მუსხაფი, გვერდი 146

  1. وَقَالُوا هَٰذِهِ أَنْعَامٌ وَحَرْثٌ حِجْرٌ لَا يَطْعَمُهَا إِلَّا مَنْ نَشَاءُ بِزَعْمِهِمْ وَأَنْعَامٌ حُرِّمَتْ ظُهُورُهَا وَأَنْعَامٌ لَا يَذْكُرُونَ اسْمَ اللَّهِ عَلَيْهَا افْتِرَاءً عَلَيْهِ ۚ سَيَجْزِيهِمْ بِمَا كَانُوا يَفْتَرُونَ

    და თქვეს თავიანთი ჭკუით: „ეს საქონელი და ნათესები ხელშეუხებელია. ვერ მიირთვამს მისგან ვერავინ, თუ არ იქნება ჩვენი ნება. და საქონელი, რომლის ზურგიც აკრძალულია, და საქონელი, რომელზეც ალლაჰის სახელს არ ახსენებენ“. ამგვარად მასზე სიცრუეს იგონებდნენ, სულ მალე მიეზღვებათ მათ, რასაც იგონებდნენ იმისთვის!

    6:138
  2. وَقَالُوا مَا فِي بُطُونِ هَٰذِهِ الْأَنْعَامِ خَالِصَةٌ لِذُكُورِنَا وَمُحَرَّمٌ عَلَىٰ أَزْوَاجِنَا ۖ وَإِنْ يَكُنْ مَيْتَةً فَهُمْ فِيهِ شُرَكَاءُ ۚ سَيَجْزِيهِمْ وَصْفَهُمْ ۚ إِنَّهُ حَكِيمٌ عَلِيمٌ

    და თქვეს: ის, რაც ამ საქონლის მუცელშია, ნებადართულია ჩვენი კაცებისთვის და აკრძალულია ჩვენი ქალებისთვის; და თუ მკვდარი იქნება, მაშინ თანაზიარნი არიან მასში. სულ მალე მათ თავიანთი მსაზღვრელის შესაბამისად მიუზღავს იგი. უეჭველად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.

    6:139
  3. قَدْ خَسِرَ الَّذِينَ قَتَلُوا أَوْلَادَهُمْ سَفَهًا بِغَيْرِ عِلْمٍ وَحَرَّمُوا مَا رَزَقَهُمُ اللَّهُ افْتِرَاءً عَلَى اللَّهِ ۚ قَدْ ضَلُّوا وَمَا كَانُوا مُهْتَدِينَ

    უთუოდ, წახდენილ იქმნენ, რომელთაც უგუნურებითა და უმეცრებით დახოცეს თავიანთი შვილნი. და რომელთაც, ალლაჰზევე გადაბრალებით, ალლაჰის საზრდოდ ნაბოძნი აიკრძალეს. უეჭველად, ჭეშმარიტ გზას ამცდარნი არიან ეგენი და არ იქნება, რომ დაადგნენ ჭეშმარიტ გზას!

    6:140
  4. وَهُوَ الَّذِي أَنْشَأَ جَنَّاتٍ مَعْرُوشَاتٍ وَغَيْرَ مَعْرُوشَاتٍ وَالنَّخْلَ وَالزَّرْعَ مُخْتَلِفًا أُكُلُهُ وَالزَّيْتُونَ وَالرُّمَّانَ مُتَشَابِهًا وَغَيْرَ مُتَشَابِهٍ ۚ كُلُوا مِنْ ثَمَرِهِ إِذَا أَثْمَرَ وَآتُوا حَقَّهُ يَوْمَ حَصَادِهِ ۖ وَلَا تُسْرِفُوا ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْرِفِينَ

    და იგია, რომელმაც გააჩინა ბაღები ძირსგართხმული და ამაღლებული, და ხურმა, და ნათესნი სხვადასხვა ნაყოფიანი, ზეთის ხილი და ბროწეული ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული. მიირთვით მათი ნაყოფი, როცა დამწიფდება, და მომკის დღეს გაეცით წილი მისგან. და არ იყოთ მფლანგველნი. უეჭველად, მას არ უყვარს მფლანგველნი!

    6:141
  5. وَمِنَ الْأَنْعَامِ حَمُولَةً وَفَرْشًا ۚ كُلُوا مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ وَلَا تَتَّبِعُوا خُطُوَاتِ الشَّيْطَانِ ۚ إِنَّهُ لَكُمْ عَدُوٌّ مُبِينٌ

    და საქონელი საპალნედ და საჭმელად. მიირთვით ის, რაც ალლაჰმა თქვენ გიბოძათ და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალს. უეჭველად, აშკარა მტერია იგი თქვენი.

    6:142

თარგმანი: რეზო მიქელაძე