მუსხაფი, გვერდი 124

  1. أُحِلَّ لَكُمْ صَيْدُ الْبَحْرِ وَطَعَامُهُ مَتَاعًا لَكُمْ وَلِلسَّيَّارَةِ ۖ وَحُرِّمَ عَلَيْكُمْ صَيْدُ الْبَرِّ مَا دُمْتُمْ حُرُمًا ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ الَّذِي إِلَيْهِ تُحْشَرُونَ

    ნებადართულია თქვენთვის ნანადირევი ზღვისა და მირთმევა მისი; სარგებლად თქვენთვის და მგზავრთათვის. და აიკრძალა თქვენდა ნანადირევი ხმელეთისა, სანამ იჰრამში იმყოფებით. გეშინოდეთ ალლაჰისა, რომელთა წინაშეც შეკრებილ უნდა იქმნეთ!

    5:96
  2. جَعَلَ اللَّهُ الْكَعْبَةَ الْبَيْتَ الْحَرَامَ قِيَامًا لِلنَّاسِ وَالشَّهْرَ الْحَرَامَ وَالْهَدْيَ وَالْقَلَائِدَ ۚ ذَٰلِكَ لِتَعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَأَنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    ალლაჰმა ქააბა, სახლი ნაკრძალი (წმინდა), თვე ნაკრძალი, და შესაწირი ცხოველი და აქლემები სამკაულებშებმული ადამიანთა არსებობისთვის დაადგინა. ეს იმისთვის, რომ იცოდეთ, ალლაჰი უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; და რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.

    5:97
  3. اعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ وَأَنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ

    იცოდეთ, რომ ალლაჰი მკაცრსასჯელიანია. და რომ ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!

    5:98
  4. مَا عَلَى الرَّسُولِ إِلَّا الْبَلَاغُ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا تَكْتُمُونَ

    შუამავლის ვალია მხოლოდ უწყების გადმოცემა. და ალლაჰი უწყის რას ამხელთ და რას მალავთ თქვენ!

    5:99
  5. قُلْ لَا يَسْتَوِي الْخَبِيثُ وَالطَّيِّبُ وَلَوْ أَعْجَبَكَ كَثْرَةُ الْخَبِيثِ ۚ فَاتَّقُوا اللَّهَ يَا أُولِي الْأَلْبَابِ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

    უთხარი შენ: „ცუდი კარგს ვერ გაუტოლდება, თუნდაც ცუდის სიჭარბე გაკვირვებდეს“. ამიტომ გეშინოდეთ ალლაჰის, გონიერნო, ეგების ნეტარ იქმნეთ თქვენ!

    5:100
  6. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَسْأَلُوا عَنْ أَشْيَاءَ إِنْ تُبْدَ لَكُمْ تَسُؤْكُمْ وَإِنْ تَسْأَلُوا عَنْهَا حِينَ يُنَزَّلُ الْقُرْآنُ تُبْدَ لَكُمْ عَفَا اللَّهُ عَنْهَا ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ حَلِيمٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, რომ განგეცხადოთ - დაგამწუხრებთ. და თუ იკითხავთ მაშინ, როცა ყურანი ზედარდმოდის, განგეცხადებათ თქვენ. ალლაჰმა მოგიტევათ რის შესახებაც მოიკითხეთ. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.

    5:101
  7. قَدْ سَأَلَهَا قَوْمٌ مِنْ قَبْلِكُمْ ثُمَّ أَصْبَحُوا بِهَا كَافِرِينَ

    თქვენამდეც უკითხავთ ხალხს ეგ. მერე ურწმუნო გამხდარან ამით.

    5:102
  8. مَا جَعَلَ اللَّهُ مِنْ بَحِيرَةٍ وَلَا سَائِبَةٍ وَلَا وَصِيلَةٍ وَلَا حَامٍ ۙ وَلَٰكِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا يَفْتَرُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ ۖ وَأَكْثَرُهُمْ لَا يَعْقِلُونَ

    არ დაუკანონებია ალლაჰს ბაჰირა, არც საიბა, არც ვასილა და არცა ჰამი. მაგრამ რომელნიც ურწმუნონი იყვნენ, იგონებენ ალლაჰზე სიცრუეს, და მათგან უმეტესი ვერ აცნობიერებს.

    5:103

თარგმანი: რეზო მიქელაძე