მუსხაფი, გვერდი 144

  1. فَمَنْ يُرِدِ اللَّهُ أَنْ يَهْدِيَهُ يَشْرَحْ صَدْرَهُ لِلْإِسْلَامِ ۖ وَمَنْ يُرِدْ أَنْ يُضِلَّهُ يَجْعَلْ صَدْرَهُ ضَيِّقًا حَرَجًا كَأَنَّمَا يَصَّعَّدُ فِي السَّمَاءِ ۚ كَذَٰلِكَ يَجْعَلُ اللَّهُ الرِّجْسَ عَلَى الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ

    და ვის ჭეშმარიტ გზაზე დადგენას ინებებს ალლაჰი, გახსნის იმის გულს ისლამისთვის. და ვის გზააბნევაში დატოვებასაც ინებებს, შეუკუმშავს იმას გულს, და შეუწუხებს ისე, თითქოს ცაში ადიოდეს. და ასე მიაგებს ალლაჰი სასჯელს, რომელთაც არ სწამთ.

    6:125
  2. وَهَٰذَا صِرَاطُ رَبِّكَ مُسْتَقِيمًا ۗ قَدْ فَصَّلْنَا الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَذَّكَّرُونَ

    აი, ესაა გზა ჭეშმარიტი შენი უფლისა. სათითაოდ განვუმარტეთ ჩვენ აიათები ხალხს, გულისხმაჰყოს რომელმაც.

    6:126
  3. لَهُمْ دَارُ السَّلَامِ عِنْدَ رَبِّهِمْ ۖ وَهُوَ وَلِيُّهُمْ بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    მათთვისაა მშვიდობის სამყოფელი თავიანთ ღმერთთან, და იგია მათი მფარველი, რასაც სჩადიოდნენ იმისგან.

    6:127
  4. وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ جَمِيعًا يَا مَعْشَرَ الْجِنِّ قَدِ اسْتَكْثَرْتُمْ مِنَ الْإِنْسِ ۖ وَقَالَ أَوْلِيَاؤُهُمْ مِنَ الْإِنْسِ رَبَّنَا اسْتَمْتَعَ بَعْضُنَا بِبَعْضٍ وَبَلَغْنَا أَجَلَنَا الَّذِي أَجَّلْتَ لَنَا ۚ قَالَ النَّارُ مَثْوَاكُمْ خَالِدِينَ فِيهَا إِلَّا مَا شَاءَ اللَّهُ ۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٌ

    და იმ დღეს, შეკრებს მათ ყველას (და ეტყვის უზენაესი ალლაჰი): ჰეი, ჯინების გუნდო! ბევრი ხალხი შემოგიკრებიათ თქვენ გარშემო. და თქვეს მათმა მეგობრებმა: ღმერთო ჩვენო, სარგებელი მივიღეთ ჩვენ ერთურთისგან. და მივაღწიეთ ვადას, შენ რომელიც დაგვიდგინე. უთხრა: ცეცხლია თქვენი სამყოფელი. იქ დარჩებით სამუდამოდ, თუ სხვა რამ არ ინება ალლაჰმა. უეჭველად, ღმერთი შენი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.

    6:128
  5. وَكَذَٰلِكَ نُوَلِّي بَعْضَ الظَّالِمِينَ بَعْضًا بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    და ასე ერთიმეორეს დავუდგენთ ჩვენ უსამართლოებს იმისათვის, რაც მოუხვეჭავთ მაგათ.

    6:129
  6. يَا مَعْشَرَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ أَلَمْ يَأْتِكُمْ رُسُلٌ مِنْكُمْ يَقُصُّونَ عَلَيْكُمْ آيَاتِي وَيُنْذِرُونَكُمْ لِقَاءَ يَوْمِكُمْ هَٰذَا ۚ قَالُوا شَهِدْنَا عَلَىٰ أَنْفُسِنَا ۖ وَغَرَّتْهُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا وَشَهِدُوا عَلَىٰ أَنْفُسِهِمْ أَنَّهُمْ كَانُوا كَافِرِينَ

    ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი თქვენი წიაღიდან, რომელნიც გამცნობდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ თქვენ ამ დღესთან შეხვედრის გამო? თქვეს მათ: ჩვენ ვმოწმობთ ჩვენსავე საწინააღმდეგოდ. ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა ისინი და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ, რომ ურწმუნონი იყვნენ.

    6:130
  7. ذَٰلِكَ أَنْ لَمْ يَكُنْ رَبُّكَ مُهْلِكَ الْقُرَىٰ بِظُلْمٍ وَأَهْلُهَا غَافِلُونَ

    ეს იმიტომ, რომ ღმერთი შენი როდია უსამართლოდ გამნადგურებელი სოფელთა თუ მკვიდრთა მათთა ისე, რომ არ იყონ შეგონებულნი.

    6:131

თარგმანი: რეზო მიქელაძე