მუსხაფი, გვერდი 147

  1. ثَمَانِيَةَ أَزْوَاجٍ ۖ مِنَ الضَّأْنِ اثْنَيْنِ وَمِنَ الْمَعْزِ اثْنَيْنِ ۗ قُلْ آلذَّكَرَيْنِ حَرَّمَ أَمِ الْأُنْثَيَيْنِ أَمَّا اشْتَمَلَتْ عَلَيْهِ أَرْحَامُ الْأُنْثَيَيْنِ ۖ نَبِّئُونِي بِعِلْمٍ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    (ალლაჰმა გააჩინა) რვა წყვილი: ცხვარი ორი, და თხა ორი. უთხარი: აგიკრძალათ ორი მამრი თუ ორი მდედრი, თუ ის, რაც მდედრების მუცელშია? თუკი თქვენ ხართ მართალნი, ცოდნით მიპასუხეთ მე!

    6:143
  2. وَمِنَ الْإِبِلِ اثْنَيْنِ وَمِنَ الْبَقَرِ اثْنَيْنِ ۗ قُلْ آلذَّكَرَيْنِ حَرَّمَ أَمِ الْأُنْثَيَيْنِ أَمَّا اشْتَمَلَتْ عَلَيْهِ أَرْحَامُ الْأُنْثَيَيْنِ ۖ أَمْ كُنْتُمْ شُهَدَاءَ إِذْ وَصَّاكُمُ اللَّهُ بِهَٰذَا ۚ فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا لِيُضِلَّ النَّاسَ بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ

    და წყვილი აქლემი და წყვილი მსხვილფეხა საქონელი. უთხარი: აგიკრძალათ ორი მამრი თუ ორი მდედრი, თუ ის, რაც მდედრების მუცელშია? იქნებ მოწმენი იყავით, როცა ალლაჰმა გიბრძანათ ეს? მაშ, ვინაა ამაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს, რათა აცდუნოს ხალხი უმეცრებით? უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს უკეთურ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე.

    6:144
  3. قُلْ لَا أَجِدُ فِي مَا أُوحِيَ إِلَيَّ مُحَرَّمًا عَلَىٰ طَاعِمٍ يَطْعَمُهُ إِلَّا أَنْ يَكُونَ مَيْتَةً أَوْ دَمًا مَسْفُوحًا أَوْ لَحْمَ خِنْزِيرٍ فَإِنَّهُ رِجْسٌ أَوْ فِسْقًا أُهِلَّ لِغَيْرِ اللَّهِ بِهِ ۚ فَمَنِ اضْطُرَّ غَيْرَ بَاغٍ وَلَا عَادٍ فَإِنَّ رَبَّكَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    უთხარი შენ: ვერ ვპოულობ რაც მე მეუწყა იმაში აკრძალულს საჭმელებიდან, გარდა ლეშისა, ან დანთხეული სისხლი, ან ღორის ხორცისა, უეჭველად, იგი სიმურდლეა ან სიბილწე, რომელიც ალლაჰის სახელის მოუხსენიებლად დაიკლა; მაგრამ თუკი იძულებული იყოს ვინმე, არა ზღვარგადასულობითა და არა მოძალადეობით. უეჭველად, ღმერთი შენი შემნდობია, მწყალობელია.

    6:145
  4. وَعَلَى الَّذِينَ هَادُوا حَرَّمْنَا كُلَّ ذِي ظُفُرٍ ۖ وَمِنَ الْبَقَرِ وَالْغَنَمِ حَرَّمْنَا عَلَيْهِمْ شُحُومَهُمَا إِلَّا مَا حَمَلَتْ ظُهُورُهُمَا أَوِ الْحَوَايَا أَوْ مَا اخْتَلَطَ بِعَظْمٍ ۚ ذَٰلِكَ جَزَيْنَاهُمْ بِبَغْيِهِمْ ۖ وَإِنَّا لَصَادِقُونَ

    და იმათ, რომელნიც იუდეველნი არიან, ავუკრძალეთ ჩვენ ყველაფერი კენტჩლიქიანი. და ჩვენ ავკრძალეთ მათთვის მსხვილფეხა რქოსანისა და ცხვრის ქონი, გარდა რასაც მათი ზურგი ატარებს, ან შიგნეულს ანდა რაც ძვალს ერთვის. ასე დავსაჯეთ ეგენი მათსავე ზღვარგადასულობისთვის, და უეჭველად, ჩვენ სამართლიანნი ვართ!

    6:146

თარგმანი: რეზო მიქელაძე