მუსხაფი, გვერდი 154
-
يَا بَنِي آدَمَ خُذُوا زِينَتَكُمْ عِنْدَ كُلِّ مَسْجِدٍ وَكُلُوا وَاشْرَبُوا وَلَا تُسْرِفُوا ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْرِفِينَ
ჰეი, ადამის შვილნო! აიღეთ თქვენი მორთულობა ყოველ სალოცავთან, ჭამეთ და სვით, და არ გადახვიდეთ ზღვარს, უეჭველად, მას არ უყვარს ზღვარგადასულნი.
7:31 -
قُلْ مَنْ حَرَّمَ زِينَةَ اللَّهِ الَّتِي أَخْرَجَ لِعِبَادِهِ وَالطَّيِّبَاتِ مِنَ الرِّزْقِ ۚ قُلْ هِيَ لِلَّذِينَ آمَنُوا فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا خَالِصَةً يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ كَذَٰلِكَ نُفَصِّلُ الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ
ჰკითხე: ვის ძალუძს აკრძალოს მორთულობა და სანუკვარი სარჩოთაგანი ალლაჰის მიერ თავის მსახურნზე ნაბოძები? უთხარი: ეს მათთვისაა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და კერძოდ, აღდგომის დღეს, რომელთაც იწამეს. ამგვარად განვმარტავთ აიათებს ჩვენ იმ ხალხისთვის, აცნობიერებენ რომელნიც.
7:32 -
قُلْ إِنَّمَا حَرَّمَ رَبِّيَ الْفَوَاحِشَ مَا ظَهَرَ مِنْهَا وَمَا بَطَنَ وَالْإِثْمَ وَالْبَغْيَ بِغَيْرِ الْحَقِّ وَأَنْ تُشْرِكُوا بِاللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِ سُلْطَانًا وَأَنْ تَقُولُوا عَلَى اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ
უთხარი: ღმერთმა ჩემმა მხოლოდ საზიზღრობები აკრძალა, როგორც აშკარა, ისე დაფარული, და ურჩობა და უსამართლო მძლავრობა, და ის, რომ ალლაჰს არ გაუჩინოთ მოზიარე, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია; და რომ თქვათ ალლაჰზე ის, რასაც არ უწყით.
7:33 -
وَلِكُلِّ أُمَّةٍ أَجَلٌ ۖ فَإِذَا جَاءَ أَجَلُهُمْ لَا يَسْتَأْخِرُونَ سَاعَةً ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ
და ყველა თემს თავისი დადგენილი დრო აქვს და როცა მოვა დრონი მათნი, არც ერთი საათით გადავადდება და არც დაჩქარდება!
7:34 -
يَا بَنِي آدَمَ إِمَّا يَأْتِيَنَّكُمْ رُسُلٌ مِنْكُمْ يَقُصُّونَ عَلَيْكُمْ آيَاتِي ۙ فَمَنِ اتَّقَىٰ وَأَصْلَحَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
ჰეი, ადამის შვილნო! როცა თქვენთან მოვლენ თქვენსავე წიაღიდან შუამავალნი და განგიცხადებენ ჩემს აიათებს, ამის შემდეგ ვინც ღვთისმოშიში იქნება და გამოსწორდება, არცა შიში ექნებათ მათ, და არცა დამწუხრდებიან ეგენი!
7:35 -
وَالَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَاسْتَكْبَرُوا عَنْهَا أُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, სწორედ ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი. და იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი!
7:36 -
فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِآيَاتِهِ ۚ أُولَٰئِكَ يَنَالُهُمْ نَصِيبُهُمْ مِنَ الْكِتَابِ ۖ حَتَّىٰ إِذَا جَاءَتْهُمْ رُسُلُنَا يَتَوَفَّوْنَهُمْ قَالُوا أَيْنَ مَا كُنْتُمْ تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ ۖ قَالُوا ضَلُّوا عَنَّا وَشَهِدُوا عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ أَنَّهُمْ كَانُوا كَافِرِينَ
და ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუე მოიგონა, ან უარყო მისი აიათები? მაგათ ეწევა თავიანთი წერა წიგნიდან, ხოლო როცა წარგზავნილნი მიაკითხავენ, რათა მიიბარონ ისინი, ეტყვიან: სად არიან ისინი, რომელთაც თქვენ ალლაჰის ნაცვლად უხმობდით? ისინი მიუგებენ: დაიკარგნენ ჩვენგან. და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.
7:37
თარგმანი: რეზო მიქელაძე