მუსხაფი, გვერდი 149

  1. وَلَا تَقْرَبُوا مَالَ الْيَتِيمِ إِلَّا بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ حَتَّىٰ يَبْلُغَ أَشُدَّهُ ۖ وَأَوْفُوا الْكَيْلَ وَالْمِيزَانَ بِالْقِسْطِ ۖ لَا نُكَلِّفُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا ۖ وَإِذَا قُلْتُمْ فَاعْدِلُوا وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۖ وَبِعَهْدِ اللَّهِ أَوْفُوا ۚ ذَٰلِكُمْ وَصَّاكُمْ بِهِ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ

    და არ მიეკაროთ ობლების ქონებას, სანამ სრულწლოვანებას მიაღწევენ, გარდა სასიკეთოდ; და შეასრულეთ ზომა და წონა ჭეშმარიტად, ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულიერს, გარდა რაც ძალუძს. და როცა თქვენს აზრს გამოთქვამთ, იყავით სამართლიანნი, თუნდ ნათესავი იყოს. და შეასრულეთ თქვენ ალლაჰის აღთქმა. აი, ასე დაგიწესათ მან, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ!“

    6:152
  2. وَأَنَّ هَٰذَا صِرَاطِي مُسْتَقِيمًا فَاتَّبِعُوهُ ۖ وَلَا تَتَّبِعُوا السُّبُلَ فَتَفَرَّقَ بِكُمْ عَنْ سَبِيلِهِ ۚ ذَٰلِكُمْ وَصَّاكُمْ بِهِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ

    და უეჭველად, ესაა გზა ჭეშმარიტი, გაჰყევით მას და არ გაჰყვეთ გზებს, რომელიც დაგაშორებთ თქვენ მასთან. აი, რას გიწესებთ იგი, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!

    6:153
  3. ثُمَّ آتَيْنَا مُوسَى الْكِتَابَ تَمَامًا عَلَى الَّذِي أَحْسَنَ وَتَفْصِيلًا لِكُلِّ شَيْءٍ وَهُدًى وَرَحْمَةً لَعَلَّهُمْ بِلِقَاءِ رَبِّهِمْ يُؤْمِنُونَ

    შემდეგ ჩვენ მუსას წიგნი ვუბოძეთ სრულყოფად იმისთვის, ვინც სიკეთეს იქმოდა, და განსამარტად ყველაფრისა, და წარმართვად და წყალობად, ეგების თავიანთ ღმერთთან შეხვედრა ირწმუნონ მათ.

    6:154
  4. وَهَٰذَا كِتَابٌ أَنْزَلْنَاهُ مُبَارَكٌ فَاتَّبِعُوهُ وَاتَّقُوا لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ

    და ეს წიგნი, რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ, უბიწოა. მაშ, მიყევით მას და იყავით ღვთისმოშიშნი (არ გაეკაროთ სისაძაგლეს), ეგების შეწყალებულნი იქმნეთ თქვენ!

    6:155
  5. أَنْ تَقُولُوا إِنَّمَا أُنْزِلَ الْكِتَابُ عَلَىٰ طَائِفَتَيْنِ مِنْ قَبْلِنَا وَإِنْ كُنَّا عَنْ دِرَاسَتِهِمْ لَغَافِلِينَ

    რომ თქვათ: წიგნი მხოლოდ ზეგარდმოევლინა ჩვენ წინ ორ ხალხს და წარმოდგენა არ გვაქვს რას კითხულობდნენ ეგენი.

    6:156
  6. أَوْ تَقُولُوا لَوْ أَنَّا أُنْزِلَ عَلَيْنَا الْكِتَابُ لَكُنَّا أَهْدَىٰ مِنْهُمْ ۚ فَقَدْ جَاءَكُمْ بَيِّنَةٌ مِنْ رَبِّكُمْ وَهُدًى وَرَحْمَةٌ ۚ فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنْ كَذَّبَ بِآيَاتِ اللَّهِ وَصَدَفَ عَنْهَا ۗ سَنَجْزِي الَّذِينَ يَصْدِفُونَ عَنْ آيَاتِنَا سُوءَ الْعَذَابِ بِمَا كَانُوا يَصْدِفُونَ

    და რომ არ თქვათ: წიგნი რომ ჩვენ გარდმოგვლენოდა, დიახაც, მაგათზე უფრო სწორ გზაზე ვიდგებოდით, აჰა, თქვენ გებოძათ ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან, ჭეშმარიტი გზა და წყალობა. მაშ, ვინ არის იმაზე უფრო უსამართლო, რომელმაც ცრუდ ჩათვალა ალლაჰის აიათები და პირი იბრუნა მისგან. რომელნიც პირს იბრუნებენ ჩვენი აიათებისგან, სულ მალე დავსჯით მკაცრი სასჯელით იმისთვის, რომ პირს იბრუნებდნენ!

    6:157

თარგმანი: რეზო მიქელაძე