იგი.

    7:196
  2. وَالَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِهِ لَا يَسْتَطِيعُونَ نَصْرَكُمْ وَلَا أَنْفُسَهُمْ يَنْصُرُونَ

    და რომელთაც თქვენ მოუხმობთ მის გარდა, არ ძალუძთ მათ თქვენი დახმარება, და ვერც საკუთარ თავს დაეხმარებიან.

    7:197
  3. وَإِنْ تَدْعُوهُمْ إِلَى الْهُدَىٰ لَا يَسْمَعُوا ۖ وَتَرَاهُمْ يَنْظُرُونَ إِلَيْكَ وَهُمْ لَا يُبْصِرُونَ

    და თუ თქვენ მათ ჭეშმარიტებისკენ მოუწოდებთ, არ გაიგონებენ ეგენი. და დაინახავ, რომ გიყურებენ შენ და ვერ გხედავენ.

    7:198
  4. خُذِ الْعَفْوَ وَأْمُرْ بِالْعُرْفِ وَأَعْرِضْ عَنِ الْجَاهِلِينَ

    შემწყნარებლობა დაიდგინე შენ, უბრძანე სიკეთე და უმეცართ ზურგი აქციე.

    7:199
  5. وَإِمَّا يَنْزَغَنَّكَ مِنَ الشَّيْطَانِ نَزْغٌ فَاسْتَعِذْ بِاللَّهِ ۚ إِنَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ

    და თუ ეშმაკმა გიბიძგოს ცდუნებისკენ, უმალვე ალლაჰს მიეკედლე. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.

    7:200
  6. إِنَّ الَّذِينَ اتَّقَوْا إِذَا مَسَّهُمْ طَائِفٌ مِنَ الشَّيْطَانِ تَذَكَّرُوا فَإِذَا هُمْ مُبْصِرُونَ

    უეჭველად, რომელნიც მოკრძალებულნი არიან ღვთისადმი, თუ მათ ეშმაკის მხრიდან რამე ავი შეეხოთ, გაიხსენებენ და დაინახავენ ეგენი.

    7:201
  7. وَإِخْوَانُهُمْ يَمُدُّونَهُمْ فِي الْغَيِّ ثُمَّ لَا يُقْصِرُونَ

    და მათ ძმებს ჩაითრევენ ისინი ჯოჯოხეთისკენ, მაგრამ მაინც არ მოიშლიან ეგენი.

    7:202
  8. وَإِذَا لَمْ تَأْتِهِمْ بِآيَةٍ قَالُوا لَوْلَا اجْتَبَيْتَهَا ۚ قُلْ إِنَّمَا أَتَّبِعُ مَا يُوحَىٰ إِلَيَّ مِنْ رَبِّي ۚ هَٰذَا بَصَائِرُ مِنْ رَبِّكُمْ وَهُدًى وَرَحْمَةٌ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ

    და თუ არ მიუტან მათ აიათს, გეუბნებიან: განა იგი შენს მიერ არ იყო მოგონილი? უთხარი: მე მივსდევ მხოლოდ იმას, რაც ჩემი ღმერთისგან შთამეგონა. ესაა ცხადი მტკიცებულებანი თქვენი ღმერთისგან, მორწმუნე ხალხთათვის ჭეშმარიტ გზად და მოწყალებად!

    7:203
  9. وَإِذَا قُرِئَ الْقُرْآنُ فَاسْتَمِعُوا لَهُ وَأَنْصِتُوا لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ

    და როცა იკითხება ყურანი, ისმინეთ იგი და გაჩუმდით, ეგების შეწყალებულ იქმნეთ თქვენ!

    7:204
  10. وَاذْكُرْ رَبَّكَ فِي نَفْسِكَ تَضَرُّعًا وَخِيفَةً وَدُونَ الْجَهْرِ مِنَ الْقَوْلِ بِالْغُدُوِّ وَالْآصَالِ وَلَا تَكُنْ مِنَ الْغَافِلِينَ

    და გულში ახსენე ღმერთი შენი მოწიწებით და შიშით, და არა ხმამაღალი სიტყვებით, დილით და საღამოს. და ნუ იქნები უგუნურთაგანი!

    7:205
  11. إِنَّ الَّذِينَ عِنْدَ رَبِّكَ لَا يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِهِ وَيُسَبِّحُونَهُ وَلَهُ يَسْجُدُونَ ۩

    უეჭველად, რომელნიც შენ ღმერთთან არიან, არ გამედიდურდებიან მისადმი თაყვანისცემისგან და განადიდებენ მას და მის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ!

    7:206

თარგმანი: რეზო მიქელაძე