მუსხაფი, გვერდი 125

  1. وَإِذَا قِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا إِلَىٰ مَا أَنْزَلَ اللَّهُ وَإِلَى الرَّسُولِ قَالُوا حَسْبُنَا مَا وَجَدْنَا عَلَيْهِ آبَاءَنَا ۚ أَوَلَوْ كَانَ آبَاؤُهُمْ لَا يَعْلَمُونَ شَيْئًا وَلَا يَهْتَدُونَ

    როცა მათ ეუბნებიან: მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ზეგარდმოავლინა და შუამავალთან, პასუხობენ: ჩვენ ისიც გვყოფნის, რაც ვპოვეთ ჩვენს მამებთან. მაგრამ ხომ შეიძლებოდა მათ მამებს არაფერი სცოდნოდათ და ყოფილიყვნენ არასწორ გზაზე?

    5:104
  2. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا عَلَيْكُمْ أَنْفُسَكُمْ ۖ لَا يَضُرُّكُمْ مَنْ ضَلَّ إِذَا اهْتَدَيْتُمْ ۚ إِلَى اللَّهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًا فَيُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მხოლოდ თქვენ თავზე აგებთ პასუხს. ზიანს ვერ მოგაყენებს, ვინც ამცდარია ჭეშმარიტებას, თუკი თქვენ ადგახართ სწორ გზას. თქვენ, ყველანი ალლაჰთან მიიქცევით. მაშინ გაცნობებს თქვენ იგი, რასაც სჩადიოდით.

    5:105
  3. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا شَهَادَةُ بَيْنِكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ الْمَوْتُ حِينَ الْوَصِيَّةِ اثْنَانِ ذَوَا عَدْلٍ مِنْكُمْ أَوْ آخَرَانِ مِنْ غَيْرِكُمْ إِنْ أَنْتُمْ ضَرَبْتُمْ فِي الْأَرْضِ فَأَصَابَتْكُمْ مُصِيبَةُ الْمَوْتِ ۚ تَحْبِسُونَهُمَا مِنْ بَعْدِ الصَّلَاةِ فَيُقْسِمَانِ بِاللَّهِ إِنِ ارْتَبْتُمْ لَا نَشْتَرِي بِهِ ثَمَنًا وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰ ۙ وَلَا نَكْتُمُ شَهَادَةَ اللَّهِ إِنَّا إِذًا لَمِنَ الْآثِمِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენგან ორი მოწმე შეარჩიეთ, თუკი სიკვდილის პირას შეიქმნებით. ორმა მართალმა დაამოწმოს თქვენი უკანასკნელი ნება ან ორმა გარეშეთაგანმა, თუკი სიკვდილი მოგზაურობისას გეწევათ. თუ ეჭვი რამ შეგეპაროთ ლოცვის აღვლენის მერე, დააყოვნეთ ისინი და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „არ გავყიდით ამას არავითარ ფასად, თუნდ ეს ეხებოდეს ახლო ნათესავს და არ დავმალავთ მოწმეობას ალლაჰისას. მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიყოთ ჩვენ“!

    5:106
  4. فَإِنْ عُثِرَ عَلَىٰ أَنَّهُمَا اسْتَحَقَّا إِثْمًا فَآخَرَانِ يَقُومَانِ مَقَامَهُمَا مِنَ الَّذِينَ اسْتَحَقَّ عَلَيْهِمُ الْأَوْلَيَانِ فَيُقْسِمَانِ بِاللَّهِ لَشَهَادَتُنَا أَحَقُّ مِنْ شَهَادَتِهِمَا وَمَا اعْتَدَيْنَا إِنَّا إِذًا لَمِنَ الظَّالِمِينَ

    და თუ აღმოჩნდა, რომ ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი ამათ, მაშინ მათი ადგილი სხვა ორმა დაიკავოს, ახლობელმა იმათგან, ვისაც უფლება აქვს, და დაიფიცონ ალლაჰის წინაშე: „ჩვენი მოწმეობა უფრო ჭეშმარიტია, ვიდრე იმათი მოწმეობა; ჩვენ არ გადავალთ ზღვარს, მაშინ უთუოდ ცოდვილნი ვიქნეთ ჩვენ“!

    5:107
  5. ذَٰلِكَ أَدْنَىٰ أَنْ يَأْتُوا بِالشَّهَادَةِ عَلَىٰ وَجْهِهَا أَوْ يَخَافُوا أَنْ تُرَدَّ أَيْمَانٌ بَعْدَ أَيْمَانِهِمْ ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاسْمَعُوا ۗ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْفَاسِقِينَ

    უმჯობესია, რომ გასწიონ სწორად მოწმეობა, ანდა შიში ჰქონდეთ, რომ უარყოფილ არ იქმნეს მათი ფიცები დაფიცების შემდეგ. და გეშინოდეთ ალლაჰისა და ისმინეთ, ალლაჰი არ დაადგენს გზასამცდარ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!

    5:108

თარგმანი: რეზო მიქელაძე