მუსხაფი, გვერდი 132

  1. إِنَّمَا يَسْتَجِيبُ الَّذِينَ يَسْمَعُونَ ۘ وَالْمَوْتَىٰ يَبْعَثُهُمُ اللَّهُ ثُمَّ إِلَيْهِ يُرْجَعُونَ

    მხოლოდ ისინი შეისმენენ, რომელნიც ისმენენ. მკვდრებს კი ალლაჰი გააცოცოხლებს. შემდეგ მასთან მიიქცევიან.

    6:36
  2. وَقَالُوا لَوْلَا نُزِّلَ عَلَيْهِ آيَةٌ مِنْ رَبِّهِ ۚ قُلْ إِنَّ اللَّهَ قَادِرٌ عَلَىٰ أَنْ يُنَزِّلَ آيَةً وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ

    და თქვეს: „ეგებ ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენოდა მას თავისი ღმერთისგან!“ თქვი შენ: „უეჭველად, შემძლეა ალლაჰი სასწაული გარდმოავლინოს, მაგრამ მათგან უმრავლესმა არ უწყიან ეს.“

    6:37
  3. وَمَا مِنْ دَابَّةٍ فِي الْأَرْضِ وَلَا طَائِرٍ يَطِيرُ بِجَنَاحَيْهِ إِلَّا أُمَمٌ أَمْثَالُكُمْ ۚ مَا فَرَّطْنَا فِي الْكِتَابِ مِنْ شَيْءٍ ۚ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِمْ يُحْشَرُونَ

    არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე ცხოველი და არცა ჩიტი, თავისი ორი ფრთით მფრინავი, თუ არა თემნი თქვენნაირი, ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვიტოვებია, მერე კი თავიანთ ღმერთთან იქნენ შეკრებილნი.

    6:38
  4. وَالَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا صُمٌّ وَبُكْمٌ فِي الظُّلُمَاتِ ۗ مَنْ يَشَإِ اللَّهُ يُضْلِلْهُ وَمَنْ يَشَأْ يَجْعَلْهُ عَلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    და რომელთაც ჩვენი აიათები ცრუდ ჩათვალეს, ყრუნი და მუნჯნი არიან წყვდიადში. ალლაჰი გზიდან აცდენს, ინებებს ვისაც და სწორ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც!

    6:39
  5. قُلْ أَرَأَيْتَكُمْ إِنْ أَتَاكُمْ عَذَابُ اللَّهِ أَوْ أَتَتْكُمُ السَّاعَةُ أَغَيْرَ اللَّهِ تَدْعُونَ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    უთხარი შენ: განა ვერ აცნობიერებთ თქვენ, რომ გეწიოთ ალლაჰის რისხვა ან დაგიდგეთ ჟამი, ვისმე მოუხმობთ ალლაჰის გარდა, თუკი ხართ მართალნი?

    6:40
  6. بَلْ إِيَّاهُ تَدْعُونَ فَيَكْشِفُ مَا تَدْعُونَ إِلَيْهِ إِنْ شَاءَ وَتَنْسَوْنَ مَا تُشْرِكُونَ

    არა! მხოლოდ მას შეთხოვთ და ის აგაცილებთ, რასაც სთხოვთ იმას, თუკი ინებებს; და დაივიწყებთ, რასაც ზიარუქმნიდით.

    6:41
  7. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا إِلَىٰ أُمَمٍ مِنْ قَبْلِكَ فَأَخَذْنَاهُمْ بِالْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ لَعَلَّهُمْ يَتَضَرَّعُونَ

    ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ შენზე უწინაც თემებთან, და გაჭირვება და უბედურება ვაწიეთ მაგათ, ეგების შეევედრონ!

    6:42
  8. فَلَوْلَا إِذْ جَاءَهُمْ بَأْسُنَا تَضَرَّعُوا وَلَٰكِنْ قَسَتْ قُلُوبُهُمْ وَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ

    იქნებ შევედრებოდნენ, როცა ეწიათ უბედურება, მაგრამ სად... გულები ჰქონდათ გაქვავებული. ხოლო ეშმაკმა მორთულ-მოკაზმული მოაჩვენა მათ, რასაც სჩადიოდნენ.

    6:43
  9. فَلَمَّا نَسُوا مَا ذُكِّرُوا بِهِ فَتَحْنَا عَلَيْهِمْ أَبْوَابَ كُلِّ شَيْءٍ حَتَّىٰ إِذَا فَرِحُوا بِمَا أُوتُوا أَخَذْنَاهُمْ بَغْتَةً فَإِذَا هُمْ مُبْلِسُونَ

    და როცა დაივიწყეს ის, რითიც შეგონებულნი იყვნენ ეგენი, მაშინ გავუხსენით კარნი ყოველნი და ხარობდნენ იმით, რაც ებოძათ, მოულოდნელად ვაწიეთ. უკვე სასოწარკვეთილნი დარჩნენ ეგენი.

    6:44

თარგმანი: რეზო მიქელაძე