მუსხაფი, გვერდი 153
-
قَالَا رَبَّنَا ظَلَمْنَا أَنْفُسَنَا وَإِنْ لَمْ تَغْفِرْ لَنَا وَتَرْحَمْنَا لَنَكُونَنَّ مِنَ الْخَاسِرِينَ
მიუგეს ორივემ: ღმერთო ჩვენო! უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ თავს და თუ არ მოგვიტევებ და არ შეგვიწყალებ, უეჭველად, ჩვენ წაგებულთა შორის აღმოვჩნდებით!
7:23 -
قَالَ اهْبِطُوا بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ ۖ وَلَكُمْ فِي الْأَرْضِ مُسْتَقَرٌّ وَمَتَاعٌ إِلَىٰ حِينٍ
უთხრა: ჩამოდით, მტერნი ხართ ერთურთისა. და თქვენთვისაა მიწაზე საცხოვრებელი და საბადებელი განსაზღვრულ დრომდე.
7:24 -
قَالَ فِيهَا تَحْيَوْنَ وَفِيهَا تَمُوتُونَ وَمِنْهَا تُخْرَجُونَ
ბრძანა: იქ იცხოვრებთ და იქვე მოკვდებით და იქიდან აღმოცენდებით.
7:25 -
يَا بَنِي آدَمَ قَدْ أَنْزَلْنَا عَلَيْكُمْ لِبَاسًا يُوَارِي سَوْآتِكُمْ وَرِيشًا ۖ وَلِبَاسُ التَّقْوَىٰ ذَٰلِكَ خَيْرٌ ۚ ذَٰلِكَ مِنْ آيَاتِ اللَّهِ لَعَلَّهُمْ يَذَّكَّرُونَ
ჰეი, ადამის შვილნო! ჩვენ მოგივლინეთ თქვენ სამოსი თქვენთა სარცხვინებელთა დასაფარად და შესალამაზებლად, და ღვთისმოშიშობის სამოსელი, სწორედ ესაა უკეთესი. აი, ესაა ალლაჰის აიათები, ეგების გულისხმაჰყონ მათ!
7:26 -
يَا بَنِي آدَمَ لَا يَفْتِنَنَّكُمُ الشَّيْطَانُ كَمَا أَخْرَجَ أَبَوَيْكُمْ مِنَ الْجَنَّةِ يَنْزِعُ عَنْهُمَا لِبَاسَهُمَا لِيُرِيَهُمَا سَوْآتِهِمَا ۗ إِنَّهُ يَرَاكُمْ هُوَ وَقَبِيلُهُ مِنْ حَيْثُ لَا تَرَوْنَهُمْ ۗ إِنَّا جَعَلْنَا الشَّيَاطِينَ أَوْلِيَاءَ لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ
ჰეი, ადამის შვილნო! არ გაცდუნოთ ეშმაკმა, როგორც თქვენი მშობლები გამოიყვანა სამოთხიდან, სამოსი გახადა, რათა მათთვისვე თავიანთივე სარცხვენელი ეჩვენებინა. უეჭველად, იგი და მისი ხროვა გხედავთ იქიდან, საიდანაც თქვენ მათ ვერ ხედავთ. უეჭველად, ჩვენ მეგობრებად დავუდგინეთ ეშმაკნი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს.
7:27 -
وَإِذَا فَعَلُوا فَاحِشَةً قَالُوا وَجَدْنَا عَلَيْهَا آبَاءَنَا وَاللَّهُ أَمَرَنَا بِهَا ۗ قُلْ إِنَّ اللَّهَ لَا يَأْمُرُ بِالْفَحْشَاءِ ۖ أَتَقُولُونَ عَلَى اللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ
და როცა ისინი საზიზღრობას სჩადიან, ამბობენ: ამაზე ვპოვეთ ჩვენი მამები, და ალლაჰმა გვიბრძანა ეს. უთხარი: უეჭველად, ალლაჰი არ გიბრძანებთ საზიზღრობებს. ნუთუ ამბობთ ალლაჰზე იმას, რაც არ იცით?
7:28 -
قُلْ أَمَرَ رَبِّي بِالْقِسْطِ ۖ وَأَقِيمُوا وُجُوهَكُمْ عِنْدَ كُلِّ مَسْجِدٍ وَادْعُوهُ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ ۚ كَمَا بَدَأَكُمْ تَعُودُونَ
უთხარი: ღმერთმა ჩემმა სამართლიანობა ბრძანა და ყოველ სალოცავთან სახენი თქვენი მისკენ მიაპყარით და წრფელი გულით ღვთისმსახურებანი მხოლოდ მისი კმაყოფისთვის აღავლინეთ. როგორც თავიდან გაგაჩინათ, ისე მიბრუნდებით (მასთან) თქვენ!
7:29 -
فَرِيقًا هَدَىٰ وَفَرِيقًا حَقَّ عَلَيْهِمُ الضَّلَالَةُ ۗ إِنَّهُمُ اتَّخَذُوا الشَّيَاطِينَ أَوْلِيَاءَ مِنْ دُونِ اللَّهِ وَيَحْسَبُونَ أَنَّهُمْ مُهْتَدُونَ
ზოგიერთნი სწორ გზაზე დაადგინა, ზოგიერთს კი გზააბნევა არგუნა წილად. უეჭველად, მათ ალლაჰის მაგივრად ეშმაკნი აიყვანეს მფარველად და თვლიან, რომ სწორ გზას ადგანან.
7:30
თარგმანი: რეზო მიქელაძე