მუსხაფი, გვერდი 131

  1. بَلْ بَدَا لَهُمْ مَا كَانُوا يُخْفُونَ مِنْ قَبْلُ ۖ وَلَوْ رُدُّوا لَعَادُوا لِمَا نُهُوا عَنْهُ وَإِنَّهُمْ لَكَاذِبُونَ

    არა, ის განეცხადათ მაგათ, რასაც ადრე მალავდნენ. და თუნდაც რომ დააბრუნონ, მაინც იმას დაუბრუნდებოდნენ, რაც აკრძალული ჰქონდათ. და უეჭველად, ნამდვილი ცრუპენტელები არიან ეგენი.

    6:28
  2. وَقَالُوا إِنْ هِيَ إِلَّا حَيَاتُنَا الدُّنْيَا وَمَا نَحْنُ بِمَبْعُوثِينَ

    და თქვეს: ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ამქვეყნიურით შემოიფარგლება და არ ვიქნებით ჩვენ აღმოცენებული.

    6:29
  3. وَلَوْ تَرَىٰ إِذْ وُقِفُوا عَلَىٰ رَبِّهِمْ ۚ قَالَ أَلَيْسَ هَٰذَا بِالْحَقِّ ۚ قَالُوا بَلَىٰ وَرَبِّنَا ۚ قَالَ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنْتُمْ تَكْفُرُونَ

    და ნეტავ განახა ეგენი, როცა წარსდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე, იგი ეტყვის: „განა ეს არ არის ჭეშმარიტება“? თქვეს: დიახ, ვფიცავთ ჩვენს ღმერთს! ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც უარყავდით თქვენ!

    6:30
  4. قَدْ خَسِرَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِلِقَاءِ اللَّهِ ۖ حَتَّىٰ إِذَا جَاءَتْهُمُ السَّاعَةُ بَغْتَةً قَالُوا يَا حَسْرَتَنَا عَلَىٰ مَا فَرَّطْنَا فِيهَا وَهُمْ يَحْمِلُونَ أَوْزَارَهُمْ عَلَىٰ ظُهُورِهِمْ ۚ أَلَا سَاءَ مَا يَزِرُونَ

    წაწყმედილნი არიან, რომელნიც ალლაჰთან წარსდგომას სიცრუედ მიიჩნევდნენ, ხოლო როცა უეცრად ჟამი დაუდგათ, თქვეს: ვაი ჩვენდა, რომ ზღვარს გადავედით იქ. და ისინი იტვირთავენ ზურგზე თავიანთ ცოდვებს. და რა საზიზღარია, რასაც იტვირთავენ!

    6:31
  5. وَمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا إِلَّا لَعِبٌ وَلَهْوٌ ۖ وَلَلدَّارُ الْآخِرَةُ خَيْرٌ لِلَّذِينَ يَتَّقُونَ ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ

    და არაფერია ამქვეყნიური ცხოვრება თუ არა თამაში და გართობა. და იმქვეყნიური ცხოვრება, უთუოდ, უკეთესია მათთვის, რომელნიც იყვნენ მოკრძალებულნი. განა კიდევ არ მოეგებით გონს?

    6:32
  6. قَدْ نَعْلَمُ إِنَّهُ لَيَحْزُنُكَ الَّذِي يَقُولُونَ ۖ فَإِنَّهُمْ لَا يُكَذِّبُونَكَ وَلَٰكِنَّ الظَّالِمِينَ بِآيَاتِ اللَّهِ يَجْحَدُونَ

    ჩვენ კარგად ვუწყით, რომ რასაც ეგენი ამბობენ, ნამდვილად განიცდი. მაგრამ სინამდვილეში შენ კი არ გრაცხენ ცრუდ ეგენი, არამედ ცოდვილნი ალლაჰის აიათებს განზრახ უარყოფენ.

    6:33
  7. وَلَقَدْ كُذِّبَتْ رُسُلٌ مِنْ قَبْلِكَ فَصَبَرُوا عَلَىٰ مَا كُذِّبُوا وَأُوذُوا حَتَّىٰ أَتَاهُمْ نَصْرُنَا ۚ وَلَا مُبَدِّلَ لِكَلِمَاتِ اللَّهِ ۚ وَلَقَدْ جَاءَكَ مِنْ نَبَإِ الْمُرْسَلِينَ

    და ვფიცავ, რომ შენამდეც ცრუდ მიჩნეული იქმნენ შუამავალნი. მაგრამ მათ მოითმინეს ის, რომ ცრუდ ირაცხებოდნენ და იდევნებოდნენ, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. და ვერავინ შეცვლის ალლაჰის სიტყვებს. და უკვე მოვიდა შენთან ამბავი შუამავალთა.

    6:34
  8. وَإِنْ كَانَ كَبُرَ عَلَيْكَ إِعْرَاضُهُمْ فَإِنِ اسْتَطَعْتَ أَنْ تَبْتَغِيَ نَفَقًا فِي الْأَرْضِ أَوْ سُلَّمًا فِي السَّمَاءِ فَتَأْتِيَهُمْ بِآيَةٍ ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَجَمَعَهُمْ عَلَى الْهُدَىٰ ۚ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ الْجَاهِلِينَ

    და თუ გემძიმა შენ მათი ჭეშმარიტების უარყოფა და თუ გძალუძს, ეძიე ხვრელი მიწაში ან კიბე ცაში, რათა მოუტანო იმათ რამე სასწაული. და რომ ყოფილიყო ალლაჰის ნება, მოუყრიდა მათ თავს ჭეშმარიტ გზაზე. ამიტომაც შენ არ იყო უმეცართაგანი!

    6:35

თარგმანი: რეზო მიქელაძე