მუსხაფი, გვერდი 143

  1. وَمَا لَكُمْ أَلَّا تَأْكُلُوا مِمَّا ذُكِرَ اسْمُ اللَّهِ عَلَيْهِ وَقَدْ فَصَّلَ لَكُمْ مَا حَرَّمَ عَلَيْكُمْ إِلَّا مَا اضْطُرِرْتُمْ إِلَيْهِ ۗ وَإِنَّ كَثِيرًا لَيُضِلُّونَ بِأَهْوَائِهِمْ بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِالْمُعْتَدِينَ

    და რა გემართებათ თქვენ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, რამეთუ მან უკვე განგიცხადათ რაც აკრძალა თქვენთვის, იმის გამოკლებით, თუკი იძულებული იყოთ თქვენ. უეჭველად, მათგან უმეტესნი უვიცობით გზას აცდნენ თავიანთი ვნებებით. უეჭველად, ღმერთმა შენმა ყველაზე უკეთ უწყის, ზღვარგადასულნი ვინც არიან.

    6:119
  2. وَذَرُوا ظَاهِرَ الْإِثْمِ وَبَاطِنَهُ ۚ إِنَّ الَّذِينَ يَكْسِبُونَ الْإِثْمَ سَيُجْزَوْنَ بِمَا كَانُوا يَقْتَرِفُونَ

    და თავი ანებეთ ცოდვას ცხადსაც და ფარულსაც. უეჭველად, რომელნიც ცოდვას იქმნენ, სულ მალე იმათ მიეზღვებათ იმისთვის, რასაც იტვირთავდნენ.

    6:120
  3. وَلَا تَأْكُلُوا مِمَّا لَمْ يُذْكَرِ اسْمُ اللَّهِ عَلَيْهِ وَإِنَّهُ لَفِسْقٌ ۗ وَإِنَّ الشَّيَاطِينَ لَيُوحُونَ إِلَىٰ أَوْلِيَائِهِمْ لِيُجَادِلُوكُمْ ۖ وَإِنْ أَطَعْتُمُوهُمْ إِنَّكُمْ لَمُشْرِكُونَ

    და არ მიირთვათ ის, რაზეც ალლაჰის სახელი არ არის მოხსენიებული! უეჭველად, იგი ჭეშმარიტი გზიდან აცდენაა. და ნამდვილად ეშმაკნი ჩასჩურჩულებენ თავიანთ მეგობრებს, რათა გეკამათონ თქვენ. და თუ დაჰყვებით მათ, უეჭველად, თქვენ წარმართთაგანი იქნებით!

    6:121
  4. أَوَمَنْ كَانَ مَيْتًا فَأَحْيَيْنَاهُ وَجَعَلْنَا لَهُ نُورًا يَمْشِي بِهِ فِي النَّاسِ كَمَنْ مَثَلُهُ فِي الظُّلُمَاتِ لَيْسَ بِخَارِجٍ مِنْهَا ۚ كَذَٰلِكَ زُيِّنَ لِلْكَافِرِينَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    ან კი, ვინც იყო მკვდარი და ჩვენ აღვადგინეთ და სინათლე მივანიჭეთ, რომლითაც ხალხში ივლის, მსგავსია მისი, ვინც წყვდიადშია და ვერასდროს დააღწევს მას თავს? ასე მოიკაზმა ურწმუნოთათვის ის, რასაც სჩადიან.

    6:122
  5. وَكَذَٰلِكَ جَعَلْنَا فِي كُلِّ قَرْيَةٍ أَكَابِرَ مُجْرِمِيهَا لِيَمْكُرُوا فِيهَا ۖ وَمَا يَمْكُرُونَ إِلَّا بِأَنْفُسِهِمْ وَمَا يَشْعُرُونَ

    და ამგვარად, იქ ყველა დასახლებაში ცოდვისმქმნელნი დავადგინეთ თავკაცებად, რათა იმზაკვრონ. თუმცა ისინი ვერავის უმზაკვრებენ, გარდა თავიანთი თავისა, და ვერც კი გრძობენ ამას.

    6:123
  6. وَإِذَا جَاءَتْهُمْ آيَةٌ قَالُوا لَنْ نُؤْمِنَ حَتَّىٰ نُؤْتَىٰ مِثْلَ مَا أُوتِيَ رُسُلُ اللَّهِ ۘ اللَّهُ أَعْلَمُ حَيْثُ يَجْعَلُ رِسَالَتَهُ ۗ سَيُصِيبُ الَّذِينَ أَجْرَمُوا صَغَارٌ عِنْدَ اللَّهِ وَعَذَابٌ شَدِيدٌ بِمَا كَانُوا يَمْكُرُونَ

    და როცა მოევლინათ მათ აიათი, თქვეს: არ დავიჯერებთ, სანამ ჩვენც იგივე არ მოგვევლინება, რაც მოევლინათ ალლაჰის შუამავალთ. ალლაჰმა უკეთ უწყის, ვის უნდა მიანიჭოს თავისი შუამავლობა. სულ მალე ეწევათ ალლაჰისგან დამცირება და უდიდესი სასჯელი, რომელთაც შესცოდეს და მზაკვრობდნენ, იმისთვის.

    6:124

თარგმანი: რეზო მიქელაძე