მუსხაფი, გვერდი 175
-
قُلْ لَا أَمْلِكُ لِنَفْسِي نَفْعًا وَلَا ضَرًّا إِلَّا مَا شَاءَ اللَّهُ ۚ وَلَوْ كُنْتُ أَعْلَمُ الْغَيْبَ لَاسْتَكْثَرْتُ مِنَ الْخَيْرِ وَمَا مَسَّنِيَ السُّوءُ ۚ إِنْ أَنَا إِلَّا نَذِيرٌ وَبَشِيرٌ لِقَوْمٍ يُؤْمِنُونَ
უთხარი: მე არ ძალმიძს საკუთარ თავს მოვუტანო სარგებელი ან ზიანი, გარდა იმისა, ინებებს რასაც ალლაჰი. და რომ მცოდნოდა დაფარულის, სიკეთეს უთუოდ გავამრავლებდი და არ შემეხებოდა სიავე. სწორედ, რომ მე მხოლოდ მორწმუნე ხალხთათვის შემგონებელი და მახარობელი ვარ!
7:188 -
هُوَ الَّذِي خَلَقَكُمْ مِنْ نَفْسٍ وَاحِدَةٍ وَجَعَلَ مِنْهَا زَوْجَهَا لِيَسْكُنَ إِلَيْهَا ۖ فَلَمَّا تَغَشَّاهَا حَمَلَتْ حَمْلًا خَفِيفًا فَمَرَّتْ بِهِ ۖ فَلَمَّا أَثْقَلَتْ دَعَوَا اللَّهَ رَبَّهُمَا لَئِنْ آتَيْتَنَا صَالِحًا لَنَكُونَنَّ مِنَ الشَّاكِرِينَ
იგია რომელმაც, გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან და გააჩინა მისგან მეწყვილე მისი, რათა სიმშვიდე მოეპოვებინა მასთან. როცა დაეუფლა მას, ქალმა მცირე ტვირთი იტვირთა და ცოტა ხანს დადიოდა იმით, ხოლო როცა დამძიმდა, ისინი შეევედრენ ალლაჰს, თავიანთ ღმერთს: თუ ჩვენ კეთილშობილ (შვილს) გვიბოძებ, უთუოდ, მადლიერნი ვიქნებით ჩვენ.
7:189 -
فَلَمَّا آتَاهُمَا صَالِحًا جَعَلَا لَهُ شُرَكَاءَ فِيمَا آتَاهُمَا ۚ فَتَعَالَى اللَّهُ عَمَّا يُشْرِكُونَ
და როცა უნაკლო შვილი უბოძა, შეუქმნეს მას თანაზიარნი, რაც უბოძა იმით. თუმცა ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც თანამოზიარედ უდგენენ.
7:190 -
أَيُشْرِكُونَ مَا لَا يَخْلُقُ شَيْئًا وَهُمْ يُخْلَقُونَ
ნუთუ თანამოზიარედ უნდა უჩენდნენ იმას, ვინც ვერაფერს აჩენს და პირიქით, თავად არიან გაჩენილნი?
7:191 -
وَلَا يَسْتَطِيعُونَ لَهُمْ نَصْرًا وَلَا أَنْفُسَهُمْ يَنْصُرُونَ
და არ შეუძლიათ შველა მათი, და ვერც საკუთარ თავს უშველიან.
7:192 -
وَإِنْ تَدْعُوهُمْ إِلَى الْهُدَىٰ لَا يَتَّبِعُوكُمْ ۚ سَوَاءٌ عَلَيْكُمْ أَدَعَوْتُمُوهُمْ أَمْ أَنْتُمْ صَامِتُونَ
და თუ სწორი გზისკენ მოუხმობთ, არ მოგყვებიან ეგენი. სულ ერთია თქვენთვის, მოუხმობთ მათ, თუ მდუმარენი იქნებით თქვენ.
7:193 -
إِنَّ الَّذِينَ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ عِبَادٌ أَمْثَالُكُمْ ۖ فَادْعُوهُمْ فَلْيَسْتَجِيبُوا لَكُمْ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
უეჭველად, რომელთაც მოუხმობთ თქვენ ალლაჰის გარდა, მსახურნი არიან ისინი, თქვენი მსგავსი. მაშ, მოუხმეთ მათ, დაე, გიპასუხონ თქვენ, თუკი ხართ მართალნი!
7:194 -
أَلَهُمْ أَرْجُلٌ يَمْشُونَ بِهَا ۖ أَمْ لَهُمْ أَيْدٍ يَبْطِشُونَ بِهَا ۖ أَمْ لَهُمْ أَعْيُنٌ يُبْصِرُونَ بِهَا ۖ أَمْ لَهُمْ آذَانٌ يَسْمَعُونَ بِهَا ۗ قُلِ ادْعُوا شُرَكَاءَكُمْ ثُمَّ كِيدُونِ فَلَا تُنْظِرُونِ
განა აქვთ ფეხები, რომლითაც დადიან; ან ხელები, რომლითაც აიღებენ; ან თვალები, რომლითაც დაინახავენ; ან ყურები, რომლითაც მოისმენენ? უთხარი: მოუხმეთ თქვენს თანაზიართ, მერე იმოქმედეთ ჩემს წინაამდეგ, და დროს ნუ გადამიწევთ.
7:195
თარგმანი: რეზო მიქელაძე