მუსხაფი, გვერდი 145

  1. وَلِكُلٍّ دَرَجَاتٌ مِمَّا عَمِلُوا ۚ وَمَا رَبُّكَ بِغَافِلٍ عَمَّا يَعْمَلُونَ

    და ყველასთვისაა ხარისხები, რაც უკეთებიათ, და ღმერთი შენი როდია უგულისყურო იმისადმი, რასაც აკეთებენ.

    6:132
  2. وَرَبُّكَ الْغَنِيُّ ذُو الرَّحْمَةِ ۚ إِنْ يَشَأْ يُذْهِبْكُمْ وَيَسْتَخْلِفْ مِنْ بَعْدِكُمْ مَا يَشَاءُ كَمَا أَنْشَأَكُمْ مِنْ ذُرِّيَّةِ قَوْمٍ آخَرِينَ

    და ღმერთი შენი ყოვლადმდიდარია, აღსავსეა მოწყალებით და თუ ინებებს, წაგიყვანთ თქვენ და თქვენს შემდგომ სხვას ჩაანაცვლებს, ინებებს ვისაც, როგორც თქვენ გაგაჩინათ სხვა ხალხის შთამომავალნიდან.

    6:133
  3. إِنَّ مَا تُوعَدُونَ لَآتٍ ۖ وَمَا أَنْتُمْ بِمُعْجِزِينَ

    უეჭველად, რაც აღთქმულ გექნათ, დიახაც აღსრულდება და თქვენ ვერ აღუდგებით მას!

    6:134
  4. قُلْ يَا قَوْمِ اعْمَلُوا عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنِّي عَامِلٌ ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ مَنْ تَكُونُ لَهُ عَاقِبَةُ الدَّارِ ۗ إِنَّهُ لَا يُفْلِحُ الظَّالِمُونَ

    უთხარი: ჰეი, ხალხო ჩემო! იმოქმედეთ თქვენ შეძლებისამებრ. უეჭველად, მე ვიღწვი. სულ მალე შეიტყობთ, ვისი იქნება ბოლო ქვეყნისა. უეჭველად, უსამართლონი ვერ იქნებიან ნეტარნი!

    6:135
  5. وَجَعَلُوا لِلَّهِ مِمَّا ذَرَأَ مِنَ الْحَرْثِ وَالْأَنْعَامِ نَصِيبًا فَقَالُوا هَٰذَا لِلَّهِ بِزَعْمِهِمْ وَهَٰذَا لِشُرَكَائِنَا ۖ فَمَا كَانَ لِشُرَكَائِهِمْ فَلَا يَصِلُ إِلَى اللَّهِ ۖ وَمَا كَانَ لِلَّهِ فَهُوَ يَصِلُ إِلَىٰ شُرَكَائِهِمْ ۗ سَاءَ مَا يَحْكُمُونَ

    და მაგათ წილი დაუდგინეს ალლაჰს იმისაგან, რაც ნათესი და საქონელი მას გაუჩენია, და თქვეს: „ეს ალლაჰისთვის“, მათი გაგებით, „ხოლო ეს ჩვენი კერპებისთვის.“ მაგრამ, რაც მათი კერპებისაა, არ მიდის ის ალლაჰთან, და რაც ალლაჰისაა, მათ კერპებთან მიდის ის. და რა ცუდია ის, რასაც ადგენენ ისინი!

    6:136
  6. وَكَذَٰلِكَ زَيَّنَ لِكَثِيرٍ مِنَ الْمُشْرِكِينَ قَتْلَ أَوْلَادِهِمْ شُرَكَاؤُهُمْ لِيُرْدُوهُمْ وَلِيَلْبِسُوا عَلَيْهِمْ دِينَهُمْ ۖ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ مَا فَعَلُوهُ ۖ فَذَرْهُمْ وَمَا يَفْتَرُونَ

    და ასე მრავალ კერპთაყვანისმცემელთ მოუკაზმეს მათმა კერპებმა საკუთარ შვილთა კვლა, რათა წაეწყმიდათ ეგენი და აემღვრიათ მათი რწმენა. ხოლო რომ ენება ალლაჰს, არ იზამდნენ ამას. მერე თავი ანებე მაგათ და იმას, რასაც იგონებენ ეგენი!

    6:137

თარგმანი: რეზო მიქელაძე