მუსხაფი, გვერდი 126
-
يَوْمَ يَجْمَعُ اللَّهُ الرُّسُلَ فَيَقُولُ مَاذَا أُجِبْتُمْ ۖ قَالُوا لَا عِلْمَ لَنَا ۖ إِنَّكَ أَنْتَ عَلَّامُ الْغُيُوبِ
იმ დღე, როცა ალლაჰი თავის შუამავლებს შეკრებს და ჰკითხავს: „რა გიპასუხეს თქვენ“? მიუგებენ ისინი: „არაფერი ვიცით ჩვენ. უეჭველად, შენ იცი ის, რაც დაფარულია“.
5:109 -
إِذْ قَالَ اللَّهُ يَا عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ اذْكُرْ نِعْمَتِي عَلَيْكَ وَعَلَىٰ وَالِدَتِكَ إِذْ أَيَّدْتُكَ بِرُوحِ الْقُدُسِ تُكَلِّمُ النَّاسَ فِي الْمَهْدِ وَكَهْلًا ۖ وَإِذْ عَلَّمْتُكَ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَالتَّوْرَاةَ وَالْإِنْجِيلَ ۖ وَإِذْ تَخْلُقُ مِنَ الطِّينِ كَهَيْئَةِ الطَّيْرِ بِإِذْنِي فَتَنْفُخُ فِيهَا فَتَكُونُ طَيْرًا بِإِذْنِي ۖ وَتُبْرِئُ الْأَكْمَهَ وَالْأَبْرَصَ بِإِذْنِي ۖ وَإِذْ تُخْرِجُ الْمَوْتَىٰ بِإِذْنِي ۖ وَإِذْ كَفَفْتُ بَنِي إِسْرَائِيلَ عَنْكَ إِذْ جِئْتَهُمْ بِالْبَيِّنَاتِ فَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُبِينٌ
აკი, უთხრა ალლაჰმა: „ო, მარიამის შვილო ღისა! გაიხსენე ჩემი წყალობა შენზე და დედაშენზე, ოდეს გაგაძლიერე სიწმინდის სულით, რათა დალაპარაკებოდი ხალხს აკვნიდან და ზრდასრულიც; აჰა, შეგასწავლე შენ წიგნი და სიბრძნე, თევრათი და ინჯილი; ოდეს ჩემის ნებით მიწისგან გამოძერწე ჩიტის ქანდაკება, შთაბერე მასში და იგი ჩემსა ნებითვე ფრინველად გადაიქცა ; და როცა კურნავდი ბრმებსა და კეთროვნებს და როცა სიცოცხლეს უბრუნებდი მკვდრებს ჩემი ნებით. გაიხსენე, როგორ მივაქციე შენგან ისრაილის შვილნი, როცა მიხვედი მათთან ცხადი მტკიცებებით და რომელნიც ურწმუნო იყვნენ, მათგან თქვეს: „სხვა არაფერია ეს, თუ არა აშკარა გრძნეულება“!
5:110 -
وَإِذْ أَوْحَيْتُ إِلَى الْحَوَارِيِّينَ أَنْ آمِنُوا بِي وَبِرَسُولِي قَالُوا آمَنَّا وَاشْهَدْ بِأَنَّنَا مُسْلِمُونَ
და როცა შევაგონე მოწაფეები, რომ მირწმუნონ მე და ჩემი შუამავალი, მათ თქვეს: „ვირწმუნეთ! და დაგვიმოწმე, რომ ვართ ჩვენ მუსლიმნი“.
5:111 -
إِذْ قَالَ الْحَوَارِيُّونَ يَا عِيسَى ابْنَ مَرْيَمَ هَلْ يَسْتَطِيعُ رَبُّكَ أَنْ يُنَزِّلَ عَلَيْنَا مَائِدَةً مِنَ السَّمَاءِ ۖ قَالَ اتَّقُوا اللَّهَ إِنْ كُنْتُمْ مُؤْمِنِينَ
და როცა მოწაფეებმა ჰკითხეს მარიამის შვილ ღისას, „შეუძლია შენს ღმერთს, რომ გარდმოავლინოს ზეციდან ჩვენდა სუფრა“? მიუგო: „გეშინოდეთ ალლაჰის, თუკი ხართ მორწმუნენი“!
5:112 -
قَالُوا نُرِيدُ أَنْ نَأْكُلَ مِنْهَا وَتَطْمَئِنَّ قُلُوبُنَا وَنَعْلَمَ أَنْ قَدْ صَدَقْتَنَا وَنَكُونَ عَلَيْهَا مِنَ الشَّاهِدِينَ
მიუგეს მათ: „გვსურს მივირთვათ მისგან, რათა ვიჯეროთ ჩვენი გულები და ვიცოდეთ, რომ რაც გვაუწყე, სიმართლეა, და ვიყოთ მოწმენი ამისა“.
5:113
თარგმანი: რეზო მიქელაძე