მუსხაფი, გვერდი 141
-
ذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمْ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ خَالِقُ كُلِّ شَيْءٍ فَاعْبُدُوهُ ۚ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ وَكِيلٌ
იგია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, გამჩენი ყველაფრის. თაყვანი ეცით მას. და იგია ყველას მეთვალყურე.
6:102 -
لَا تُدْرِكُهُ الْأَبْصَارُ وَهُوَ يُدْرِكُ الْأَبْصَارَ ۖ وَهُوَ اللَّطِيفُ الْخَبِيرُ
თვალნი ვერ მიწვდება მას, ხოლო ის მიწვდება თვალნს. და ყოვლისჩამწვდომი, ყოვლისშემცნობია იგი.
6:103 -
قَدْ جَاءَكُمْ بَصَائِرُ مِنْ رَبِّكُمْ ۖ فَمَنْ أَبْصَرَ فَلِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ عَمِيَ فَعَلَيْهَا ۚ وَمَا أَنَا عَلَيْكُمْ بِحَفِيظٍ
უეჭველად, თქვენი ღმერთისგან გებოძათ ხილული მოწმობანი. და ვინც შეიმეცნა, თავის სასიკეთოდ, და ვინც უარყო თავის საზიანოდ. და მე არა ვარ თქვენდა მცველი!
6:104 -
وَكَذَٰلِكَ نُصَرِّفُ الْآيَاتِ وَلِيَقُولُوا دَرَسْتَ وَلِنُبَيِّنَهُ لِقَوْمٍ يَعْلَمُونَ
და ასე ავხსნით ჩვენ აიათებს, რათა თქვან მაგათ: „გისწავლია შენ“. და განვმარტავთ მას ხალხისთვის, რომელთაც შემეცნება სურთ.
6:105 -
اتَّبِعْ مَا أُوحِيَ إِلَيْكَ مِنْ رَبِّكَ ۖ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ ۖ وَأَعْرِضْ عَنِ الْمُشْرِكِينَ
და მისდიე იმას, რაც ზეშთაგეგონა შენი უფლისგან, არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, და ზურგი აქციე წარმართებს.
6:106 -
وَلَوْ شَاءَ اللَّهُ مَا أَشْرَكُوا ۗ وَمَا جَعَلْنَاكَ عَلَيْهِمْ حَفِيظًا ۖ وَمَا أَنْتَ عَلَيْهِمْ بِوَكِيلٍ
და რომ ენება ალლაჰს, არ გაუჩენდნენ თანაზიარს მას. და ჩვენ არ დაგვიდგენიხარ მათდა მცველად და არცა თავდები ხარ მათდა.
6:107 -
وَلَا تَسُبُّوا الَّذِينَ يَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ فَيَسُبُّوا اللَّهَ عَدْوًا بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ كَذَٰلِكَ زَيَّنَّا لِكُلِّ أُمَّةٍ عَمَلَهُمْ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِمْ مَرْجِعُهُمْ فَيُنَبِّئُهُمْ بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ
და არ გაუკიცხოთ, რომელთაც ისინი მოუხმობენ ალლაჰის გარდა, მერე მტრობით ზღვარს გადავლენ და უვიცობით ალლაჰს დააძაგებენ ეგენი. და ასე მოვუკაზმეთ ჩვენ ყოველ ერს თავისი საქმენი. მერე თავიანთ ღმერთთანაა მათი მიბრუნება. მაშინ აცნობებს მათ, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
6:108 -
وَأَقْسَمُوا بِاللَّهِ جَهْدَ أَيْمَانِهِمْ لَئِنْ جَاءَتْهُمْ آيَةٌ لَيُؤْمِنُنَّ بِهَا ۚ قُلْ إِنَّمَا الْآيَاتُ عِنْدَ اللَّهِ ۖ وَمَا يُشْعِرُكُمْ أَنَّهَا إِذَا جَاءَتْ لَا يُؤْمِنُونَ
და მათ დაიფიცეს ალლაჰი უმტკიცესი ფიცით: ნამდვილად თუ სასწაული მოევლინება, აუცილებლად ირწმუნებენ. უთხარი: სასწაულები მხოლოდ ალლაჰთანაა. და არ გეცნობათ, რომ როცა მოევლინება იგი, მაინც არ ირწმუნებენ ეგენი?
6:109 -
وَنُقَلِّبُ أَفْئِدَتَهُمْ وَأَبْصَارَهُمْ كَمَا لَمْ يُؤْمِنُوا بِهِ أَوَّلَ مَرَّةٍ وَنَذَرُهُمْ فِي طُغْيَانِهِمْ يَعْمَهُونَ
და ჩვენ შევუქცევთ მათ გულებსა და თვალებს, როგორც არ ირწმუნეს მისი თავდაპირველად, და მივაგდებთ მათ თავიანთ აღვირახსნილობაში, სადაც გამუდმებით დაძრწიან!
6:110
თარგმანი: რეზო მიქელაძე