მუსხაფი, გვერდი 148
-
فَإِنْ كَذَّبُوكَ فَقُلْ رَبُّكُمْ ذُو رَحْمَةٍ وَاسِعَةٍ وَلَا يُرَدُّ بَأْسُهُ عَنِ الْقَوْمِ الْمُجْرِمِينَ
და თუ ცრუდ შეგრაცხეს შენ, მაშინ უთხარი: ღმერთი თქვენი ყოვლად მოწყალეა, და არ ასცდება რისხვა მისი დამნაშავე ხალხს!
6:147 -
سَيَقُولُ الَّذِينَ أَشْرَكُوا لَوْ شَاءَ اللَّهُ مَا أَشْرَكْنَا وَلَا آبَاؤُنَا وَلَا حَرَّمْنَا مِنْ شَيْءٍ ۚ كَذَٰلِكَ كَذَّبَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ حَتَّىٰ ذَاقُوا بَأْسَنَا ۗ قُلْ هَلْ عِنْدَكُمْ مِنْ عِلْمٍ فَتُخْرِجُوهُ لَنَا ۖ إِنْ تَتَّبِعُونَ إِلَّا الظَّنَّ وَإِنْ أَنْتُمْ إِلَّا تَخْرُصُونَ
ასე იტყვიან, რომელნიც წარმართნი არიან: ალლაჰს რომ ენება, წარმართები არ გავხდებოდით არც ჩვენ, და არც ჩვენი მამები და არც არაფერს ავკრძალავდითო. აი, ასე ცრუდ შერაცხეს, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ, სანამ არ იწვნიეს ჩვენი რისხვა. უთხარი შენ: თუკი გაქვთ ცოდნა ამისა, გვიჩვენეთ იგი. თქვენ მხოლოდ ვარაუდს მიყვებით და მხოლოდ სიცრუეს იტყვით!
6:148 -
قُلْ فَلِلَّهِ الْحُجَّةُ الْبَالِغَةُ ۖ فَلَوْ شَاءَ لَهَدَاكُمْ أَجْمَعِينَ
უთხარი შენ: უცილობელი საბუთი ალლაჰს ეკუთვნის, და რომ ენება, ნამდვილად, ყველას ჭეშმარიტ გზაზე დაგადგენდათ თქვენ!
6:149 -
قُلْ هَلُمَّ شُهَدَاءَكُمُ الَّذِينَ يَشْهَدُونَ أَنَّ اللَّهَ حَرَّمَ هَٰذَا ۖ فَإِنْ شَهِدُوا فَلَا تَشْهَدْ مَعَهُمْ ۚ وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَالَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ وَهُمْ بِرَبِّهِمْ يَعْدِلُونَ
უთხარი შენ: მოიყვანეთ თქვენი მოწმეები, რომელნიც დაამოწმებენ, რომ ალლაჰმა აკრძალა ეს. და თუ დაამოწმებენ, შენ არ დაამოწმო მათთან ერთად და არ აჰყვე მაგათ საწადელს, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები და რომელთაც არ ირწმუნეს საიქიო და თავიანთ ღმერთს თანაზიარს უქმნიან ეგენი!
6:150 -
قُلْ تَعَالَوْا أَتْلُ مَا حَرَّمَ رَبُّكُمْ عَلَيْكُمْ ۖ أَلَّا تُشْرِكُوا بِهِ شَيْئًا ۖ وَبِالْوَالِدَيْنِ إِحْسَانًا ۖ وَلَا تَقْتُلُوا أَوْلَادَكُمْ مِنْ إِمْلَاقٍ ۖ نَحْنُ نَرْزُقُكُمْ وَإِيَّاهُمْ ۖ وَلَا تَقْرَبُوا الْفَوَاحِشَ مَا ظَهَرَ مِنْهَا وَمَا بَطَنَ ۖ وَلَا تَقْتُلُوا النَّفْسَ الَّتِي حَرَّمَ اللَّهُ إِلَّا بِالْحَقِّ ۚ ذَٰلِكُمْ وَصَّاكُمْ بِهِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
„უთხარი შენ: მოდით და წაგიკითხავთ იმას, რაც აგიკრძალათ ღმერთმა თქვენმა: რომ არაფერი თანაუზიაროთ მას და კეთილ მოეპყრათ მშობლებს, არ დახოცოთ შვილნი თქვენნი სიდუხჭირის გამო. მხოლოდ ჩვენ გაძლევთ სარჩოს თქვენც და მათაც; და არ გაეკაროთ სიბილწეს, ცხადსაც და დაფარულსაც, და არ მოკლათ სულიერი, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართალის აღდგენისა. აი, ასე დაგიწესათ თქვენ, ეგების მოუხმოთ გონებას!
6:151
თარგმანი: რეზო მიქელაძე