მუსხაფი, გვერდი 142
-
وَلَوْ أَنَّنَا نَزَّلْنَا إِلَيْهِمُ الْمَلَائِكَةَ وَكَلَّمَهُمُ الْمَوْتَىٰ وَحَشَرْنَا عَلَيْهِمْ كُلَّ شَيْءٍ قُبُلًا مَا كَانُوا لِيُؤْمِنُوا إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ يَجْهَلُونَ
და რომ ნამდვილად ჩვენ ზემოგვევლინა მათთან ანგელოზნი, დალაპარაკებოდნენ მათ მკვდრები, და შეგვეკრიბა მათ წინაშე სრულიად ყოველი, მაინც არ ირწმუნებდნენ, თუ არ იქნებოდა ალლაჰის ნება. მაგრამ უვიცნი არიან უმრავლესნი მათგან.
6:111 -
وَكَذَٰلِكَ جَعَلْنَا لِكُلِّ نَبِيٍّ عَدُوًّا شَيَاطِينَ الْإِنْسِ وَالْجِنِّ يُوحِي بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍ زُخْرُفَ الْقَوْلِ غُرُورًا ۚ وَلَوْ شَاءَ رَبُّكَ مَا فَعَلُوهُ ۖ فَذَرْهُمْ وَمَا يَفْتَرُونَ
და ამგვარად, ყველა შუამავალს მივუჩინეთ მტრები ეშმაკნი კაცთაგან და ჯინთაგან, ისინი ერთმანეთს მოკაზმული სიტყვით ჩასჩურჩულებენ ცდუნებას. და რომ ყოფილიყო ნება ღმერთისა შენი, ამას ვერ გააკეთებდნენ. მაშ, თავი ანებე მათ და იმას, რასაც იგონებენ!
6:112 -
وَلِتَصْغَىٰ إِلَيْهِ أَفْئِدَةُ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ وَلِيَرْضَوْهُ وَلِيَقْتَرِفُوا مَا هُمْ مُقْتَرِفُونَ
დაე, გადაიხარონ იმისაკენ მათი გულები, რომელთაც არ სწამთ იმქვეყნის და კმაყოფილი იყვნენ ამით. და მათ გააგრძელონ მოხვეჭა, რასაც იხვეჭდნენ.
6:113 -
أَفَغَيْرَ اللَّهِ أَبْتَغِي حَكَمًا وَهُوَ الَّذِي أَنْزَلَ إِلَيْكُمُ الْكِتَابَ مُفَصَّلًا ۚ وَالَّذِينَ آتَيْنَاهُمُ الْكِتَابَ يَعْلَمُونَ أَنَّهُ مُنَزَّلٌ مِنْ رَبِّكَ بِالْحَقِّ ۖ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ الْمُمْتَرِينَ
განა, ვეძიო მსაჯულად ალლაჰის გარდა? და იგია, რომელმაც ზემოგივლინათ წიგნი დაწვრილებით განმარტებული. და რომელთაც ჩვენ ვუბოძეთ წიგნი, მშვენივრად უწყიან, რომ იგი ზემოვლენილია შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებით. მაშ, ნუ იქნები ეჭვიანთაგან!
6:114 -
وَتَمَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ صِدْقًا وَعَدْلًا ۚ لَا مُبَدِّلَ لِكَلِمَاتِهِ ۚ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ
და სრულყოფილ იქმნა შენი ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტად და მართლად. მისი სიტყვების შეცვლა არავის ძალუძს, ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნეა იგი.
6:115 -
وَإِنْ تُطِعْ أَكْثَرَ مَنْ فِي الْأَرْضِ يُضِلُّوكَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ۚ إِنْ يَتَّبِعُونَ إِلَّا الظَّنَّ وَإِنْ هُمْ إِلَّا يَخْرُصُونَ
და თუ დაჰყვები შენ იმ მრავალთ, დედამიწაზე რომ არიან, ეგენი ალლაჰის გზას აგაცდენენ შენ. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და მხოლოდ სიცრუეს თხზავენ.
6:116 -
إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ مَنْ يَضِلُّ عَنْ سَبِيلِهِ ۖ وَهُوَ أَعْلَمُ بِالْمُهْتَدِينَ
უეჭველად, ღმერთმა შენმა უკეთ უწყის, მის გზას ვინ აცდა, და ყველაზე უკეთ უწყის, სწორ გზაზე მდგარნი.
6:117 -
فَكُلُوا مِمَّا ذُكِرَ اسْمُ اللَّهِ عَلَيْهِ إِنْ كُنْتُمْ بِآيَاتِهِ مُؤْمِنِينَ
მაშ, ჭამეთ ის, რაზეც ალლაჰის სახელია ნახსენები, თუკი ხართ მისი აიათების დამჯერნი.
6:118
თარგმანი: რეზო მიქელაძე