მუსხაფი, გვერდი 155
-
قَالَ ادْخُلُوا فِي أُمَمٍ قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِكُمْ مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ فِي النَّارِ ۖ كُلَّمَا دَخَلَتْ أُمَّةٌ لَعَنَتْ أُخْتَهَا ۖ حَتَّىٰ إِذَا ادَّارَكُوا فِيهَا جَمِيعًا قَالَتْ أُخْرَاهُمْ لِأُولَاهُمْ رَبَّنَا هَٰؤُلَاءِ أَضَلُّونَا فَآتِهِمْ عَذَابًا ضِعْفًا مِنَ النَّارِ ۖ قَالَ لِكُلٍّ ضِعْفٌ وَلَٰكِنْ لَا تَعْلَمُونَ
ბრძანებს: „შედით ცეცხლში, ადამიანთა და ჯინთა მოდგმის გვერდით, რომელნიც თქვენ უწინ გარდასულან!“ ყოველი მოდგმის შესვლისას დასწყევლის მოძმე თავისი, სანამ ყველანი ერთმანეთს შეხვდება იქ, მაშინ შემდგომნი იტყვიან პირველებზე: ღმერთო ჩვენო, ესენი არიან, ვინც გვაცდუნეს ჩვენ და არგუნე იმათ ორმაგი სასჯელი ცეცხლისა.“ იტყვის: „ყველას ორმაგი სასჯელი გაქვთ, მაგრამ თქვენ არ უწყით!
7:38 -
وَقَالَتْ أُولَاهُمْ لِأُخْرَاهُمْ فَمَا كَانَ لَكُمْ عَلَيْنَا مِنْ فَضْلٍ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنْتُمْ تَكْسِبُونَ
და პირველებმა უთხრეს შემდგომთ: თქვენ არ გაქვთ რაიმე უპირატესობა ჩვენზე. „მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც იხვეჭავდით“!
7:39 -
إِنَّ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَاسْتَكْبَرُوا عَنْهَا لَا تُفَتَّحُ لَهُمْ أَبْوَابُ السَّمَاءِ وَلَا يَدْخُلُونَ الْجَنَّةَ حَتَّىٰ يَلِجَ الْجَمَلُ فِي سَمِّ الْخِيَاطِ ۚ وَكَذَٰلِكَ نَجْزِي الْمُجْرِمِينَ
და რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, არ გაეხსნებათ მათ ზეცის კარები და ვერ შევლენ სამოთხეში, ვიდრე აქლემი არ გაძვრება ნემსის ყუნწში. და ამგვარად დავსჯით ჩვენ ცოდვილთ!
7:40 -
لَهُمْ مِنْ جَهَنَّمَ مِهَادٌ وَمِنْ فَوْقِهِمْ غَوَاشٍ ۚ وَكَذَٰلِكَ نَجْزِي الظَّالِمِينَ
მათთვისაა ჯოჯოხეთისგან საწოლი და ზემოდან საბანი. აი, ასე ვსჯით უსამართლონს!
7:41 -
وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَا نُكَلِّفُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
და რომელთაც ირწმუნეს და თესეს სიკეთენი, ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც ძალუძს. სწორედ, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ.
7:42 -
وَنَزَعْنَا مَا فِي صُدُورِهِمْ مِنْ غِلٍّ تَجْرِي مِنْ تَحْتِهِمُ الْأَنْهَارُ ۖ وَقَالُوا الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي هَدَانَا لِهَٰذَا وَمَا كُنَّا لِنَهْتَدِيَ لَوْلَا أَنْ هَدَانَا اللَّهُ ۖ لَقَدْ جَاءَتْ رُسُلُ رَبِّنَا بِالْحَقِّ ۖ وَنُودُوا أَنْ تِلْكُمُ الْجَنَّةُ أُورِثْتُمُوهَا بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
და ჩვენ ძირფესვიანად ამოვაცალეთ რა ზიზღიც ჰქონდათ გულში, მდინარეები მიედინება მათ ქვემოთ, და იტყვიან ისინი: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც დაგვადგინა ამას! ვერ დავედგინებოდით, რომ არ დავედგინეთ ალლაჰს. ვფიცავ, რომ ჭეშმარიტება მოუტანიათ ჩვენი ღმერთის შუამავალთ. და მოეწოდებათ მათ: აი, სამოთხენი, რომელიც გებოძათ მემკვიდრეობად იმისთვის, რასაც აკეთებდით!
7:43
თარგმანი: რეზო მიქელაძე