მუსხაფი, გვერდი 156
-
وَنَادَىٰ أَصْحَابُ الْجَنَّةِ أَصْحَابَ النَّارِ أَنْ قَدْ وَجَدْنَا مَا وَعَدَنَا رَبُّنَا حَقًّا فَهَلْ وَجَدْتُمْ مَا وَعَدَ رَبُّكُمْ حَقًّا ۖ قَالُوا نَعَمْ ۚ فَأَذَّنَ مُؤَذِّنٌ بَيْنَهُمْ أَنْ لَعْنَةُ اللَّهِ عَلَى الظَّالِمِينَ
და სამოთხის მკვიდრნი გასძახებენ ცეცხლის მკვიდრთ: ჩვენ ვიხილეთ, რაც აღგვითქვა ღმერთმა ჩვენმა ნამდვილად. მაშ, თქვენ თუ იგემეთ, რაც აღგითქვათ ღმერთმა თქვენმა ნამდვილად? თქვეს: დიახ! და ამცნობს გზირი მათ შორის: რომ წყევლა ალლაჰისა უსამართლოთა ზედაა!
7:44 -
الَّذِينَ يَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ وَيَبْغُونَهَا عِوَجًا وَهُمْ بِالْآخِرَةِ كَافِرُونَ
რომელნიც აცდუნებენ ალლაჰის გზიდან და სურთ მისი გამრუდება, სწორედ ეგენი არიან საიქიოს უარმყოფელნი.
7:45 -
وَبَيْنَهُمَا حِجَابٌ ۚ وَعَلَى الْأَعْرَافِ رِجَالٌ يَعْرِفُونَ كُلًّا بِسِيمَاهُمْ ۚ وَنَادَوْا أَصْحَابَ الْجَنَّةِ أَنْ سَلَامٌ عَلَيْكُمْ ۚ لَمْ يَدْخُلُوهَا وَهُمْ يَطْمَعُونَ
და მათ შორისაა რიდე და აღრაფზე კაცნი, რომელნიც ყველას ამოიცნობენ თავიანთი სახენით და გასძახებენ სამოთხის მკვიდრთ: მშვიდობა თქვენდა! და ეგენი ჯერ არ შესულან მასში, მაგრამ იმედი აქვთ.
7:46 -
وَإِذَا صُرِفَتْ أَبْصَارُهُمْ تِلْقَاءَ أَصْحَابِ النَّارِ قَالُوا رَبَّنَا لَا تَجْعَلْنَا مَعَ الْقَوْمِ الظَّالِمِينَ
და როცა მზერა ჯოჯოხეთის მკვიდრთა მხარეს მიაპყრეს, თქვეს: ღმერთო ჩვენო, არ ჩაგვრიცხო უსამართლო ხალხთან ერთად!
7:47 -
وَنَادَىٰ أَصْحَابُ الْأَعْرَافِ رِجَالًا يَعْرِفُونَهُمْ بِسِيمَاهُمْ قَالُوا مَا أَغْنَىٰ عَنْكُمْ جَمْعُكُمْ وَمَا كُنْتُمْ تَسْتَكْبِرُونَ
და გასძახეს აღრაფის ხალხმა იმ კაცთ, რომელთაც იცნობენ თავიანთი სახენით, და უთხრეს: ვერ გიშველათ თქვენმა მონაგარმა და ვერც ქედმაღლობამ თქვენმა!
7:48 -
أَهَٰؤُلَاءِ الَّذِينَ أَقْسَمْتُمْ لَا يَنَالُهُمُ اللَّهُ بِرَحْمَةٍ ۚ ادْخُلُوا الْجَنَّةَ لَا خَوْفٌ عَلَيْكُمْ وَلَا أَنْتُمْ تَحْزَنُونَ
განა ეგენი არიან, რომლებზეც იფიცებოდით, რომ ალლაჰის წყალობა არ ეწეოდათ? შედით სამოთხეში! შიში არ გექნეთ და არცა დამწუხრდეთ თქვენ!
7:49 -
وَنَادَىٰ أَصْحَابُ النَّارِ أَصْحَابَ الْجَنَّةِ أَنْ أَفِيضُوا عَلَيْنَا مِنَ الْمَاءِ أَوْ مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ ۚ قَالُوا إِنَّ اللَّهَ حَرَّمَهُمَا عَلَى الْكَافِرِينَ
და გასძახეს ჯოჯოხეთის ბინადრებმა სამოთხის მკვიდრთ: გადმოგვეცით წყალი ან ის, რაც ალლაჰმა სარჩოდ გიბოძათ. უთხრეს: უეჭველად, ალლაჰმა ორივე აკრძალა ურწმუნოთათვის,
7:50 -
الَّذِينَ اتَّخَذُوا دِينَهُمْ لَهْوًا وَلَعِبًا وَغَرَّتْهُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا ۚ فَالْيَوْمَ نَنْسَاهُمْ كَمَا نَسُوا لِقَاءَ يَوْمِهِمْ هَٰذَا وَمَا كَانُوا بِآيَاتِنَا يَجْحَدُونَ
რომელთაც დაიდგინეს თავიანთი სარწმუნოება გართობად და თამაშად და აცდუნა ეგენი ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. ამრიგად, ჩვენც დავივიწყებთ მათ, როგორც მათ დაივიწყეს ამ დღესთან შეხვედრა და უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.
7:51
თარგმანი: რეზო მიქელაძე