მუსხაფი, გვერდი 123

  1. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنَّمَا الْخَمْرُ وَالْمَيْسِرُ وَالْأَنْصَابُ وَالْأَزْلَامُ رِجْسٌ مِنْ عَمَلِ الشَّيْطَانِ فَاجْتَنِبُوهُ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალკოჰოლური სასმელი, აზარტული თამაშები, კერპები და ისრებით მკითხაობა ეშმაკისეული სისაძაგლენია. განერიდეთ ამას, ეგების ნეტარნი იქმნეთ თქვენ!

    5:90
  2. إِنَّمَا يُرِيدُ الشَّيْطَانُ أَنْ يُوقِعَ بَيْنَكُمُ الْعَدَاوَةَ وَالْبَغْضَاءَ فِي الْخَمْرِ وَالْمَيْسِرِ وَيَصُدَّكُمْ عَنْ ذِكْرِ اللَّهِ وَعَنِ الصَّلَاةِ ۖ فَهَلْ أَنْتُمْ مُنْتَهُونَ

    უეჭველად, ეშმაკს სურს მტრობისა და სიძულვილის ჩამოგდება თქვენს შორის ალკოჰოლური სასმელითა და აზარტული თამაშებით. ამით უნდა მოგაცდინოს თქვენ ალლაჰის ხსენებასა და ლოცვას. უკვე თავი ანებეთ არა?!

    5:91
  3. وَأَطِيعُوا اللَّهَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ وَاحْذَرُوا ۚ فَإِنْ تَوَلَّيْتُمْ فَاعْلَمُوا أَنَّمَا عَلَىٰ رَسُولِنَا الْبَلَاغُ الْمُبِينُ

    და მორჩილ იყავით ალლაჰისა, და მორჩილ იყავით შუამავლისა და გამოიჩინეთ სიფრთხილე. ხოლო თუ პირს იბრუნებთ, იცოდეთ, რომ ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა.

    5:92
  4. لَيْسَ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جُنَاحٌ فِيمَا طَعِمُوا إِذَا مَا اتَّقَوْا وَآمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ثُمَّ اتَّقَوْا وَآمَنُوا ثُمَّ اتَّقَوْا وَأَحْسَنُوا ۗ وَاللَّهُ يُحِبُّ الْمُحْسِنِينَ

    რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, არ არის მათდა ცოდვა იმისათვის, რაც უჭამიათ; თუკი მოერიდნენ, იწამეს და ჰქმნეს კეთილი; მერე მოერიდნენ და იწამეს; მერე მოერიდნენ და იქცევიან პატიოსნად. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი!

    5:93
  5. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَيَبْلُوَنَّكُمُ اللَّهُ بِشَيْءٍ مِنَ الصَّيْدِ تَنَالُهُ أَيْدِيكُمْ وَرِمَاحُكُمْ لِيَعْلَمَ اللَّهُ مَنْ يَخَافُهُ بِالْغَيْبِ ۚ فَمَنِ اعْتَدَىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَلَهُ عَذَابٌ أَلِيمٌ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი, უეჭველად, გამოგცდით რაიმე ნანადირევით, რომელსაც მოიპოვებთ თქვენი ხელებითა და თქვენი შუბებით, რათა გამოაშკარავოს ალლაჰმა, ვის ეშინია მისი ფარულადაც. და ამის მერე ვინც ზღვარს გადავა, მისთვისაა მწარე სასჯელი.

    5:94
  6. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تَقْتُلُوا الصَّيْدَ وَأَنْتُمْ حُرُمٌ ۚ وَمَنْ قَتَلَهُ مِنْكُمْ مُتَعَمِّدًا فَجَزَاءٌ مِثْلُ مَا قَتَلَ مِنَ النَّعَمِ يَحْكُمُ بِهِ ذَوَا عَدْلٍ مِنْكُمْ هَدْيًا بَالِغَ الْكَعْبَةِ أَوْ كَفَّارَةٌ طَعَامُ مَسَاكِينَ أَوْ عَدْلُ ذَٰلِكَ صِيَامًا لِيَذُوقَ وَبَالَ أَمْرِهِ ۗ عَفَا اللَّهُ عَمَّا سَلَفَ ۚ وَمَنْ عَادَ فَيَنْتَقِمُ اللَّهُ مِنْهُ ۗ وَاللَّهُ عَزِيزٌ ذُو انْتِقَامٍ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მოჰკლათ ნადირი, როცა თქვენ ხართ იჰრამში შემოსილი. და რომელი თქვენგანიც მოკლავს მას განზრახ, სამაგიეროა შინაური ცხოველით, მისი შესაბამისი, რაც მოჰკლა. თქვენგან ორმა მართალმა კაცმა განსაჯოს ეს საქმე და შერჩეული საქონელი გაიგზავნოს ქააბასთან; ან გამოსასყიდია უპოვრების დაპურებით; ან ამის სანაცვლოდ იმარხულოს, რათა იგემოს საკუთარი საქციელის სიმძიმე. ალლაჰმა შეუნდო, რაც მოხდა ადრე, ხოლო ვინც დაუბრუნდება, ალლაჰი შურს იძიებს მასზე. და ალლაჰი ძლევამოსილია, შურისმგებელია!

    5:95

თარგმანი: რეზო მიქელაძე